თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2011 წლის სამეცნიერო შრომათა კრებულის (ტ. XLV) სარედაქციო საბჭოს, სარედაქციო კოლეგიისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის საფუძველზე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2011 წლის სამეცნიერო შრომათა კრებულის (ტ. XLV), გამოცემის მიზნით

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სარედაქციო საბჭოს, სარედაქციო კოლეგიისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის შემდეგი შემადგენლობა:

ა) სარედაქციო კოლეგია: ზურაბ ვადაჭკორია (მთავარი რედაქტორი), დავით ჭავჭანიძე (მთავარი რედაქტორის მოადგილე), ვადიმ სააკაძე (პასუხისმგებელი მდივანი), ზურაბ ორჯონიკიძე, რიმა ბერიაშვილი, ირინე კვაჭაძე, ნინო ვეფხვაძე;

ბ) სარედაქციო საბჭო: გიორგი ასათიანი, ლალი ახმეტელი, დალი ბერაშვილი, ნინო კილაძე, სამსონ მღებრიშვილი, თეიმურაზ პეტრიაშვილი, გაიანე სიმონია, ნატო ქათამაძე, ივანე ჩხაიძე;

გ) გამოცემის ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფი: ირმა მარგიშვილი, ცირა ქვარცხავა.


რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია