დამტკიცებულია
სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს
2017 წლის 3 ოქტომბრის #23/10 დადგენილებით
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განმახორციელებელი აკადემიური პერსონალის
დატვირთვა
1. სასწავლო და სამეცნიერო - კვლევითი პროცესის
განმახორციელებელი აკადემიური პერსონალი
1.უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის განმახორციელებელი პერსონალი შედგება აკადემიური პერსონალისა და მოწვეული მასწავლებლებისაგან/ სპეციალისტებისაგან.
2.უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან.
3. აკადემიური პერსონალი მონაწილეობს სასწავლო პროცესსა და სამეცნიერო კვლევებში ან/და წარმართავს მათ, კლინიკურ სპეციალობებში - ასევე, ახორციელებს კლინიკურ საქმიანობას.
4.პროფესორი ხელმძღვანელობს დეპარტამენტს (მიმართულებას), ხელმძღვანელობს სასწავლო კურსს. სასწავლო და სამეცნიერო -კვლებით საქმიანობას, ასევე, შესაძლებელია ხელმძღვანელობდეს საგანმანათლებლო პროგრამას. იგი პასუხისმგებელია საგანმანათლებლო პროგრამის/შესაბამისი კურსის წარმართვის ხარისხზე, მის უზრუნველყოფაზე ადეკვატური ადამიანური და მატერიალური რესურსით, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა დ დარგობრივი პროფესიული საზოგადოებრივი ურთიერთობის წარმართვაზე, კლინიკურ სპეციალობებში - ასევე, ახორციელებს აქტიურ კლინიკურ საქმიანობას.
5.ასოცირებული პროფესორი წარმართავს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ან პროგრამის კომპონენტ(-ებ)ს, ასევე, შესაძლებელია ხელმძღვანელობდეს საგანმანათლებლო პროგრამას ან დეპარტამენტს(მიმართულებას), კლინიკურ სპეციალობებში - ასევე, ახორციელებს აქტიურ კლინიკურ საქმიანობას.
6.ასისტენტ-პროფესორი ჩართულია პროფესორის ან/და ასოცირებული პროფესორის ხელმძღვანელობით განხორციელებული და პროგრამით გათვალისწინებული ცალკეული კომპონენტის შესრულებაში, კლინიკურ სპეციალობებში - ასევე, ახორციელებს კლინიკურ საქმიანობას.
7.ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს დეპარტამენტში მიმდინარე აკადემიური პროცესის ფარგლებში.
8.საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში მოწვეული მასწავლებლის/ სპეციალისტის სტატუსით შეიძლება მონაწილეობდეს პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კვალიფიკაცია. კვალიფიკაციის შესაბამისობის შეფასებისას მხედველობაში მიიღება მიღებული უმაღლესი სპეციალური განათლება, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი, პუბლიკაციები ან/და პროფესიული გამოცდილება. მოწვეული მასწავლებლების/ სპეციალისტების ზღვრული საათობრივი დატვირთვა განისაზღვრება დეპარტამენტში სასწავლო პროცესის შეუფერხებელი და ეფექტური წარმართვის საჭიროების გათვალისწინებით.
2. აკადემიური თავისუფლება
1.აკადემიური და მოწვეული პერსონალი თავისუფალია სწავლებისა და კვლევის პროცესში.
2.საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის ან მისი ნაწილის განმახორციელებელი, კომპეტენციის და უფლებამოსილების ფარგლებში, თავად განსაზღვრავს კომპეტენციის შინაარსსა და სწავლების მეთოდს. თუმცა, ვალდებულია გაითვალისწინოს საგანმანათლბელო კომპონენტის სწავლების შედეგების მისაღწევად აუცილებელი ადეკვატური ღინისძიებები, ასევე, სასწავლო და კვლევითი საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესაბამისი მარეგულირებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
3. აკადემიური პერსონალის დატვირთვა
1.აკადემიური პერსონალის აკადემიურ წელზე/სემესტრზე გათვლილ ინდივიდუალურ დატვირთვას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
2.აკადემიური პერსონალის აკადემიური დატვირთვა მოიცავს სასწავლო-მეთოდურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, აკადემიურ კონსულტაციებს, მონაწილეობას საუნივერსიტეტო ღონისძიებებში, კლინიკურ სპეციალობებში - ასევე, აქტიურ კლინიკურ საქმიანობას.
2-1. სასწავლო-მეთოდური საქმიანობა მოიცავს:
- სააუდიტორიო/საკონტრაქტო დატვირთვას: აკადემიური პერსონალის ინდივიდუალური სააუდიტორიო/საკონტაქტო საათების ზღვრული დატვირთვა აკადემიურ წელიწადში შეადგენს: პროფესორისათვის - არაუმეტეს 330 საათისა, კლინიკურ სპეციალობებში - არაუმეტეს 300 საათისა; ასოცირებული პროფესორისათვის - არაუმეტეს 480 საათისა, კლინიკურ საპეციალობებში - არაუმეტეს 420 საათისა; ასისტენტ - პროფესორისათვის - არაუმეტეს 630 საათისა, კლინიკურ სპეციალობებში - არაუმეტეს 540 საათისა;
- საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსით და სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული თემატური მასალის, ლექციის, პრაქტიკურ-ლაბორატორიული, სასემინარო და სხვ. მეცადინეობის რელევანტურ და თანამედროვე ინფორმაციულ და მეთოდურ უზრუნველყოფას;
- სტუდენტის ცოდნის შემოწმების კომპონენტების შემუშავებას და განვითარებას;
- სტუდენტის ცოდნის შუალედურ, დასკვნით და საბოლოო შეფასებას და შეფასების შედეგების ანალიზს;
- ასევე, შეიძლება ითვალისწინებდეს ახალი საგანმანათლებლო პროგრამის თუ მისი ცალკეული კომპონენტის შემუშავებას.
2-2. სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობა მოიცავს:
- უნივერსიტეტში ან უნივერსიტეტის ეგიდით კვლევითი პროექტის განხორციელებას,
- საგრანტო პროეტის მომზადებას და განხორციელებას;
- სხვადასხვა ფორმატის სამეცნიერო ნაშრომის/პრეზენტაციის/მოხსენების მომზადებას,
- სხვადასხვა ფორმატის სამეცნიერო ფორუმის/-ში ორგანიზებას და/ან მონაწილეობას,
- სამეცნიერო და სხვ.ლიტერატურის თარგმნას, რედაქტირებას და რეცენზირებას,
- კვლევითი პროექტების ექსპერტიზას;
- სტუდენტთა კვლევითი აქტივობის ხელშეწყობას და ხელმძღვანელობას;
- სადოქტორო კვლევის ხელმძღვანელობას;
- კვლევაში მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ჩართვის უზრუნველყოფას.
2.3.აკადემიური საკონსულტაციო საათები ყოველკვირეულად მოიცავს, მინიმუმ ორ საათს.
2-4. კლინიკური საქმიანობა მოიცავს კლინიკურ დატვირთვას სასწავლო დეპარტამენტის დისლოკაციის კლინიკურ ბაზაზე.
2-5. საუნივერსიტეტო ღონისძიებებში მონაწილეობა შეიძლება მოიცავდეს ჩართულობას: საუნივერსიტეტო კომისიების, კომიტეტების, საბჭოების მუშაობაში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ დაგეგმილ აქტივობებში, ასევე, ცალკეული ადმინისტრაციული ერეულის ფუნქციების განხორციელებაში, საგანმანათლებლო პროგრამის მიღმა დაგეგმილ საქმიანობაში, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და საზოგადოებრივი ურთიერთობების წარმართვაში და სხვ. აკადემიური პერსონალი მონაწილეობს უნივერსიტეტის მართვაში.
3.საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეული მასწავლებლების/სპეციალისტების მოწვევა, როგორც წესი უნდა განხორციელდეს აკადემიური პერსონალის სააუდიტორიო/საკონტაქტო საათებით მაქსიმალური ზღვრული დატვირთვის შემდეგ დარჩენილ სასწავლო საათებზე.
4.აკადემიური პერსონალის ზენორამური დატვირთვა საათობრივი ანაზღაურების წესით, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს სემესტრში არაუმეტეს 150 სააუდიტორიო/საკონტაქტო საათის/წელიწადში არაუმეტეს 300 სააუდიტორიო/საკონტაქტო საათის ფარგლებში (04.08.2020წ. წარმომადგენლობითი საბჭოს #23/13 სხდომა).
5.აკადემიური პერსონალის დიპლომის შემდგომ განათლებაში მონაწილეობა განხორციელდება უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული სპეციალური ხარჯთაღრიცხვით.
6.სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელობა დოქტორანტურის ხანგრძლივობის კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში ითვალისწინებს ხალმძღვანელისათვის სააუდიტორიო/საკონტაქტო საათების ზღვრულ დატვირთვას არაუმეტეს 30 საათისა სემესტრში, ორი და მეტი სადოქტორო კვლევის ხელმძღვანელობის შემთხვევაში - არაუმეტეს 50 საათისა სემესტრში.
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio