სასწავლო გეგმა/კურიკულუმი

სწავლების პირველი წელი

 

ფაკულტეტი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის

საგანმანათლებლო პროგრამის

სახელწოდება

სამაგისტრო პროგრამა „ეპიდემიოლოგია“

მისანიჭებელი აკადემიური

ხარისხი

ეპიდემიოლოგიის მაგისტრი

პროგრამის ხელმძღვანელი

პროფესორი ირაკლი მჭედლიშვილი

პროგრამის მოცულობა

120 კრედიტი

სწავლების ენა

ქართული

პროგრამის მიზნები

ჯანდაცვის სფეროში ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნით და უნარებით აღჭურვილი სპეციალისტი - ეპიდემიოლოგის მომზადება, რომელსაც აქვს კომპეტენცია ჯანდაცვის პოლიტიკის  გატარებაში წარმატებული მონაწილეობისა და საერთაშორისოპროფესიულსაზოგადოებაში ჰარმონიული ინტეგრაციისათვის.

 

პროგრამაზე დაშვების

წინაპირობა/-ები

შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, ითვალისწინებს პროგრამის სპეციფიკას, უზრუნველყოფს პროგრამის დასაძლევად აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციის მქონე პირთა პროგრამაზე სასწავლებლად ჩართვას.

პროგრამაზე მიღების წინაპირობაა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ჯანდაცვის სფეროში.

პროგრამაზე დაშვება ხდება ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში) და საუნივერსიტეტო გამოცდების (სპეციალობაში და უცხოურ ენაში) დადებითი შედეგების საფუძველზე. შიდა საუნივერსიტეტო საგამოცდო საგნები და პირობები განისაზღვრება მოცემული პროგრამის შესწავლის დაწყებისათვის აუცილებელი ცოდნის დონით. ზემოაღნიშნული შესაძლებელია შეიცვალოს პროგრამის შედეგების მიღწევის ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიის შესაბამისად. სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, საკონკურსო ადგილებისა და კონკურსში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით. სამაგისტრო პროგრამაზე მობილობის წესით დაშვება ხდება საქართველოს კანონმდებლობით და თსსუ-ის რეგულაციების შესაბამისად.

 

 

 

 

 

სწავლის შედეგები

 

ცოდნა და გაცნობირება

- იცის ეპიდემიოლოგიური კონტროლის განხორციელების და სტატისტიკური ანალიზის მეთოდები და აცნობიერებს მათ მნიშვნელობას დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების შესრულებისა და მათ ეფექტურობის შეფასების თვალსაზრისით.

- იცის ეპიდაფეთქების კვლევა და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავება მისი დროული ლიკვიდაციის მიზნით. აცნობიერებს ისეთი პრევენციული ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების აუცილებლობას, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ რისკის ფაქტორებზე და უზრუნველყოფენ მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

- იცის და აცნობიერებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გარემოს ფაქტორების მოქმედების დროული გამოვლენის მნიშვნელობას სათანადო პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავების თვალსაზრისით.

უნარი

შეუძლია: - კვლევის ეპიდემიოლოგიური მეთოდების გამოყენება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად. პროფესიულ საქმიანობაში ბიოსტატისტიკის მეთოდებისა და კომპიუტერული პროგრამების გამოყენება. პოპულაციაში გადამდებ დაავადებათა შემთხვევის ეპიდაფეთქების მიზეზების შესწავლა და  ეპიდსაწინაღმდეგო  ღონისძიებების    გატარება.

არაგადამდებ დაავადებათა გავრცელების ანალიზი და პრევენციული ღონიძიებების შემუშავება. ნოზოკომიური ინფექციების გავრცელების ანალიზი, მიზეზების დადგენა, პროფილაქტიკური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზაცია. მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ეპიდ. სიტუაციაზე გარემოს ფაქტორების მავნე გავლენის აღკვეთის მიზნით შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავება და შესრულება. მოსახლეობაში პროფილაქტიკური აცრების განხორციელების მონიტორინგი. გარემოს ფაქტორების ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე, სანიტარიული და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება.

- დაავადებათა გავრცელების კანონზომიერებების შესწავლის საფუძველზე მათი პროფილაქტიკის გეგმის შედგენა. მიღებული სპეციალობით სამეცნიერო კვლევის ჩატარება, შედეგების ანალიზი.

- მოსახლეობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზისა და გამოვლენილი რისკის ფაქტორების შეფასების საფუძველზე საკუთარი მოსაზრებებისა და არგუმენტების წარდგენა აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით, როგორც აკადემიურ ასევე, პროფესიულ საზოგადოებაში.

 

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

- პროფესიულ საქმიანობაში საკუთარი ადგილის, როლისა და პასუხისმგებლობის გააზრებით და აღსრულებით წვლილი შეაქვს ეპიდემიოლოგიური ცოდნისა და პრაქტიკის განვითარებაში. - შეუძლია ეპიდემიოლოგიაში და ზოგადად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, საკუთარი ცოდნისა და უნარების ობიექტური შეფასების საფუძველზე, უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზნით სწავლის საჭიროებების განსაზღვრა და

დამოუკიდებლად დაგეგმვა.

 

 

 

 

 

კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროები

კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროებია:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური:

- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი,

-თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრი,

- საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრები,

- საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრები.    სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებები

   (კვალიფიკაციის შესაბამისად).

სასწავლო კურსის/მოდულის დასახელება

სემესტრი

ECTS კრედიტები

 

პირველი სემესტრი

 

 

1

ეპიდემიოლოგიური კვლევის მეთოდები და

სტატისტიკური ანალიზი

1

7

2

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის

ეპიდზედამხედველობა და კონტროლი

1

5

3

გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა

ეპიდემიოლოგია და პრევენცია

1

14

4

სამედიცინო ინგლისური ენა1

1

4

 

მეორე სემესტრი

 

 

5

გარემოს მედიცინის აქტუალური საკითხები

2

12

6

სამედიცინო ეკოლოგია

2

3

7

ჯანდაცვის კანონმდებლობა

2

2

8

სამედიცინო ინგლისური ენა 2

2

4

 

 

 

 

  

 

არჩევითი

 

 

1

აივ-ინფექციის ეპიდემიოლოგია და პრევენცია

2

3

 

 

9

2

ვირუსული ჰეპატიტების ეპიდემიოლოგია და

პრევენცია

2

3

3

გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობის

კომპლექსური შეფასება

 

2

 

3

4

კვების მეცნიერება

2

3

5

მოზარდი თაობის ჯანმრთელობის დაცვა

2

3

6

საავადმყოფოს ჰიგიენა

2

3


სწავლების მეორე წელი

 

სასწავლო კურსის/მოდულის დასახელება

სემესტრი

ECTS კრედიტები

 

მესამე სემესტრი

 

 

1

ბიოდაცვა და ბიოუსაფრთხოება

3

3

2

გარემოს ეპიდემიოლოგია

3

4

3

კლინიკური ეპიდემიოლოგია

3

3

4

ნუტრიციული ეპიდემიოლოგია

3

6

5

პრაქტიკა

3

10

 

არჩევითი

 

 

1

მართვა და ხელმძღვანელობა ჯანდაცვის სისტემაში

(არჩევითი)

3

2

 

4

2

კომუნიკაცია (არჩევითი)

3

2

3

კომპიუტერული პროგრამები (არჩევითი)

3

2

 

მეოთხე სემესტრი

 

 

1

სამეცნიერო მუშაობა (სამაგისტრო ნაშრომის

შესრულება)

4

30