თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

 

ფაკულტეტი

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის

საგანმანათლებლო პროგრამის

სახელწოდება

სამაგისტრო პროგრამა “რეაბილიტაცია სპორტში”

მისანიჭებელი აკადემიური

ხარისხი

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის მაგისტრი

პროგრამის ხელმძღვანელი

პროფესორი ლელა მასხულია

პროგრამის მოცულობა

120 ECTS კრედიტი

სწავლების ენა

ქართული

პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი

 საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს:

·        თეორიულ-პრაქტიკულ ბლოკს (54 კრედიტი), რომელშიც შედის 11 ძირითადი თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსი;

·        კლინიკური პრაქტიკის მოდულს (22 კრედიტი),

·        კვლევის ბლოკს (36 კრედიტი), მათ შორის, სამაგისტრო ნაშრომის შესრულებას (30 კრედიტი).

·        12 არჩევით სასწავლო კურსს (8 კრედიტი).

 

 

 

 

პროგრამის მიზნები

სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალი კომპეტენციის მქონე, კრიტიკულად მოაზროვნე, ფართო სპექტრის პროფესიული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი და დამოუკიდებელი კვლევის კომპეტენციის მქონე სპეციალისტი სპორტსმენთა სამედიცინო რეაბილიტაციის სექტორისთვის, რომელიც:

Ø  სფეროს ღრმა და სისტემურ ცოდნისა და მტკიცებულებებზე დამყარებული პრაქტიკის გაცნობიერებით და გამოყენებით, კლინიკური აზროვნების მეშვეობით და პრობლემის გადაწყვეტაზე               ორიენტირებული მიდგომით უზრუნველყოფს როგორც მაღალი მიღწევების სპორტსმენთა, პროფესიული სპორტის წარმომადგენელთა, ისე ფიზიკურად მოვარჯიშე პირთა ტრავმების რისკის შემცირებას და სხვადასხვა ტიპის პათოლოგიური მდგომარეობის პრევენციას, სარეაბილიტაციო შეფასებას, ინტერვენციას და სარეაბილიტაციო მართვის ეფექტურობას სპორტსმენის სპორტში ოპტიმალურ ფიზიკურ კონდიციაში დაბრუნებისთვის;

Ø  შეძლებს სფეროსთან დაკავშირებული რთული პრობლემის გადაჭრის ახალი გზების ძიებას მტკიცებულებებზე დამყარებული მიდგომით ან/და კვლევის დამოუკიდებლად განხორციელებას, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით და კვლევის შედეგების წარდგენას აკადემიური და პროფესიული, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის;

Ø  შეძლებს            მულტი-/ინტერდისციპლინურ                      გუნდში თანამშრომლობას და სამუშაო გარემოს მართვას ეთიკურ

ღირებულებებზე    დაყრდნობით,    საზოგადოებრივი


 

საჭიროებების და არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით როგორც სხვადასხვა სპორტსპეციფიკურ გარემოში, ასევე ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების სფეროში;

Ø  უწყვეტი პროფესიული განათლების ყველა შესაძლო ფორმით სრულყოფს საკუთარ პრაქტიკას, უზრუნველყოფს პროფესიულ  წინსვლას  და  აიღებს  პასუხისმგებლობას

სხვების პროფესიულ განვითარებაზე.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა/-ები

სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტის დაშვების წინაპირობაა:

ა)     ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში,

ბ)    დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი,

გ)    ფიზიკური    მედიცინის    და რეაბილიტაციის                  მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,

დ) საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება,

ე) შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების წარმატებით ჩაბარება. შიდასაუნივერსიტეტო  გამოცდები  შედგება  ტესტირებული გამოცდისაგან     სპეციალობაში  „რეაბილიტაცია  სპორტში“  და

ინგლისურ ენაში B2 დონის ფლობის დასადგენი ტესტირებისაგან.

 

უცხოეთის მოქალაქეები სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვებიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით.

 

 

 

 

 

 

სწავლების მეთოდები

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაში „რეაბილიტაცია სპორტში“ გამოიყენება სწავლებისა და სწავლის შემდეგი ფორმები და მეთოდები:

·     ინტერაქტიული ლექციები

·     სემინარები

·     პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება

·     შემთხვევაზე         დაფუძნებული სწავლება/კლინიკური შემთხვევის შესწავლა

·     პრაქტიკული მეცადინეობები

·     ლაბორატორიული სავარჯიშოები

·     ვორქშოპი

·     სწავლება სიმულატორებისა და მულაჟების გამოყენებით

·     სწავლა გამოცდილებით/კლინიკური პრაქტიკა

·     პრობლემის გადაწყვეტაზე და კვლევაზე დამყარებული აქტივობები

·     ჯგუფური მუშაობა

·     ინდივიდური და ჯგუფური დავალებები

·     „გონებრივი იერიში“

·     მონაცემთა ანალიზი

·     დისკუსია/დებატები

·     დემონსტრირების მეთოდი


 

·     კრიტიკული რეფლექსია/თვითშეფასება

 

 

 

 

სტუდენტის მიღწევების შეფასების სისტემა

შეფასების სისტემით დაშვებულია: ა. ხუთი სახის დადებითი შეფასება:

·          (A) ფრიადი - 91-100 ქულა;

·          (B) ძალიან კარგი - 81-90 ქულა;

·          (C) კარგი - 71-80 ქულა;

·          (D) დამაკმაყოფილებელი - 61-70 ქულა;

·          (E) საკმარისი - 51-60 ქულა.

ბ. ორი სახის უარყოფითი შეფასება:

·             (Fx) ვერ ჩაბარა - 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

·             (F) ჩაიჭრა - 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება ზემოთ მოცემული ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.

·     სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში.

·     დასკვნით და შესაბამის საგანში დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 5 დღისა.

დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება სტუდენტს ეძლევა:

·     ძირითად სასესიო პერიოდში გამოცდაზე გაუსვლელობის შემთხვევაში, მიზეზის მიუხედავად;

·     ძირითად  სასესიო  პერიოდში  შეფასების Fx მიღების შემთხვევაში.

 

საგნის/სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება100 ქულიანია, მათ შორის:

·     შუალედური შეფასება (არის სილაბუსით გათვალისწინებული ცოდნის შეფასების

მეთოდების/ნაწილების მიხედვით მიღებულ ქულათა ჯამი) - 0-60 ქულა,

·     დასკვნითი გამოცდა ფასდება 0-40 ქულით.

დასკვნითი გამოცდის შეფასება დადებითია სტუდენტის მიერ 24 და მეტი ქულის (გამოცდის მაქსიმალური შეფასების 60% და მეტიმიღების შემთხვევაში.


 

·        დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მინიმალური დადებითი შეფასების/ქულის გათვალისწინებით შეიძლება დაუგროვდეს 51 ქულა.

·        სასწავლო კურსის/მოდულის შუალედური შეფასების ცალკეული მეთოდის/ნაწილის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არის დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობა.

სამაგისტრო ნაშრომის დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის წევრები სამაგისტრო ნაშრომს აფასებენ 0-100 ქულით.

სამაგისტრო ნაშრომის 51 და მეტი ქულით შეფასებისას ნაშრომი ითვლება დაცულად შეფასების ქულათა შემდეგი გრადაციით:

91-100 ქულა– საუკეთესო ნაშრომი,

81-90 ქულა ძალიან კარგი ნაშრომი,

71-80 ქულა კარგი ნაშრომი,

61-70 ქულა საშუალო დონის ნაშრომი,

51-60 ქულა დამაკმაყოფილებელი ნაშრომი,

0-50 ქულა არადამაკმაყოფილებელი ნაშრომი.

 

 

 

 

სწავლის შედეგები

ცოდნა და გაცნობიერება -

სშ-1. სფეროს ღრმა და სისტემური ცოდმა, მისი კრიტიკული გააზრება:

·        იცის და კრიტიკულად გაიაზრებს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, მათ შორის - სპორტული საქმიანობით მიღებული დაზიანებების რეაბილიტაციის თეორიებს, მტკიცებულებებზე დამყარებულ პრაქტიკას და სფეროში გამოყენებულ სამეცნიერო კვლევის მეთოდებს;

·        იცის ჯანმო-ს ბიოფსიქოსოციალური მოდელი და კრიტიკულად გაიაზრებს მასზე დაფუძნებული რეაბილიტაციის სისტემის ორგანიზებას და პრაქტიკას ჯანმრთელობის მდგომარეობის, ქრონიკული კონდიციების თავისებურებების გათვალისწინებით;

·  აქვს სპორტული ტრავმით გამოწვეული დაზიანებების ეტიოპათოგენეზის, შეფასების, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მიდგომების ცოდნა და კრიტიკულად გაიაზრებს კომპლექსურ პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებს დარგის უახლეს მიღწევებზე დაყრდნობით;

·   ფლობს ცოდნას სპორტული საქმიანობით მიღებული დაზიანებების დროს გამოყენებული ეფექტური სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ, კრიტიკულად გაიაზრებს სპორტულ აქტივობასთან ასოცირებული დაზიანებების პრევენციის გზებს;

·        იცის და კრიტიკულად გაიაზრებს პროფესიული პრაქტიკის ეთიკურ და სამართლებრივ პრინციპებს სპორტული აქტივობისას ჯანმრთელობის ხელშეწყობის და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით.


 

უნარი -

სშ 2-1. პრობლემის გადაწყვეტის და კვლევის უნარი:

·      შეუძლია სარეაბილიტაციო და სპორტული პრაქტიკის ანალიზის პროცესში თანამედროვე სამეცნიერო ცოდნის იდენტიფიცირება, კრიტიკული შეფასება და ინტერპრეტაცია;

·        შეუძლია პაციენტის/სპორტსმენის სარეაბილიტაციო მართვის პროცესში კლინიკური აზროვნების გამოყენება, რთული, უახლეს კვლევებზე დამყარებული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი, ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება;

·        სპორტული აქტივობის შედეგად განვითარებული დაზიანებების გავრცელების, რეაბილიტაციის საჭიროების  და სარეაბილიტაციო სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით, კომპლექსური სარეაბილიტაციო პრობლემის გადაწყვეტისთვის კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება უახლესი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენებით.

·      კვლევის   შედეგების საფუძველზე ჩამოყალიბებული დასკვნებისა და არგუმენტაციის შესახებ წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კონტექსტში -აკადემიური პატიოსნების გათვალისწინებით, სათანადო სამეცნიერო ტერმინოლოგიის და თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებით.

სშ 2-2. პრაქტიკული უნარები:

·        შეუძლია სპორტული/ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული დაზიანების/ტრავმის შეფასება, გამოკვლევა, უსაფრთხო და ეფექტური სარეაბილიტაციო ინტერვენციის განხორციელება, სარეაბილიტაციო მართვა და პრევენცია (მათ შორის, სკრინინგულ პროგრამებში და პრევენციულ ღონისძიებებში ჩართულობით);

·        შეუძლია ეფექტურად გამოიკვლიოს ინდივიდთა/პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, განახორციელოს სარეაბილიტაციო სტრატეგიის გამოსავალის შეფასება და მონიტორინგი;

·        შეუძლია სარეაბილიტაციო ტაქტიკის და სტრატეგიის შესახებ სათანადო კონსულტაციის გაწევა ან/და რეფერალის განხორციელება             შესაბამისი                                            კომპეტენციის      მქონე სპეციალისტთან;

·        შეუძლია სარეაბილიტაციო პროგრამის დაგეგმვა სპეციფიკური, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური და დროში გაწერილი (SMART) მიზნების, პაციენტის/ინდივიდის საჭიროებების, პრიორიტეტების, სპორტის სახეობის გათვალისწინებით, ასევე, რთულ,   კომპლექსურ   შემთხვევაში,   მტკიცებულებებზე

დამყარებული   სარეაბილიტაციო   პროგრამის   შედგენა,


 

რეაბილიტაციის  პროცესში  პროფესიული ხასიათის დოკუმენტაციის წარმოება.

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა -

სშ 3-1. მულტი-/ინტერდისციპლინურ გარემოში მოქმედება და ავტონომიურობა:

·        შეუძლია მულტი- და ინტერდისციპლინურ პროფესიულ გარემოში თანამშრომლობა სათანადო ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარების გამოყენებით, სამუშაო გარემოს მართვა, სარეაბილიტაციო გუნდის მიზნების წარმატებით მიღწევის უზრუნველყოფა;

·        შეუძლია იმუშაოს დამოუკიდებლად მუტიდისციპლინური გუნდის ფარგლებში, მკურნალობისა და სარეაბილიტაციო ინტერვენციის პროცესში ინიციატივის დემონსტრირება;

·        შეუძლია კრიტიკულად შეაფასოს საკუთარი დამოუკიდებელი საქმიანობა და ჩაერთოს უწყვეტ პრაქტიკაში;

·        სარეაბილიტაციო სერვისის მზარდი ეფექტურობის უზრუნველსაყოფად შეუძლია მოქმედებასპორტული აქტივობებისთვის  დამახასიათებელ          კომპლექსურ, არაპროგნოზირებად გარემოში, ასევე, სტაციონარსა თუ ამბულატორიულ დაწესებულებაში სპორტსმენის სპორტში ოპტიმალურ ფიზიკურ კონდიციაში დაბრუნებისთვის.

 

სშ 3-2. პროფესიონალიზმი, დამოკიდებულებები, ღირებულებები და ეთიკა:

· შეუძლია მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პრაქტიკაზე აქცენტირებით, სპორტსმენთა სამედიცინო რეაბილიტაციის განვითარებასა და პრაქტიკაში ინოვაციის დანერგვაში წვლილის შეტანა;

·  სპორტში უსაფრთხო მოღვაწეობისა და უსაფრთხო ფიზიკური აქტივობის უზრუნველსაყოფად შეუძლია მტკიცებულებებზე დამყარებული, არგუმენტირებული კონსულტაციის გაწევა;

· ახორციელებს პროფესიულ აქტივობებს მაღალი პასუხისმგებლობით, სამეცნიერო კვლევის და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის შედეგებზე და პროფესიული ეთიკის საფუძვლებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის და სამართლებრივი, მათ შორის - ანტიდოპინგური კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, შეუძლია პაციენტის ღირსების, უფლებების დაცვა და ადვოკატირება მიუხედავად სქესის, ასაკის, რასის, რელიგიის, სოციალური და სხვ. კუთვნილებისა.

 

სშ 3-3. დამოუკიდებელი სწავლა და უწყვეტი პროფესიული განვითარება:

·        შეუძლია     სწავლის      პროცესის      დამოუკიდებლად დაგეგმვა,

განხორციელება და ეფექტურად მართვა,   საჭიროებებისა და


 

პრიორიტეტების გათვალისწინებით;

·        შესაფერისი სწავლის რესურსების და უწყვეტი პროფესიული განათლების აქტივობების შერჩევა ინდივიდური პროფესიული განვითარებისთვის, თანამედროვე კვლევების შედეგების, ინოვაციების და უახლესი მეთოდოლოგიების ათვისებით საკუთარი ცოდნის მუდმივი გაღრმავება, მათ შორის - სამუშაო ადგილას და მულტიდისციპლინური გუნდის აკადემიურ და პროფესიულ სასწავლო პროცესში ჩართულობით;

·        უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე სწავლის გაგრძელება.

 

 

 

კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროები

სამაგისტრო პროგრამის „რეაბილიტაცია სპორტში“ ათვისების შემდგომ კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:

· სარეაბილიტაციო სამსახურებსა და დეპარტამენტებში ჯანდაცვის  სისტემის სტაციონარული და ამბულატორიული ტიპის ყველა რგოლში,

·  მრავალპროფილურ და სპეციალიზებულ სარეაბილიტაციო კლინიკებში,

·        სპორტულ გუნდებში,

·        სპორტულ სკოლებსა და კლუბებში,

·        საკურორტო და ველნეს-ცენტრებში,

· სპორტული და სპორტულ–გამაჯანსაღებელი სტრუქტურების   სამედიცინო სარეაბილიტაციო სამსახურში,

·        სხვადასხვა დონის საგანმანათლებლო დაწესებულებაში,

·  შეუძლია ჩაერთოს თემზე დაფუძნებულ სარეაბილიტაციო პროგრამებში.

 

სასწავლო გეგმა

 

სასწავლო კურსი

კრედიტი

 

I სემესტრი

30

1

ჯანმრთელობის ხელშეწყობა, სპორტი, რეაბილიტაციის პრინციპები და ეთიკის საკითხები სპორტში

4

2

სპორტული დატვირთვის ფიზიოლოგია და ბიოქიმია

3

3

სპორტული დაზიანების ბიომექანიკა და რადიოლოგიური დიაგნოსტიკა 

8

4

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანებები სპორტში, კლინიკური შეფასება და მართვა

9

5

ნერვული სისტემის დაზიანებები სპორტში, კლინიკური შეფასება და მართვა

3

6

არჩევითი საგანი:

o    ინგლისური ენა (C1)  1 

o    გერმანული ენა (C1)  1 

o   სტრესის ფსიქოლოგია: თეორია და პრაქტიკა

o   გარემოს ფაქტორები სპორტის  მედიცინაში

3

 

II სემესტრი

30

1

სპორტული კარდიოლოგია

6

2

კინეზოთერაპია და ფუნქციური რეაბილიტაცია

6

3

ფიზიკური ფაქტორების გამოყენება სპორტული დაზიანების რეაბილიტაციაში

5

4

ეპიდემიოლოგიური კვლევები და კვლევის შედეგების სამეცნიერო კომუნიკაცია

3

5

სპორტული მასაჟი

4

6

სპორტული კვება, ფარმაკოლოგია და დოპინგის საკითხები სპორტში

3

7

o   არჩევითი საგანი:

o    ინგლისური ენა (C1)  2

o    გერმანული ენა (C2)2

o    უმაღლესი სკოლის პედაგოგიკა და ფსიქოლოგია

o    მშრალი ნემსის ტექნიკა სპორტულ რეაბილიტაციაში

3

 

III სემესტრი

30

1

ბავშვთა სპორტი და რეაბილიტაციის საკითხები

3

2

ბიოსტატისტიკა

3

3

კლინიკური პრაქტიკის მოდული:

·        კლინიკური როტაცია  „სპორტული რეაბილიტაციის ამბულატორიული კლინიკური პრაქტიკა“

·         კლინიკური როტაცია „სპორტული რეაბილიტაციის სტაციონარული კლინიკური პრაქტიკა“

·        კლინიკური როტაცია სპორტული გუნდის/კლუბის გარემოში

22

4

არჩევითი საგანი:

o    ჯანდაცვის დაფინანსება და დაგეგმვა

o    სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობა  სპორტში

o   ანალიტიკური წერა

o    ლიმფის მანუალური დრენაჟი სპორტის რეაბილიტაციის პრაქტიკაში

2

 

 

 

IV სემესტრი

30

1

კვლევა -  სამაგისტრო ნაშრომის შესრულება

30