თსსუ-ის რექტორის 2021 წლის 25 თებერვლის # 165008 ბრძანებაში „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესის განხორციელების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 4 ივნისის # 522605 ბრძანების
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის # 159323 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შეტანილ იქნეს   ცვლილება   „თბილისის   სახელმწიფო   სამედიცინო   უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესის განხორციელების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ“ თსსუ-ის რექტორის 2021 წლის 25 თებერვლის # 165008 ბრძანებაში და ბრძანების მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41.ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი იმ სტუდენტებისათვის (მიუხედავად მოქალაქეობისა), რომლებსაც აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ქვეყანაში ვერ შემოვიდნენ სემესტრის განმავლობაში, სწავლება განხორციელდეს დისტანციურ რეჟიმში.

2. ბრძანების განხორციელებაზე კონტროლი დაევალოს ვიცე-რექტორებს ხათუნა თოდაძეს და ირაკლი კოხრეიძეს.

3. ბრძანების გაცნობა სტუდენტებისათვის დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტების დეკანებს.
 
4. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს (გიორგი ჭიჭინაძე) წინამდებარე ბრძანების თსსუ-ის ვებ-გვერდზე განთავსება.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

6. ბრძანება დაეგზავნოს: კანცლერს, ვიცე-რექტორებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, რექტორის აპარატის უფროსს, ყველა ფაკულტეტის დეკანს, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორს (ეკა ეკალაძე), სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტს (თინათინ ჩიქოვანი), ყველა სასწავლო დეპარტამენტს, ყველა სტრუქტურულ ერთეულს.





რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია