თსსუ–ში კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის და ინგლისურენოვან სექტორზე მოწვეული სპეციალისტების შერჩევის პირობებისა და კონკურსის გამოცხადების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, ა(ა)იპ-”თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის” წესდების მე-14 მუხლის შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს:

1.1 კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის მოწვეულ სპეციალისტთა შერჩევისათვის შემდეგ მიმართულებებზე:

ა) თერაპია/შინაგან სნეულებათა პროპედევტიკა - 3 ადგილი; ბ) მეანობა-გინეკოლოგია – 3 ადგილი;
გ) პედიატრია/ნეონატოლოგია/ახალშობილთა რეანიმაცია – 3 ადგილი; დ) მოზრდილთა რეანიმაცია და გადაუდებელი მედიცინა – 3 ადგილი; ე) ოფთალმოლოგია – 3 ადგილი;
ვ) ოტო-რინო-ლარინგოლოგია – 3 ადგილი; ზ) ზოგადი ქირურგია – 3 ადგილი;
თ) ბავშვისა და მოზრდილი პაციენტის მოვლა – 3 ადგილი.

1.2 ინგლისურენოვან სექტორზე მოწვეულ სპეციალისტთა შერჩევისათვის ენდოკრინოლოგიის მიმართულებაში – 2 ადგილი.

2. კონკურსის ჩატარებისათვის შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) ზურაბ ორჯონიკიძე – კანცლერი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დავით ჭავჭანიძე – ვიცე-რექტორი, წევრი;
გ) რიმა ბერიაშვილი – რექტორის მოადგილე, წევრი;
დ) ირინა კვაჭაძე – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, წევრი; ე) გაიანე სიმონია - სამედიცინო განათლების კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, წევრი;
ვ) თინათინ ჩიქოვანი – მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, წევრი;
ზ) გიორგი გიორგობიანი – უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, წევრი;
თ) ნინო ვეფხვაძე – მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, წევრი; ი) რუსუდან რუხაძე – სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასების და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი, წევრი;
კ) ირმა მანჯავიძე – კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი, წევრი;
ლ) მაია ოკუჯავა - სამედიცინო განათლების კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, წევრი;
მ) ლია უმიკაშვილი – აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის
“შენარჩუნება” წარმომადგენელი.
 
3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება რექტორის სახელზე, კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე (ფორმა გაიცემა ადგილზე);
ბ) ანკეტა (ფორმა გაიცემა ადგილზე); გ) ავტობიოგრაფია CV ;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) 2 ფოტოსურათი 3X4¾;
ვ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ზ) დოქტორის სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
თ) საგნის სწავლების პრინციპული ხედვა – წერილობითი ფორმით (არაუმეტეს 1 გვერდისა, ფორმატი A4, შრიფტი-12);
ი) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
კ) საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
ლ) კლინიკური უნარ-ჩვევების კონკურსანტს სასურველია გააჩნდეს სიმულატორებზე მუშაობის გამოცდილება.

4. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება განხორციელდეს კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში.

საბუთების მიღება იწარმოებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00–დან 17:00–მდე. მისამართი: ქ. თბილისი, ასათიანის ქ. N7, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული, ოთახი N315.

5. კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით.


რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია