ფაკულტეტი

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის

 

სამაგისტრო პროგრამის დასახელება

რეაბილიტაციაში მრჩეველი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

ფიზიკური  მედიცინის  და რეაბილიტაციის  მაგისტრი

პროგრამის ხელმძღვანელი

ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე

პროგრამის მოცულობა/კრედიტები

120 ECTS  კრედიტი                                                                

პროგრამის ხანგრძლივობა

2 წელი (4 სემესტრი)

სწავლების ენა

ქართული

სამაგისტრო პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი

( მოკლე აღწერა)

 

შესავალი-საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა „რეაბილიტაციაში მრჩეველი“  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხორციელდება 2010 წლიდან. რეაბილიტაცია არის ინვესტიცია ადამიანური კაპიტალისთვის, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელობას, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. რეაბილიტაცია ხელს უწყობს გლობალური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტურად განხორციელებას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით ქვეყნებში რეაბილიტაციის გაძლიერების და გაფართოების ამჟამინდელი ბარიერები მოიცავს: მთავრობის მიერ პრიორიტეტული საკითხებს შორის ნაკლებ კონკურენტულობას; სარეაბილიტაციო პოლიტიკის არარსებობას; შეზღუდულ კოორდინაციას ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვას შორის, არარსებულ ან არაადეკვატურ დაფინანსებას; დადასტურებული და დაუსაბუთებელი რეაბილიტაციის საჭიროებების მტკიცებულებას; პროფესიონალების არასაკმარის რაოდენობას; ჯანმრთელობის სისტემებში ინტეგრაციის ნაკლებობას.

 სამაგისტრო პროგრამის  სტრუქტურა და შინაარსი- საგანმანათლებლო პროგრამა შედგება სასწავლო კურსებისგან. მათი შინაარსი, მოცულობა და სწავლების მეთოდები უზრუნველყოფს პროგრამის მიზნისა და იმ კომპეტენციების მიღწევას, რომლებიც შეესაბამება უმაღლესი განათლების საკვალიფიკაციო ჩარჩოს მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) განათლების საფეხურს. სასწავლო კურსები სტრუქტურირებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონისა და მასზე დაქვემდებარებული სხვა ნორმების ფარგლებში. სწავლების მეთოდები შეესაბამება ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სამაგისტრო მომზადების თანამედროვე მეთოდოლოგიურ და სპეციფიკურ მოთხოვნებს. საგანმანათლებლო პროგრამა აგებულია ევროპული კრედიტ-ტრანსფერული სისტემის მიხედვით, მოიცავს 120 ECTS კრედიტს (ერთი კრედიტი შეესაბამება 30 საათს, 12 საკონტაქტო საათს, 18 საათს დამოუკიდებელ მუშაობას). პროგრამის ხანგრძლივობაა ორი წელი (4 სემესტრი). სტუდენტის დატვირთვა, დამოუკიდებელ სამუშაოზე საკონტაქტო საათები და საათები აისახება კრედიტის სისტემაში.           

სწავლის მიზანი

 

პროგრამის მიზნები შეესაბამება თსსუ-ს მიზნებსა და მისიას და ქვეყნის/ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნილებათა შესაბამისად, მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში, რომელიც შეძლებს:

- რეაბილიტაციის პროცესის მართვას;

-რეაბილიტაციის სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებასა და რესურსების ეფექტურ გამოყენებას;

- უნარშეზღუდულობის სამედიცინო, ფუნქციური და გარემო ასპექტების შეფასებას.

    საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დაძლევა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა ცოდნის ვალიდურობას და მათ კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე (კომპეტენციის ფარგლებში),მზაობას სადოქტორო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

      პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

             საქართველოს მოქალაქეები სამაგისტრო პროგრამაზე „რეაბილიტაციაში მრჩეველი“ დაიშვებიან ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში) და საუნივერსიტეტო გამოცდების (სპეციალობაში - და უცხოურ ენაში - ტესტური) დადებითი შედეგების საფუძველზე, ხოლო უცხოეთის მოქალაქეები – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით.

             შიდასაუნივერსიტეტო საგამოცდო საგნები და პირობები განისაზღვრება მოცემული პროგრამის შესწავლის დაწყებისათვის აუცილებელი ცოდნის დონით. ზემოაღნიშნული შესაძლებელია შეიცვალოს პროგრამის შედეგების მიღწევის ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიის შესაბამისად და გამოქვეყნდება ყოველწლიურად, დადგენილი წესის მიხედვით.

             სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, საკონკურსო ადგილებისა და კონკურსში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით.

           შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა საგამოცდო ცენტრში ტარდება. საგამოცდო პროგრამაზე სწავლის მსურველებისათვის გამოცდების შესახებ ინფორმაცია - საგამოცდო საკითხები, ლიტერატურა,სანიმუშო ტესტები თავსდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა მსურველისათვის. ასევე მათ აქვთ შესაძლებლობა რეგულარულად მიიღონ ინფორმაცია გამოცდის ფორმატის შესახებ, ასევე გაიარონ კონსულტაცია თსსუ-ს შესაბამის სამსახურებსა, პროგრამის ხელმძღვანელთან, უცხოური ენების ცენტრში.

მაგისტრატურაში ჩარიცხვა, მაგისტრანტის სტატუსი დადგენილია მაგისტრატურის დებულებით. 

სწავლის შედეგები

 

    პროგრამის სწავლის შედეგები ითვალისწინებს აკადემიურ პროცესში მონაწილე ყველა მხარის (მაგისტრანტი, აკადემიური პერსონალი), კურსდამთავრებულთა და პოტენციურ დამსაქმებელთა ინტერესებს, ეროვნულ და საერთაშორისო დარგობრივ სტანდარტებს.

 ეროვნული კვალიფიკაციათა ჩარჩოს სწავლის შედეგების აღმწერის მიხედვით პროგრამა უზრუნველყოფს კვალიფიკაციის მეშვიდე დონეს და მოიცავს:

ცოდნა და გაცნობიერება:

  აქვს ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში ღრმა  და სისტემური ცოდნა,   მულტიდისციპლინური მიდგომის კრიტიკული გააზრება, რომლის საშუალებითაც აცნობიერებს უახლეს მიღწევებს დარგში და ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვით ახალი იდეების განვითარებას. აქვს ცოდნა  უნარშზღუდულობასა  და  სერვისების ხელმისაწვდომობაზე, შემთხვევის მენეჯმენტზე. აცნობიერებს: ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში მულტიდისციპლინური კვლევის არსს და მნიშვნელობას; კვლევისა და თეორიის პრაქტიკაში გამოყენებას;  ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის  სტრატეგიული მიმართულებებისა და შესაძლებლობების დანახვა/გამოყენებას; საჭიროებების შეფასება/დანახვას, ადვოკაციას ინდივიდის/თემის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და მათი კეთილდღეობისთვის. 

უნარი:

    უცნობ ან მულტიდისციპლინურ გარემოში რთული პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიება და კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება, აკადემიური კეთილსინდისირების პრინციპების დაცვით, უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებ

.რთული ან არასრული ინფორმაციის (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზი, ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი, შეფასება და დასკვნების ჩამოყალიბება, რომლებშიც აისახება სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობებისაკუთარი დასკვნების, არგუმენტების და კვლევის შედეგების წარდგენა, როგორც აკადემიურ ასევე,პროფესიული საზოგადოებისთვის აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით.

§    დისკუსიაში პროფესიულ დონეზე მონაწილეობა და ინფორმაციის რაციონალურად გამოიყენება; სამუშაო, სასწავლო თუ პროფესიულ გარემოში ეფექტური თანამშრომლობა;

§  სპეციალისტებთან საგანთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა, საკუთარი შეხედულებების პროფესიონალურ დონეზე წარმოდგენა;

§  სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვა; 

§  ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში მიმდინარე ცვლილებების და მეცნიერული სიახლეების მიდევნებისა და ცოდნის მუდმივად განახლების უნარი;

§  სწავლის დამოუკიდებლად გაგრძელებისა და  ცოდნის გაღრმავების უნარი;

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:

  კომპლექსური, არაპროგნოზირებადი და მულტიდისციპლინური სასწავლო და სამუშაო გარემოს მართვა და ადაპტირება ახალი სტრატეგიული მიდგომების მეშვეობით.

პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკის განვითარებაში წვლილის შეტანა.

სხვების საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაზე პასუხისმგებლობის აღება;

საკუთარი სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა.

§  ადეკვატური მეთოდების გამოყენებით, დამოუკიდებლად შეუძლია გაანალიზოს ახალი და განყენებული მონაცემები, დაამუშაოს მიღებული ინფორმაცია და მოახდინოს მისი ანალიზი რისკ ფაქტორებთან მიმართებაში; რაც კონკრეტული რეკომენდაციების საფუძველს წარმოადგენს;

§  ეძლია პრობლემის გადაწყვეტის თეზისის განვითარება და ადეკვატური გზის შერჩევა, შესწევს შერჩეული მიდგომის დასაბუთების უნარი;

§   შეუძლია კვლევის მეთოდების გამოყენება და მონიტორინგი,კვლევა და განვითარება;

§  მიღებული ცოდნის და უახლესი მტკიცებულებების სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება.

§  კონსულტირება,დაგეგმვა, პრევენცია - დაავადებათა პრევენცია, მენეჯმენტი  და შეზღუდული შესაძლებლობების მართვა;

§  პროფესიული შეფასება, პროფესიული კონსულტაცია,  პროფესიული რეაბილიტაცია  და დასაქმების ხელშეწყობა;

დასაქმების სფეროები

 

ყველა ტიპის სამედიცინო დაწესებულება, ჯანდაცვის მართვისა და პოლიტიკის შემმუშავებელი ყველა დონის ორგანიზაცია. ყველა ტიპის სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებები, ჯანდაცვის ცენტრები,ჯანდაცვის მართვის სხვადასხვა დონის სტრუქტურები. გამაჯანსაღებელი ცენტრები,კლიმატური მკურნალობისა და რეაბილიტაციის ცენტრები და დაწესებულებები.

დიპლომის

შემდგომი განათლება

სწავლა სადოქტორო პროგრამაზე

#

სასწავლო კურსები

კრე-დიტი

 

საკონ.

სთ.

დ/მ

სთ.

კრედიტების განაწილება

სემესტრების მიხედვით

   I

     II

   III

   IV

 

ძირითადი    (სავალდებულო)

 სასწავლო კურსები

 

 

 

 

 

 

 

 

1

რეაბილიტაციაში მრჩეველის თეორიული

და პრაქტიკული საფუძვლები

6

 

72

108

6

 

 

 

2

უნარშეზღუდულობის სამედიცინო და

 ფსიქოლოგიური ასპექტები

5

60

90

 

5

 

 

3

ჯანდაცვის კანონმდებლობა

3

36

54

 

 

3

 

4

ჯანდაცვის პოლიტიკა

3

36

54

3

 

 

 

5

 ადამიანის უფლებები,პაციენტთა

 უფლებები

5

60

90

 

 

5

 

6

კვლევის მეთოდები და სამედიცინო

სტატისტიკა

6

72

108

 

6

 

 

7

სამედიცინო მენეჯმენტი

4

48

72

 

 

4

 

8

სამედიცინო ფსიქოლოგია

5

60

90

5

 

 

 

9

ა)ჯანდაცვის დაფინანსება, დაგეგმარება

ბ)ჯანდაცვის ეკონომიკა

(ელექტივი)

3

36

54

 

 

3

 

 

10

პროფესიული და ჯგუფური 

რეაბილიტაცია და დამხმარე

ტექნოლოგიები

4

48

72

 

 

4

 

 

  

 

11

ნებისყოფის განვითარება,შეფასება, ფსიქოჰიგიენა

6

72

108

 

 

6

 

12.

ფსიქორეაბილიტაცია

5

60

90

 

5

 

 

13

ა)სამედიცინო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

ბ)ფრანგული ენა

(ელექტივი)

3

36

54

 

 

3

 

 

14.

 მედიცინის ფილოსოფია      

3

36

54

3

 

 

 

15.

ა) ჯანდაცვის საინფორმაციო

სისტემები

ბ) კომუნიკაცია ჯანდაცვაში

 (ელექტივი)

3

36

54

3

 

 

 

 

16

  ინგლისური  ენა

6

72

108

6

 

 

 

17

    პრაქტიკა           

10

120

180

 

7

3

 

18

 საკურსო ნაშრომი            

10

120

180

4

 

6

 

19

 სამაგისტრო ნაშრომი          

30

360

540

 

 

 

30

20

 სულ

120

1440

2160

30

30

30

30