თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2012 წლის 11 იანვრის N23/1 დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანაწესში“ თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2020 წლის 4 აგვისტოს #23/13 დადგენილებით დამტკიცებული ცვლილება
მუხლი 1.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისწარმომადგენლობითი საბჭოს 2012 წლის 11 იანვრის # 23/1 დადგენილებით დამტკიცებულ„საჯარო სამართლის იურიდიული პირის- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანაწესში“შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1.41-ე მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შედეგნაირად:
„ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისათვის სამუშაო დრო განისაზღვრება ხუთდღიანი სამუშაო კვირით, კვირაში 40 საათით, ხოლო აკადემიური პერსონალისთვის სამუშაო კვირა ექვსდღიანია, კვირაში 40 საათით.
1. 48-ე მუხლის მე-8 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა. უნივერსიტეტის სტუდენტი ვალდებულია, ყოველი სასწავლო წლის თითოეულ სემესტრში(შემოდგომისდაგაზაფხულის) გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია, რაც გულისხმობს სწავლის საფასურის სრულ ან ნაწილობრივ გადახდას, თსსუ-ის დადგენილი წესების დაცვით. სტუდენტთა სემესტრულიადმინისტრაციული რეგისტრაცია წარმოადგენს აკადემიური რეგისტრაციის გავლის წინაპირობას და გულისხმობს სტუდენტის მზაობას სრულად მიიღოს მონაწილეობა სასწავლო პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტს არ ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს სასწავლო პროცესში.
ბ. აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სასწავლო კურსებზე დარეგისტრირებას.“
2. 48-ე მუხლს დაემატოს 81პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„81.სწავლის საფასურის გადახდა ხორციელდება სასწავლო წლის განმავლობაში ოთხჯერ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის და დიპლომირებული სტომატოლოგის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების (გარდა პირველი სემესტრის) სწავლის საფასურის გადახდა განხორციელდეს: შემოდგომის სემესტრში სასწავლო პროცესის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში და მეორედ,- პირველი დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით; გაზაფხულის სემესტრში- სასწავლო პროცესის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში და მეორედ,პირველი ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით.“
3. 48-ე მუხლს დაემატოს 82 პუნქტი და და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„82. ა) 81 პუნქტით დადგენილ ვადებში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში სტუდენტს უჩერდება სტუდენტის სტატუსი.
ბ) იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა სემესტრულად სწავლის საფასური არ გადაიხადა სწავლის საფასურის გადახდისთვის დადგენილ მეორე ვადაში (01 დეკემბერი- 15დეკემბერი; 01 ივნისი -15 ივნისი ) იგი კარგავს უკვე გადახდილი თანხის შემდგომ სემესტრში გამოყენების ან უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.
გ) სტუდენტი, რომელიც სტატუსს იჩერებს პირადი განცხადების საფუძველზე, სწავლის დაწყებიდან ექვსი კვირის შემდეგ და ჩართული იყო სასწავლო პროცესში, არ თავისუფლდება იმ სემესტრის სწავლის საფასურის გადახდისაგან, რომელშიც შეიჩერა სტატუსი.
დ.სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ თსსუ-ის რექტორის ბრძანება არ გამოიცემა, ვიდრე ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტი არ დაფარავს მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურთან ერთად იმ სემესტრისსწავლის საფასურსაც, რომელ სემესტრშიც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი.
მუხლი 2. წინამდებარე ცვლილება ძალაში შევიდეს დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე.