კოდიფიცირებული
                                                                                                                                                                                                                                                       დამტკიცებულია
                                                                                                                                                                                                                                               თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
                                                                                                                                                                                                                           აკადემიური საბჭოს 2012 წლის 23 მარტის N 24/3 დადგენილებით


საგანმანათლებლო პროგრამების და სასწავლო ლიტერატურის 
შეფასების პროცედურა და კრიტერიუმები 
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში 
 
1. საგანმანათლებლო (საბაკალავრო. ერთსაფეხურიანი განათლების, სამაგისტრო, სადოქტორო) პროგრამები და სასწავლო კურსების სილაბუსები ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში შეფასდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტანდარტების/რეკომენდაციების შესაბამისად და თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული წესით/კრიტერიუმებით (დანართი 2,3,4,5);(02.02.2024 წ; N24/7).
2. სასწავლო ლიტერატურის/სახელმძღვანელოების შეფასება ხორციელდება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული თვისობრივი კრიტერიუმებით (დანართი 1);
სასწავლო ლიტერატურა/სახელმძღვანელო ხელნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს შეფასებისთვის გადაეცემა შესაბამისსაწავლო დეპარტამენტში/-ებში მისი განხილვის შემდეგ. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში, მისი ხელმძღვანელის და შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობით,
სახელმძღვანელოს არსებითი, თვისობრივი ექსპერტიზისთვის გამოიყოფა კომპეტენტური ორი სპეციალისტი-ექსპერტი - აკადემიური დოქტორი. (02.02.2024 წ;N24/7). ექსპერტების შეფასებები და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის რეკომენდაცია (ა. ნაშრომი არ აკმაყოფილებს სახელმძღვანელოსადმი წაყენებულ მოთხოვნებს; ბ. ნაშრომი ნაწილობრივ აკმაყოფილებს სახელმძღვანელოსადმი წაყენებულ მოთხოვნებს და საჭიროებს დახვეწას; გ. ნაშრომი სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს რეკომენდებულია მისი სახელმძღვანელოდ გამოცემა და გამოყენება) (ექსპერტების კონფიდენციალობის დაცვით) შემდგომი განხილვისათვის გადაეცემა შესაბამისი ფაკულტეტის კურიკულუმის კომიტეტს და დეკანს. (02.02.2024 წ; N24/7).
ექსპერტების შეფასებების სრულყოფილი ორიგინალები ინახება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სახელმძღვანელოს განხილვიდან 3 წლის განმავლობაში, შემდეგ კი გადაეცემა თსსუ-ის არქივს. თსსუ-ში ადრე დამტკიცებული, გამოცემული და შესაბამის სილაბუსებში ასახული სახელმძღვანელოების ზემოდასახელებული კრიტერიუმებით შეფასდება ამ სახელმძღვანელოების მეორედ გამოცემის დროს, თუ ამის საჭიროება დადგება.(02.02.2024 წ; N24/7).
3. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს შეფასებისთვის გადაეცემა მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურში მათი ტექნიკურ-სტრუქტურული ექსპერტიზის შემდეგ;
4. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში მისი ხელმძღვანელის და შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობით სამაგისტრო და სადოქტორო (მათ შორის - სადოქტორო კვლევის) პროგრამებისარსებითი, თვისობრივი ექსპერტიზისთვის, ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვით, გამოიყოფა პროგრამის პროფილით კომპეტენტური ორი სპეციალისტი-ექსპერტი -აკადემიური დოქტორი.(02.02.2024 წ; N24/7).
5. სამაგისტრო პროგრამის შეფასება ხორციელდება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული თვისობრივი კრიტერიუმებით (დანართი 2);
6. სადოქტორო კვლევის პროგრამის შეფასება ხორციელდება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმებით ასქულიანი სისტემით (დანართი 3);
(02.02.2024 წ; N24/7).
6.1. სადოქტორო კვლევის პროგრამა რეკომენდებულად ითვლება შემდგომი განხილვისთვის და შესაბამისი რეკომენდაციით გადაეცემა მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს საექსპერტო შეფასებების A (91-100 ქულა), B (81-90 ქულა) ან C (71-80 ქულა) მიღების შემთხვევაში.
6.2. თუ ორი ექსპერტიდან ერთი ექსპერტის შეფასება არის D (61-70 ქულა), E (51-60 ქულა) ან F (≤50 ქულა), ხოლო მეორისა – A (91-100 ქულა), B (81-90 ქულა) ან C (71-80 ქულა), ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს ექსპერტთა სხდომის ჩატარებას და შეჯერებული საექსპერტო დასკვნის შემუშავებას. თუ ექსპერტთა შეჯერებული დასკვნით პროგრამა ერთმნიშვნელოვნად (დადებითად ან უარყოფითად) ვერ შეფასდება, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გამოყოფს მესამე ექსპერტს-სპეციალისტს. თუ მესამე საექსპერტო შეფასება იქნება A (91-100 ქულა), B (81-90 ქულა) ან C (71-80 ქულა), პროგრამა ყველა ექსპერტის დასკვნითურთ გადაეცემა მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს შემდგომი განხილვისათვის; თუ მესამე საექსპერტო შეფასება იქნება D (61-70 ქულა), E (51-60 ქულა) ან F (≤50 ქულა), პროგრამა, ყველა ექსპერტის დასკვნითურთ და სხვადასხვა ხარისხის შესწორებების რეკომენდაციით, დაუბრუნდება მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს.
6.3. კვლევის პროგრამის ხელმძღვანელის/-ების კომპეტენციის და გამოცდილების, ასევე, პროგრამის განხორციელებისთვის მის შესრულებაში ჩართული დაწესებულებების და სტრუქტურების შესაბამისობის და საკმარისობის შეფასება წარმოადგენს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა პასუხისმგებლობის საკითხს.
6.4 ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის რეკომენდაცია და ექსპერტების დასკვნები (ექსპერტების კონფიდენციალობის დაცვით) გადაეცემა მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს. ექსპერტების დასკვნების სრულყოფილი ორიგინალები ინახება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში პროგრამის განხილვიდან 4 წლის განმავლობაში, შემდეგ კი გადაეცემა თსსუ-ის არქივს.(02.02.2024 წ; N24/7).
7. სასწავლო კურსების/დისციპლინების სილაბუსები ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში შეფასდება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული თვისობრივი კრიტერიუმებით (დანართი 4);
8. საგანმანათლებლო (საბაკალავრო. ერთსაფეხურიანი განათლების, სამაგისტრო,  სადოქტორო) პროგრამები ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში შეფასდება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული წესით/კრიტერიუმებით (დანართი 5).(02.02.2024 წ; N24/7).
02.02.2024 წ.; N24/7 
(დანართები იხ. მიმაგრებულ ფაილში)