ფაკულტეტი |
საზოგადოებრივი ჯანდაცვის |
საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება |
სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ |
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი |
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი |
პროგრამის ხელმძღვანელი |
პროფესორი ლევან ბარამიძე |
პროგრამის მოცულობა |
120 კრედიტი |
სწავლების ენა |
ქართული |
პროგრამის მიზანი |
სამაგისტრო პროგრამის „საზოგადოებრივი
ჯანდაცვა“ მიზანია სწავლის შედეგებზე და სწავლის შედეგებით გათვალისწინებული პროფესიული
კომპეტენციის გამოყენებაზე ფოკუსირებული მიდგომით მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის
სპეციალისტები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საქმიანობისთვის, ინდივიდისა და
თემის ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში მონაწილეობისათვის, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა
ტიპის აქტივობებში ჩართულობისათვის, რომელთაც ექნებათ ცოდნა და უნარები სხვადასხვა
მიმართულებით ორგანიზებული აქტივობებით მოახდინონ: - ჯანმრთელობის საჭიროებების შესაბამისი მონაცემების
რეგულარული და სისტემური შეგროვება, ანალიზი, და ინფორმაციის გენერირება; - სრულყოფილი, მტკიცებულებებზე დამყარებული, ინფორმირებული გადაწყვეტილების
მიღებადა შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება და გატარება; - მოსახლეობისათვის საჭირო სერვისების მიწოდება, სერვისების დაგეგმვის შესაბამისი ორგანიზების უზრუნვეყოფით სამაგისტრო პროგრამის მიზნები თანხვედრაშია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დეკლარირებულ მისიასთან და ღირებულებებთან, სახელდობრ და გამორჩეულად – პროგრამის სულისკვეთება ეხმიანება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, ჯანმრთელობის დაცვის, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების და ზოგადად, სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვას და მომსახურებას |
სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა |
სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები ითვალისწინებს პროგრამის სპეციფიკას, უზრუნველყოფს
პროგრამის დასაძლევად აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციის მქონე პირთა
პროგრამაზე სასწავლებლად ჩართვას. პროგრამაზე დაშვება
რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული
მაგისტრატურის შესახებ დებულებით : მაგისტრატურაში სწავლის
უფლება აქვს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური
ხარისხის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიურ
ხარისხის მქონე პირებს ჯანდაცვის სფეროში. -
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისთვის აუცილებელია საერთო სამაგისტრო გამოცდის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი გამოცდების ჩაბარება; სპეციალობასა და ინგლისურ
ენაში (B2) ( 50%+1-იანი ზღვარის გადალახვით).
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები ტარდება თსსუ-ის საგამოცდო ცენტრში, ტესტური სისტემით; -
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/ გამოცდებში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმატებით გადალახეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საერთო სამაგისტრო გამოცდაში; -
მაგისტრატურაში ჩარიცხვა ხდება წინასწარ გამოცხადებული მისაღები კონტიგენტის ფარგლებში, კონკურსის წესით; -
პროგრამაზე მობილობის წესით დაშვება ხდება საქართველოს კანონმდებლობით და
თსსუ-ის რეგულაციების შესაბამისდ. საჯაროა პროგრამაზე მიღების პირობები, მიღებასთან
დაკავშირებიული სხვა რელევანტური ინფორმაცია ყოველწლიურად თავსდება შეფასებებისა
და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე,
ცნობარში და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: www.tsmu.edu |
სწავლის შედეგები |
საზოგადოებრივი ჯანდაცვის
სკოლების ევროპული ასოციაციის და სხვა დარგში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციათა
რეკომენდაციების შესაბამისად, განათლება
საზოგადოებრივი ჯანდაცვაში მოიცავს 5 ძირითად
მიმართულებას: ბიოსტატისტიკა, სოციალური და
ქცევითი მეცნიერებები, გარემოს ჯანმრთელობა, ეპიდემიოლოგია, ჯანმრთელობის
პოლიტიკა და მენეჯმენტი. ამ 5 ძირითად მიმართულებაზე დაყრდნობით იქმნება საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ძირითადი კომპეტენციები. სამაგისტრო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“
სწავლის შედეგები განსაზღვრულია ამ კომპეტენციების შესაბამისად. ევროპის რეგიონში საზოგადოებრივი
ჯანდაცვის სკოლების ასოციაციის (ASPHER, რომელიც წარმოადგენს 73-ს ევროპული საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის სკოლებს და მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლას, რომელიც 2008 წლიდან მისი წევრია,
იხდის საწევრო გადასახადს, რეგულარულად ესწრება მის კონფერენციებსა და სამუშაო
შეხვედრებს, სასწავლო პროცესის ორგანიზებაში განუხრელად ითვალისწინებს ამ ორგანიზციის
რეკომენდაციებსა და პროფესიულ მიგნებებს) მიხედვით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კომპეტენციების ჩამონათვალი
შემუშავებული იქნა კომპლექსური მიდგომით, ერთის მხრივ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ გადაწყვეტილების
მიმღები პირებისა და მენეჯერების, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლების
ჩართულობით. უნდა აღინიშნოს, რომ სწავლის
შედეგების შემუშავებისას გთვალისწინებული იქნა მიდგომა: საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალები ფოკუსირებულნი არიან იმაზე, რომ
გახადონ ადამიანების და თემების ცხოვრება უკეთესი. მოსახლეობის ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული გამოწვევები დროთა განმავლობაში და სხვადასხვა საზღვრებში განსხვავდება და ისინი აშკარად განსხვავებულია
ევროპის ქვეყნებს შორის. პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება პროგრამის მიზნებს, პროგრამის შინაარსი
და სტრუქტურა უზრუნველყოფს პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევას, რომელიც მოიცავს ძირითად ცოდნას, უნარებს, პასუხისმგებლობასა და ავტონომიურობას,
რის საფუძველზეც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი დამოუკიდებლად შეძლებს მიღებული ცოდნის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოყენებას
შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებში, ახალი იდეების სიღრმისეულ გაცნობიერებას, ინფორმაციის
რაოდენობრივ და ხარისხობრივ დახასიათებას და სტატისტიკურ დამუშავებას.
პროგრამის კურსდამთავრებულს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრს: ცოდნა და გაცნობიერება აქვს საქმიანობის სფეროს ღრმა და სისტემური
ცოდნა და მისი კრიტიკული გააზრება, მან
იცის: -
ეპიდემიოლოგიური კვლევისთვის საჭირო მონაცემთა
შეგროვების პროცედურები, პოპულაციის ჯანმრთელობისა და
რისკების შეფასების მეთოდები, აცნობიერებს ეპიდემიური პროცესების
გავლენას პოპულაციაზე, იცის ექსპოზიციის შეფასების პრინციპები და ჯანმრთელობის ეფექტების შეფასება; -
პროფესიული ჯანმრთელობის დარღვევის განვითარების განმსაზღვრელი ძირითადი
ფაქტორები, ადამიანის ჯანმრთელობისათვის
უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობა, გარემოს (ჰაერის, წყლის, ნიადაგის) დაბინძურების წყაროები; ჯანმრთელობაზე მათი მავნე ზეგავლენა და ამ მავნე
ზემოქმედების თავიდან აცილების გზები; -
ინდივიდუალური და ინტერპერსონალური
ქცევის ცვლილების მოდელები, თემის და ჯგუფის ჯანსაღი ქცევის მოდელები ჯანდაცვის სფეროში,
ინტერვენციების დიზაინი და მართვა, სოციალური კვლევის დაგეგმვა და განხორციელება; -
ჯანდაცვის სისტემების და ჯანდაცვის სისტემების შეფასების კონცეპტუალური
მოდელები, ჯანდაცვის სისტემების განვითარების საერთაშორისო და ადგილობრივი ტენდენციები,
ჯანდაცვის
ფინანსური მენეჯმენტის სისტემები და
jandacvis servisebis administrirebა, სერვისების მისაწოდებლლად რესურსების გენერირებაში
ინვესტიციისათვის საჭირო საკმარისი დაფინანსება. ასევვე, საერთაშორისო კონვენციები და რეგულაციები რომლებიც
განაპირობებენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკასა და პრქტიკასთან დაკავშირებული
ეროვნული პოლიტიკისა და კანონმდებლობის ჩამოყალიბებას. უნარი შეუძლია: - კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება მოსახლეობის
ჯანმრთელობის სტატუსის მონიტორინგის და შეფასების, ჯანმრთელობის პრობლემის დიაგნოზსა
და გამოკვლევის მიზნით; - კონკრეტული
მოცემულობების გათვალისწინებით მოახდინოს, თემის მობილიზაცია ჯანმრთელობის პრობლემის
მოსაგვარებლად და მოსახლეობის ინფორმირება
და განათლება ჯანდაცვით საკითებში; - მულტიდისციპლინურ გარემოში რთული პრობლემების
გადაწყვეტა ასევე პრობლემათა გადაჭრისათვის, ახალი, ორიგინალური გზების ძიება, რაც ითვალისწინებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერვენციების შემუშავებას და მათი იმპლემენტაციისათვის,
მტკიცებულებებზე დაფუნებული ინფორმირებული გადაყვეტილებების მიღებას, საზოგადოებრივი
ჯანდაცვის პოლიტიკისა და გეგმის შემუშავებას, ჯანმრთელობის სერვისების შეფასება - კვლევის ჩატარება ინოვაციური მიდგომების შესაქმნელად ავტონომიურობა და პაუხისმგებლობა
შეუძლია : - საკუთარი უწყვეტი განათლების ვექტორის განსაზღვრა გარემოს
და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ცოდნის
გაღრმავების სტრატეგიის ავტონომიურად ჩამოყალიბება, ცოდნის თანამიმდევრული და კომპლექსური თვითშეფასება და მომავალი სწავლის სტრატეგიის
შემუშავება. -
საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში,
კომპლექსური, არაპროგნოზირებადი ან მულტიდისციპლინური სამუშაო გარემოს მართვა და ადაპტირება, რესურსების
განაწილებისა და მარეგულირებელი აქტივობების გამოცემის ჩათვლით, რაც მოახდენს გავლენას
საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის განხორციელებაში ჩართულ ინსტიტუციურ ქსელსა და
სხვა მონაწილეებზე. პროგრამის სტრუქტურირებასა და სწავლის
შედეგების ჩამოყალიბებაში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეპიდემიოლოგიის,
ბიოსტატისტიკის, გარემოს ჯანმრთელობის, ჯანდაცვის მენეჯმენტის, ჯანდაცვის დაფინანსების,
ჯანდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის და სხვა სფეროების ექსპერტები. თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გარდა, პროგრამის შემუშავებაში ზოგადად და, მათ
შორის, შედეგების განსაზღვრის პროცესში, პროგრამის შექმნის დღიდანვე, ჩართულნი არიან სპეციალისტები თანამედროვე, დასავლური აკადემიური
და პროფესიული განათლებით, რომელნიც საქმიანობენ ჯანდაცვის
ეროვნულ უწყებებსა და სააგენტოებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებებში,
საერთაშორისო ან/და ეროვნულ არასამთავრობო
ორგანიზაციებში. პროგრამაში მათი როლი და
ჩართულობა დასტურდება არა მარტო მონაწილეობით პროგრამის იდეოლოგიის შემუშავებაში,
არამედ უშუალოდ მათ მიერ თემატური და შედეგების
განმსაზღვრელი სასწავლო კურსების განხორციელებით. |
კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროები |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა ის სფეროა, რომელიც მოიცავს სამუშაო ადგილების ფართო სპექტრს. სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს, შესაძლებლობა ექნება იმუშაოს სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებებში, ეროვნულ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში, ჩაერთოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, პროფილაქტიკური და ჯანდაცვის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავების პროცესში, დაგეგმვის, განხორციელების და კონსულტირების გზით. გარდა ამისა, სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს, შესაძლებლობა ექნება იმუშაოს ჯანმრთელობის სოციალურ სამსახურებსა და დაწესებულებებში, მათ შორის, სადაზღვევო კომპანიებში, საზოგადოებრივ და კერძო ჯანდაცვის დაწესებულებებსა და სოციალური უზრუნველყოფის დაწესებულებებში |
სასწავლო კურსები: |
სასწავლო კურსების სტატუსი
და ჩატარების ფორმატი |
|||||
სემესტრი |
კრედიტი |
სასწავლო კურსის სტატუსი (ძირითადი, ელექტივი) |
||||
1 |
2 |
3 |
4 |
|||
პროფესიული ინგლისური ენა |
X |
|
|
|
7 |
ძირითადი |
ეპიდემიოლოგია 1 |
X |
|
|
|
5 |
ძირითადი |
გარემოს ეპიდემიოლოგია |
X |
|
|
|
3 |
ძირითადი |
შრომის ეპიდემიოლოგია |
X |
|
|
|
3 |
ძირითადი |
ქცევითი და სოციალური მეცნიერებები ჯანდაცვისთვის |
X |
|
|
|
6 |
ძირითადი |
ჯანდაცვის სისტემები |
X |
|
|
|
4 |
ძირითადი |
ბიოსტატისტიკა |
|
X |
|
|
8 |
ძირითადი |
საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა და ჯანდაცვის პოლიტიკის
ანალიზი |
|
X |
|
|
10 |
ძირითადი |
პროფესიული პრაქტიკა |
|
X |
|
|
10 |
ძირითადი |
სამედიცინო ეკონომიკისა და ფინანსური მენეჯმენტის საკითხები ჯანდაცვაში |
|
|
X |
|
5 |
ძირითადი |
ეპიდემიოლოგია 2
-ინფექცციური
და ქრონიკული დაავადებების ეპიდემიოლოგია |
|
|
X |
|
5 |
ძირითადი |
ანალიტიკური მეთოდები საზოგადოებრივი
ჯანდაცვისათვის -საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების მონიტორინგი
და შეფასება, ხარისხობრივი კვლევის მეთოდები
საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის |
|
|
X |
|
10 |
ძირითადი
|
გლობალური ჯანდაცვა |
|
|
X |
|
4 |
ძირითადი |
ქცევითი მახასიათებლები ორგანიზაციაში |
X
|
|
|
|
2
|
ელექტივი
|
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის საკითხების ადვოკატირება |
X
|
|
|
|
2
|
ელექტივი
|
სამეცნიერო პროეტის (განაცხადის)
შედგენა |
X |
|
|
|
2 |
ელექტივი
|
რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები, დედათა და
ბავშვთა ჯანმრთელობა |
|
X
|
|
|
2
|
ელექტივი
|
ჯანდაცვის ეკონომიკის ძირითადი ასპექტები |
|
X |
|
|
2 |
ელექტივი |
ადამიანური
რესურსების მართვა ჯანდაცვაში |
|
X |
|
|
2 |
ელექტივი
|
ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა -ინტეგრირებული მეთოდების
კურსი |
|
|
X |
|
3 |
ელექტივი
|
სოციალურ ეკონომიკური უთანაბრობა ჯანდაცვაში |
|
|
X |
|
3
|
ელექტივი
|
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამართალი |
|
|
X
|
|
3 |
ელექტივი |
სამაგისტრო ნაშრომი |
|
|
|
X |
30 |
|
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio