ფაკულტეტი |
ფარმაციის |
საგანმანათლებლო
პროგრამის სახელწოდება |
ფარმაცევტული და კოსმეტოლოგიური ტექნოლოგიები |
მისანიჭებელი აკადემიური
ხარისხი |
ფარმაციის მაგისტრი |
პროგრამის ხელმძღვანელი |
პროფესორი ალიოშა ბაკურიძე |
პროგრამის მოცულობა |
120 ECTS კრედიტი |
სწავლების ენა |
ქართული |
პროგრამის მიზნები |
ა)
მაგისტრანტს მისცეს ღრმა და სისტემური ცოდნა/კომპეტენცია:
-ბუნებრივი და სინთეზური ნედლეულის რაციონალური გადამუშავების,
ეფექტიანი, ხარისხიანი და უსაფრთხო ფარმაცევტული და კოსმეტოლოგიურ-პარფიუმერიული პროდუქციის დამზადების, სერიული წარმოების და შემუშავების ფიზიკური,
ქიმიური, ბიოლოგიური და ტექნოლოგიური კანონზომიერებების შესახებ; -
ეფექტიანი
და უსაფრთხო კოსმეტიკური ნაწარმის გამოყენების სამედიცინო–ბიოლოგიური პრინციპების შესახებ; -
ფარმაცევტულ და კოსმეტოლოგიურ-პარფიუმერულ ტექნოლოგიებში თანამედროვე ტენდენციების,
კვლევების, კვლევის მეთოდების და მათი შესაძლებლობების გამოყენების შესახებ; ბ) მაგისტრანტი აღჭურვოს კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) პრინციპების
დაცვით, ფარმაცევტული და კოსმეტოლოგიურ-პარფიუმერული ტექნოლოგიების დამოუკიდებლად განხორციელებისა და მართვის უნარ–ჩვევებით. |
პროგრამაზე დაშვების
წინაპირობა/-ები |
სამაგისტრო
პროგრამაზე სტუდენტის დაშვების წინაპირობაა: ა)
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფარმაციაში, მედიცინის სხვადასხვა მიმართულებაში,
ქიმიური და კვების პროდუქტების ტექნოლოგიებში, დიპლომირებული მედიკოსის
აკადემიური ხარისხი; ბ)
საერთო სამაგისტრო გამოცდების წარმატებით
ჩაბარება; გ)
შიდასაუნივერსიტო გამოცდების წარმატებით ჩაბარება. |
პროგრამის მოკლე აღწერა |
სამაგისტრო პროგრამაზე „ფარმაცევტული და კოსმეტოლოგიური ტექნოლოგიები“
სწავლის ხანგრძლივობა 2 წელია ანუ 4 სემესტრი და ითვალიწინებს 120 ECTS კრედიტის შესრულებას 90 კრედიტი ეთმობა პროფილურ სასწავლო
კურსებს, აქედან: 64 კრედიტი - სავალდებულო, 10 კრედიტი - არჩევითი სასწავლო კურსები, 16 კრედიტი - საწარმოო პრაქტიკა,
30 კრედიტი - კვლევითი კომპონენტი
- სამაგისტრო ნაშრომი. არჩევითი სასწავლო კრედიტების
რაოდენობა შეადგენს 24 კრედიტს, აქედან სტუდენტი ირჩევს 10 კრედიტს, სემესტრების მიხედვით: I სემესტრი
- 4 კრედიტი; II სემესტრი
- 2 კრედიტი; III სემესტრი
- 4 კრედიტი. სასწავლო კომპონენტი მოიცავს:
ძირითად სასწავლო კურსებს
(15), მოდულებს (2), პრაქტიკას (2) და არჩევით სასწავლო კურსს (12).
|
სტუდენტის ცოდნის
შეფასების სისტემა |
სტუდენტთა მიღწევების შეფასება ხორციელდება საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N 3 ბრძანების შესაბამისად.
უნივერსიტეტში მოქმედებს კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების
ევროპული სისტემა (ECTS), რომელიც არის სწავლის შედეგებზე, სასწავლო პროცესის გამჭვირვალობაზე
დაფუძნებული და სტუდენტზე ორიენტირებული სისტემა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სასწავლო
ერთეულების დაგეგმვას, განხორციელებას, შეფასებას/ცნობას, აგრეთვე სტუდენტთა მობილობას. შეფასების კომპონენტებია
შუალედური შეფასება და დასკვნითი შეფასება, მათი ჯამი განსაზღვრავს სტუდენტის საბოლოო
შეფასებას. სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულაა, რაც წარმოადგენს შუალედური
შეფასებების (მინიმალური კომპეტენციის
ზღვარი - 31 ქულა) და დასკვნითი შეფასების ჯამს. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს,
რომელსაც შუალედური შეფასებისა და დასკვნითი გამოცდის მინიმალური დადებითი შეფასების
ჯამით შეიძლება დაუგროვდეს 51 ქულა. სტუდენტის მიერ გაწეული შრომის შეფასება ითვალისწინებს: ა) შუალედურ შეფასებას, რაც წარმოადგენს სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული
ცოდნის შეფასების მეთოდების/ნაწილების (სტუდენტთა ყოველკვირეული/ ყოველდღიური
მიმდინარე აკადემიური, პრაქტიკული აქტივობები, პრეზენტაცია/ები,
კოლოკვიუმ(ებ)ი და სხვ.) მიხედვით მიღებულ ქულათა ჯამს და განისაზღვრება
0-60 ქულით. ბ)დასკვნითი გამოცდის შეფასებას. სასწავლო
კურსისმაქსიმალური შეფასების 100 ქულიდან დასკვნითი გამოცდის მაქსიმალურ შეფასებას ეთმობა 0-40 ქულა. შეფასების სისტემით დაშვებულია ხუთი სახის დადებითი და ორი
სახის უარყოფითი შეფასება. Ø დადებითი შეფასებებია: (A) ფრიადი – 91-100 ქულა, (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა, (C) კარგი
– 71-80 ქულა,
(D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა,; (E) საკმარისი – 51-60 ქულა. Ø უარყოფითი შეფასებებია: (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას სასწავლო კურსი ხელახლა აქვს შესასწავლი. ცალკეულ სასწავლო კურსში/მოდულში სტუდენტის მიღწევების შეფასებისათვის დადგენილი დამატებითი მოთხოვნები დეტალურადაა
აღწერილი შესაბამის სილაბუსში და ცნობილია სტუდენტებისათვის. |
სწავლის შედეგები |
ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებულს აქვს ღრმა და სისტემური ცოდნა: ü ბუნებრივი და სინთეზური ნედლეულის რაციონალური
გადა-მუშავების, ეფექტიანი, ხარისხიანი და უსაფრთხო ფარმაცევტული,
კოსმეტოლოგიურ-პარფიუმერიული პროდუქ–ციის დამზადების, სერიული წარმოების და შემუშავების ფიზიკური, ქიმიური,
ბიოლოგიური, ტექნოლოგიური კანონზო–მიერებების
და გამოყენებული აპარატურა-მანქანების მუშაობის პრინციპების შესახებ; ü ადამიანის კანის სტრუქტურის, ფუნქციების, დაავადებების და მომხმარებლისათვის ეფექტიანი და
უსაფრთხო კოსმეტოლოგიურ ნაწარმის შერჩევის სამედიცინო-ბიოლოგიური
პრინციპების შესახებ; ü ფარმაცევტული და კოსმეტოლოგიურ-პარფიუმერიული
ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლების შესახებ; ü კურსდამთავრებული
აცნობიერებს: კვლევის შედეგების გამოყენების მნიშვნელობას ბუნებრივი და სინთეზური ნედლეულის რაციონალური გადამუშავების, ეფექტიანი, ხარისხიანი და
უსაფრთხო ფარმა-ცევტული და კოსმეტოლოგიურ-პარფიუმერიული
პროდუქციის დამზადების, სერიული წარმოებისა და შემუშავებისათვის, აგრეთვე საკუთარი
პროფესიული
განვითარებისათვის; უნარი კურსდამთავრებულს შეუძლია: ü დამოუკიდებლად ბუნებრივი და სინთეზური ნედლეულის რაციონალური
გადამუშავება, ეფექტიანი, ხარისხიანი და უსაფრთხო ფარმაცევტული და
კოსმეტოლოგიურ-პარფიუმერიული პროდუქციის დამზადება, სერიული წარმოება, აპარატურა-მანქანების უსაფრთხოდ ექსპლოატაცია, ტექნოლოგიების მართვა
კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP)
პრინციპების მიხედვით და მომხმარებლისათვის
კოსმეტოლოგიური ნაწარმის შერჩევა-გამოყენებაზე კვალიფიცური კონსულტაცია; ü ტექნოლოგიური პროცესის განხორციელების
დროს წამოჭრილი კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირება, გამომწვევი მიზეზების
გაანალიზება, შეფასება, ორიგინალური გზების
ძიება და ადეკვატური რეაგირება; დამოუკიდებლად,
უახლესი მეთოდებით და მიდგომებით კვლევების ჩატარება; ü პროდუქციის,
პროცესის სრულყოფის და შემუშავების პროცესში უახლესი კვლევების კრიტიკული ანალიზი, ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი,
შეფასება და დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა კურსდამთავრებულს შეუძლია: ü საკუთარი დასკვნების,
არგუმენტების და კვლევის შედეგების
წარდგენა აკადემიური და პროფესიული საზოგადოებისათვის ქართულ და
უცხოურ ენებზე აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით და
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით; ü რესურსდამზოგავი, ეკოლოგიურად უსაფრთხო, „მწვანე
ტექნოლოგიების“ შეაფასება, დამკვიდრება და დაცვა; ü საკუთარი ცოდნისა და უნარ-ჩვევების
ობიექტურად შეფასება. სწავლის პროცესის
თავისებურებების გაცნობიერება, მისი სტრატეგიულად მაღალ დონეზე დაგეგმარება
და სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა. |
კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროები |
სამაგისტრო
პროგრამის კურსდამთავრებულები დასაქმდებიან ფარმაცევტულ, კოსმეტიკურ-პარფიუმერულ საწარმოში,
აფთიაქში, კოსმეტოლოგიურ, სპა- და ესთეტიკურ ცენტრებში, სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო
დაწესებულებებში, დარგის მარეგულირებელ სახელმწიფო სტრუქტურებში. |
სამაგისტრო პროგრამის „ფარმაცევტული და კოსმეტოლოგიური ტექნოლოგიები“ კურიკულუმი
№ |
საგნის და სასწავლო კურსის დასახელება |
საგნის და სასწავლო კურსის სტატუსი: სავალდებულო არჩევითი |
კრედიტების საერთო რაოდენობა |
კრედიტების განაწილება |
|||
სემესტრები |
|||||||
I |
II |
III |
IV |
||||
1. |
ჰომეოსტაზის ფიზიოლოგიური
საფუძვლები |
ძირითადი |
3 |
3 |
|
|
|
2. |
ბიოქიმია ფარმაციასა და
კოსმეტოლოგიაში |
“ |
2 |
2 |
|
|
|
3. |
წამლის ბიოშეღწევადობის
მორფოლოგიური საფუძვლები |
“ |
2 |
2 |
|
|
|
4. |
კანის დაავადებები |
|
4 |
4 |
|
|
|
5. |
კარგი საწარმოო პრაქტიკა (GMP) |
|
4 |
4 |
|
|
|
6. |
ტრადიციული
და ახალი თაობის სამკურნალწამლო
ფორმების და სისტემების ტექნოლოგიები |
“ |
5 |
5 |
|
|
|
7. |
საინფორმაციო ტექნოლოგიები მეცნიერებაში |
“ |
2 |
2 |
|
|
|
8. |
დარგობრივი ინგლისური ენა და ტერმინოლოგია |
“ |
4 |
4 |
|
|
|
|
არჩევითი (იხ. პ.19) |
არჩევითი |
4 |
4 |
|
|
|
9. |
კოსმეტიკური და
პარფიუმერული პროდუქციის ტექნოლოგიები კოსმეტიკური საშუალებების ტექნოლოგია პარფიუმერული საშუალებების ტექნოლოგია |
ძირითადი |
8 |
|
8 6 2 |
|
|
10. |
ფარმაცევტული ტექნოლოგიები ბიოტექნოლოგია ჰომეოპათიური
საშუალებების ტექნოლოგია |
„ |
4 |
|
4 2
2 |
|
|
11. |
სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებების ეფექტურობა და უსაფრთხოება |
|
4 |
|
4 |
|
|
12. |
ფარმაცევტული
მიკრობიოლოგია და ჰიგიენა |
“ |
4 |
|
4 |
|
|
13. |
ფარმაცევტული პროდუქციის ანალიზის ფიზიკურ-ქიმიური
მეთოდები |
„ |
4 |
|
4 |
|
|
14. |
ბიოფარმაცია |
„ |
4 |
|
4 |
|
|
|
არჩევითი (იხ. პ.19) |
არჩევითი |
2 |
|
2 |
|
|
15. |
ფარმაცევტული ბიზნესის ადმინისტრირება |
ძირითადი |
4 |
|
|
4 |
|
16. |
ექსპერიმენტული კვლევის მეთოდები |
“ |
3 |
|
|
3 |
|
17. |
ფარმაცევტული
ნანოტექნოლოგია |
„ |
3 |
|
|
3 |
|
18. |
პრაქტიკა ფარმაცევტულ ტექნოლოგიებში |
„ |
8 |
|
|
8 |
|
19. |
პრაქტიკა კოსმეტოლოგიაში |
“ |
8 |
|
|
8 |
|
|
არჩევითი (იხ. პ.19) |
არჩევითი |
4 |
|
|
4 |
|
20. |
სამაგისტრო ნაშრომი |
ძირითადი |
30 |
|
|
|
30 |
|
სულ |
|
120 |
30 |
30 |
30 |
30 |
21. |
არჩევითი სასწავლო კურსები |
არჩევითი |
|
|
|
|
|
21.1 |
ქსოვილთა ბიოინჟინერია და რეგენერაციული მედიცინა |
„ |
2 |
|
|
|
|
21.2 |
გამოყენებითი ფარმაკოლოგია |
„ |
2 |
|
|
|
|
21.3 |
პროფილაქტიკური კოსმეტოლოგია |
„ |
2 |
|
|
|
|
21.4 |
ფიტოკოსმეტიკური საშუალებების ტექნოლოგია |
„ |
2 |
|
|
|
|
21.5 |
ჰიგიენური კოსმეტიკური საშუალებების ტექნოლოგია |
„ |
2 |
|
|
|
|
21.6 |
დეკორატიული კოსმეტიკური საშუალებების ტექნოლოგია |
„ |
2 |
|
|
|
|
21.7 |
კლინიკური ფარმაკოკინეტიკა |
„ |
2 |
|
|
|
|
21.8 |
ფარმაცევტული პროდუქტის სტანდარტიზაცია და რეგისტრაცია |
„ |
2 |
|
|
|
|
21.9 |
მარკეტინგის მენეჯმენტი |
„ |
2 |
|
|
|
|
21.10 |
ფიზიკური ფარმაცია |
„ |
2 |
|
|
|
|
21.11 |
ნანოკოსმეტოლოგია |
„ |
2 |
|
|
|
|
21.12 |
ფარმაცევტული საწარმოს მენეჯმენტი |
„ |
2 |
|
|
|
|
|
სულ |
|
120 |
30 |
30 |
30 |
30 |
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio