თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის ბრძანება N.227 – “სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” 29-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, ა(ა)იპ _ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრატურის შესახებ დებულების შესაბამისად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში 2012-2013 სასწავლო წლისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2012 წლის 17 სექტემბრიდან   23   სექტემბრის   ჩათვლით.   (ცვლილება   რექტორის   ბრძანება   №132/01 20.09.2012)




რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია