დამტკიცებულია
თსსუ -ის აკადემიური საბჭოს
2019 წლის 26 თებერვლის N24/4 დადგენილებით
სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგების შეფასების წესი
მუხლი 1. მიზანი
1. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგების შეფასების წესი (შემდგომში - შეფასების წესი) წარმოადგენს მექანიზმების, ეტაპების, მეთოდებისა და პროცედურების ერთობლიობას, რითაც ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგების შეფასება.
მუხლი 2. საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმები
1. საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმებია:
ა) სტუდენტთა აკადემიური მიღწევების, განთესვის, მობილობის, სტატუსის შეწყვეტის, შეჩერების, პროგრამის დასრულების მაჩვენებლების ანალიზი;
ბ) საგანმანთლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შესაბამისობის კვლევა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან;
გ) სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და დამსაქმებელთა კმაყოფილებისკვლევა საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგებთან დაკავშირებით;
დ) საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ანალიზი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით;
ე) სწავლის შედეგების მიღწევის მაჩვენებლების ანალიზი.
მუხლი 3. საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების ეტაპები
1. სწავლის შედეგების შეფასება შედგება ოთხი ეტაპისგან:
ა) პროგრამის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება,
ბ) კურიკულუმის ანალიზი,
გ) პროგრამის სწავლის შედეგების ანალიზი,
დ) შეფასების შედეგების გამოყენება პროგრამის განვითარებისათვის.
მუხლი 4. საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება
1. პროგრამის სწავლის შედეგების ჩამოყალიბებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას:
ა) კვალიფიკაციის შესაბამისი დონისა და დარგობრივი მახასიათებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოთხოვნები,
ბ) სწავლის შედეგების მიღწევადობა, რეალისტურობა და გაზომვადობა,
გ) შრომის ბაზრისა და დამსაქმებელთა მოთხოვნები,
დ)აკადემიური და მოწვეული პერსონალის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობა,
ე) დარგის/სფეროს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება.
მუხლი 5. კურიკულუმის ანალიზი
1. კურიკულუმის ანალიზი მოიცავს:
ა) სწავლის შედეგების მიღწევის უზუნველმყოფელი კურიკულუმის შემუშავებას,
ბ) კურიკულუმის რუკის შედგენას სასწავლო კურსებისა და სწავლის შედეგების შესაბამისობის განსაზღვრისათვის,
გ) სასწავლო კურს(ებ)ის მიხედვით სწავლის კონკრეტული შედეგ(ებ)ის მიღწევის ხარისხის შეფასებას,
დ) პროგრამის სწავლის შედგების მიღწევის სამიზნე ნიშნულების დადგენას.
მუხლი 6. საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ანალიზი
1. პროგრამის სწავლის შედეგების ანალიზი მოიცავს:
ა) სწავლის შედეგების შეფასების გეგმის შედგენას,
ბ) სწავლის შედეგების ასახვის შეფასება შესაბამის სასწავლო კურსებში,
გ) სწავლის შედეგების შეფასების პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებას.
მუხლი 7. საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების გამოყენება პროგრამის გასაუმჯობესებლად
1. შეფასების შედეგების გამოყენება პროგრამის განვითარებისათვის მოიცავს:
ა) შედეგების შედარებას სამიზნე ნიშნულებთან,
ბ) სწავლის შედეგების შეფასების ანგარიშის მომზადებას,
გ) სასწავლო კურსების მოცულობის, შინაარსის და სხვ. დასაბუთებულ ცვლილებას,
დ) სწავლის შედეგების დასაბუთებულ ცვლილებას,
ე) პროგრამის კურიკულუმის დასაბუთებულ ცვლილებას,
ვ)შედეგების გაცნობას პროგრამის განხორციელებაში ჩართული პერსონალისა და სტუდენტებისათვის.
მუხლი 8. საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების პერიოდულობა
1. საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების პერიოდულობა თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ხორციელდება პროგრამის საფეხურისა და დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით.
2. პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების პერიოდულობა განისაზღვრება სწავლის შედეგების შეფასების გეგმით;
2. პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების გეგმა განსაზღვრულია პროგრამაში.
3. პროგრამის სწავლის შედეგების შეფასება საბაკალავრო, ერთსაფეხურიან და სადოქტორო პროგრამებზე ხორციელდება 3-5 წლის პერიოდულობით, ხოლო სამაგისტრო პროგრამებზე - 2-4 წლის პერიოდულობით.
მუხლი 9. საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების მეთოდები
1. პროგრამის სწავლის შედეგების შეფასება ხორციელდება:
ა) შეფასების პირდაპირი მეთოდით, რითაც სტუდენტის აკადემიური მონაცემების ანალიზით მოწმდება მის მიერ სწავლის შედეგების მიღწევის ხარისხი;
ბ) შეფასების არაპირდაპირი მეთოდით, რითაც სტუდენტის თვითშეფასების, ან/და დამსაქმებლების და კურსდამთავრებულების გამოკითხვის შედეგების ანალიზით ფასდება სტუდენტის მიერ სწავლის შედეგების მიღწევის ხარისხი.
მუხლი 10. საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების გეგმა
1. პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების გეგმა წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამის დანართს, მის განუყოფელ ნაწილს და მოიცავს:
ა) სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმების აღწერას,
ბ) სტუდენტების რეპრეზენტული რაოდენობის განსაზღვრას სწავლის შედეგების შესაფასებლად, გ)სწავლის შედეგების მიღწევის სამიზნე ნიშნულების განსაზღვრას (სტუდენტთა აკადემიური მიღწევების, განთესვის, მობილობის, სტატუსის შეწყვეტის, შეჩერების, პროგრამის დასრულების, სხვ.),
დ) სწავლის შედეგების შეფასების პერიოდულობის დადგენას.
მუხლი 11. სწავლის შედეგების შეფასების ანგარიში
1. საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ანგარიში მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) საგანმანათლებლო პროგრამის დასახელებას;
ბ) სწავლის შედეგების ანალიზის შედეგებს:
ბ.ა) სამიზნე ნიშნულებს და მათთან სტუდენტების მიღწევების შესაბამისობას,
ბ.ბ) სტუდენტების თვითშეფასების ანალიზის შედეგებს,
ბ.გ) დამსაქმებელთა შეფასების ანალიზის შედეგებს,
ბ.დ) სტუდენტთა განთესვის მაჩვენებლების ანალიზის შედეგებს,
გ) სტუდენტთა, დამსაქმებელთა, კურსდამთავრებულთა კმაყოფილების კვლევის ანალიზის შედეგებს,
დ) სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების შედეგების ანალიზის შედეგებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში),
ე) სწავლის შედეგების ანალიზის შედეგებს საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
მუხლი 12. სწავლის შედგეების შეფასების განმახორციელებელი პირები
1. საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგების შეფასება ხორცილდება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და პროგრამის ხელმძღვანელის მიერ უნივერსიტეტის წესდებისა და უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შესაბამისად.
მუხლი 13. გარდამავალი დებულება
1. საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგების პირველი შეფასება ამ წესის შესაბამისად განხორცილდეს 2022 წლის 1 ივლისამდე.