ფაკულტეტი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის

საგანმანათლებლო პროგრამის

სახელწოდება

სამაგისტრო პროგრამა „გარემოს მედიცინა“

მისანიჭებელი აკადემიური

ხარისხი

გარემოს მედიცინის მაგისტრი

პროგრამის ხელმძღვანელი

 ასისტენტ-პროფესორი გენადი კვერენჩხილაძე

 

პროგრამის მოცულობა

პროგრამის ხანგრძლივობა ორი წელია (სწავლების 4 სემესტრი) და მოიცავს 120 ECTS კრედიტს (ერთი კრედიტი -30 საათი). მათგან სასწავლო კომპონენტი შეადგენს 75%-ს (90 კრედიტი), ხოლო

კვლევითი კომპონენტი 25%-ს (30 კრედიტი).

სწავლების ენა

ქართული

 

 

პროგრამის მიზნები

თსსუ-ის დეკლარირებული მისიის, ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის, მისი საარსებო გარემოს ოპტიმიზაციის და, ასევე, შრომის ბაზრის მოთხოვნილებათა შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის „გარემოს მედიცინა“ მიზანია ჯანდაცვის პოლიტიკის  გატარებაში წარმატებული მონაწილეობისა და საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაში ჰარმონიული ინტეგრაციის თვალსაზრისით, ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი სპეციალისტის მომზადება.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა/-ები

პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება ერთიან ეროვნულ სამაგისტრო გამოცდაზე კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვისა და საუნივერსიტეტო გამოცდების დადებითი შედეგების საფუძველზე.

 

 

სწავლის შედეგები

პროგრამის სწავლის შედეგები არის შეფასებადი, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებლობას იძლევა, შევამოწმოთ სტუდენტის მიერ მიღწეული შედეგები და კომპეტენციები. პროგრამას აქვს 9 სასწავლო შედეგი, რომლებიც იძლევა სამი მიმართულებით            კურსდამთავრებულთა კომპეტენციის განვითარებას:

·        ცოდნა და გაცნობირება,

·        უნარი,

·        პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა.

 

ცოდნა და გაცნობირება

ü  იცის გარემოს ობიექტების მდგომარეობის სანიტარიული კონტროლის განხორციელების მეთოდები. აცნობიერებს

 

მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გარემოს ფაქტორების მოქმედების დროული გამოვლენის მნიშვნელობას სათანადო                                  პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავების თვალსაზრისით.

ü  იცის კვლევის თანამედროვე მეთოდები და აცნობიერებს მათ მნიშვნელობას გარემოს მედიცნის პრობლემების შესწავლაში.

ü  იცის სტატისტიკური ანალიზის მეთოდები და მათი გამოყენება მონაცემთა დამუშავების თვალსაზრისით.

უნარი

შეუძლია:

ü  მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მოქმედი საწარმოო და არასაწარმოო ფაქტორების გამოვლენა და მათი როლის შეფასება. კონტროლის განხორციელება დაგეგმილი პროფილაქტიკური ღონისძიებების შესრულებაზე და მათ ეფექტურობაზე.

ü გარემოს ობიექტების სანიტარიული მდგომარეობის კონტროლი. პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების ორგანიზების კონტროლი პროფესიული დაავადებების პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების შემუშავების მიზნით. მოსახლეობის ავადობის ოპერატიული და რეტროსპექტული ანალიზი, პროფილაქტიკური            ღონისძიებების გატარებაში მონაწილეობა.

ü  მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გარემოსა და საწარმოო ფაქტორების გავლენის ანალიზი, დასკვნების შემუშავება და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა, შემუშავებ და მათი შესრულების კონტროლი, მიღებული სპეციალობით სამეცნიერო კვლევის ჩატარება და შედეგების ანალიზი.

ü ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე გაკეთებული დასკვნებისა და საკუთარი მოსაზრებების წარდგენა პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაცვით, როგორც აკადემიურ, ისე არაფორმალურ ურთიერთობებში როგორც მშობლიურ ისე უცხოურ (ინგლისურ) ენაზე.

 

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:

ü     პროფესიულ საქმიანობაში საკუთარი ადგილის, როლისა

და     პასუხისმგებლობის      გათვალისწინებით,          შეუძლია


 

სათანადო წვლილი შეიტანოს გარემოს მედიცინის ცოდნისა და პრაქტიკის განვითარებაში.

ü  შეუძლია გარემოს მედიცინაში საკუთარი ცოდნისა და უნარების ობიექტური შეფასების საფუძველზე, უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზნით სწავლის

დამოუკიდებლად წარმართვა.

 

 

კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროები

პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროებია:

ü  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ü  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

ü  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო;

ü  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო;

ü  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი;

ü  დარგობრივი სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტები.


სასწავლო გეგმა/კურიკულუმი

სწავლების პირველი წელი

 

სასწავლო კურსის/მოდულის დასახელება

სემესტრი

ECTS კრედიტები

 

პირველი სემესტრი

 

 

1.       

ეპიდემიოლოგიური კვლევის მეთოდები და სტატისტიკური ანალიზი

1

7

2.       

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეპიდზედამხედველობა და კონტროლი

1

5

3.       

გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგია და პრევენცია

1

14

4.       

სამედიცინო ინგლისური ენა 1

1

4

მეორე სემესტრი

5.       

გარემოს მედიცინის აქტუალური საკითხები

2

12

6.       

სამედიცინო ეკოლოგია

2

3

7.       

ჯანდაცვის კანონმდებლობა

2

2

8.       

სამედიცინო ინგლისური ენა 2

2

4

არჩევითი

 

აივ-ინფექციის ეპიდემიოლოგია და პრევენცია

2

3

 

 

ვირუსული ჰეპატიტების ეპიდემიოლოგია და პრევენცია

2

3

 

გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობის კომპლექსური შეფასება

2

3

9

 

კვების მეცნიერება

2

3

 

მოზარდი თაობის ჯანმრთელობის დაცვა

2

3

 

საავადმყოფოს ჰიგიენა

2

3

  

სწავლების მეორე წელი

 

სასწავლო კურსის/მოდულის დასახელება

სემესტრი

ECTS კრედიტები

 

მესამე სემესტრი

 

 

1.       

 ბიოდაცვა და ბიოუსაფრთხოება

3

3

2.       

გარემოს ეპიდემიოლოგია

3

4

3.       

კლინიკური ეპიდემიოლოგია

3

3

4.       

ნუტრიციული ეპიდემიოლოგია

3

6

5.       

პრაქტიკა

3

10

არჩევითი

1.       

მართვა და ხელმძღვანელობა ჯანდაცვის სისტემაში (არჩევითი)

3

2

 

4

2.       

კომუნიკაცია (არჩევითი)

3

2

3.       

კომპიუტერული პროგრამები (არჩევითი)

3

2

მეოთხე სემესტრი

1.       

სამეცნიერო მუშაობა (სამაგისტრო ნაშრომის შესრულება)

4

 

30