სამაგისტრო პროგრამა
„ პედიატრიული რეაბილიტაცია“
საკითხები მისაღები გამოცდისათვის სპეციალობაში
1. სამკურნალო მასაჟის ხერხები. მასაჟის დადებითი გავლენა ორგანიზმზე. სხვადასხვა დაავადებების დროს მასაჟის ჩვენებები და უკუჩვენებები.
2. კინეზოთერაპიული პროცედურების, განსაკუთრებით ფიზიკური ვარჯიშების გავლენა ორგანიზმზე. ფიზიკური ვარჯიშების სხვადასხვა სახეები.
3. სამკურნალო ტანვარჯიშის ოპტიმალური საწყისი მდგომარეობა სხვადასხვა დაავადებების დროს.
4. სამკურნალო ვარჯიშების ფორმები ბავშვთა ცერებრული დამბლების დროს. ვარჯიშები უკუნაჩვენები ცენტრალური, პერიფერიული დამბლებისა და პარეზების დროს.
5. წონასწორობის აპარატის განვითარება ბავშვთა ცერებრული დამბლების დროს.
6. ტანადობის შეფასება ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. კინეზოთერაპიის მეთოდები ტანადობის დარღვევების შემთხვევაში.
7. სამკურნალო ვარჯიშები და მასაჟი ჰემიპარეზული კონტრაქტურების თავიდან აცილების მიზნით. ღონისძიებები კონტრაქტურების პრევენციისათვის.
8. სამკურნალო ტანვარჯიშის მნიშვნელობა და ფორმები დიაბეტის დროს.
9. სამკურნალო ტანვარჯიშის მნიშვნელობა და ფორმები სიმსუქნის დროს.
10. სამკურნალო ტანვარჯიშის მნიშვნელობა და ფორმები მუცლის ღრუს ორგანოთა დაწევის დროს.
11. სკოლიოზის გამოვლენის მიზნით ბავშვების გასინჯვის ასაკი. კისერმრუდობისა და დისპლაზიური სკოლიოზის დროს სამკურნალო ტანვარჯიშის ჩატარების საწყისი მდგომარეობა.
12. სამკურნალო ტანვარჯიში მხრის ძვლის თავის ამოვარდნილობის დროს.
13. სამკურნალო ტანვარჯიში მუხლის სახსრის დაზიანებისას. მათი ჩვენებები და უკუჩვენებები.
14. სამკურნალო ტანვარჯიში ბავშვთა ხერხემლის ტრავმების დროს. მათი ჩვენებები და უკუჩვენებები.
15. კინეზოთერაპიული მკურნალობა ხერხემლის ოსტეოქონდროზის დროს.
16. კინეზოთერაპიული მკურნალობა რევმატული და რევმატოიდული ართრიტების დროს.
17. სამკურნალო ტანვარჯიში და დაჭიმვა მალთაშუა სივრცის გაფართოების მიზნით.
18. კინეზოთერაპია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს. ჩატარების მეთოდები. საწყისი მდებარეობა ფიზიკური ვარჯიშების დროს ნაღვლის მექანიკური ევაკუაციისათვის.
19. სამკურნალო ფიზკულტურის აუცილებლობა საშვილოსნოსა და საშოს დაწევის დროს .ჩატარების მეთოდები.
20. მოსალოდნელი გართულება მუცლის ღრუს ორგანოებზე ოპერაციის შემდგომ პერიოდში ფიზიკური რეაბილიტაციის ჩაუტარებლობის შემთხვევაში. ჩატარების მეთოდები.
21. მონაცემები რომლის მიხედვითაც ხდება საექიმო კონტროლის დროს სპორტსმენის ფიზიკური განვითარების განსაზღვრა.
22. ანტროპომეტრიული ნიშანი, რომელიც ასახავს გულმკერდის ფუნქციურ მდგომარეობას. მეთოდი რომლითაც ზუსტად ვსაზღვრავთ სპორტსმენის გულის მოცულობას.
23. სპორტსმენებში გულის წუთმოცულობის ზრდის გამომწვევი მიზეზები. „სპორტული გულის“ ჩამოყალიბების მიზეზები.
24. სპორტსმენთა რეაბილიტაციის სწორი წარმართვა. ფიზიკური რეაბილიტაციის მეთოდების გამოყენება კუნთების მწვავე ტრავმული დაზიანების დროს.
25. სპორტის სახეობა რომლის დროსაც დამახასიათებელია გამოხატული ბრადიკარდია. რომელი ტიპის ბოჭკოები სჭარბობენ უპირატესად ამ ტიპის მოვარჯიშე სპორტსმენების კუნთებში.
26. თვითკონტროლის ჩატარების დროს სპორტსმენი ყურადღებას აქცევს დამოუკიდებლად რომელი მაჩვენებლის დინამიკას.
27. ნივთიერება რომელიც მატულობს სპორტსმენის სისხლში დატვირთვის შემდეგ. რით არის განპირობებული.
28. გრავიტაციული შოკი სპორტსმენებში დატვირთვის შემდეგ. სპორტსმენების სკრინინგული გამოკვლევების ჩატარება.
29. სპორტსმენებში გულსისხლძარღვთა სისტემის მონაცემების ცვლილებები ფუნქციური სინჯის ჩატარების შემდეგ.
30. სპორტსმენებში განვითარებული გადაღლა, გადაძაბვა და გადაწვრთნა, გამომწვევი მიზეზები. გადაწვრთნის უპირველესი ნიშანი.
31. გულის მხრივ პათოლოგიური ცვლილებები სპორტსმენთა მწვავე ფიზიკური გადაძაბვის დროს.
32. სპორტსმენთა შორის საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველაზე ხშირი დაავადებები. გამომწვევი მიზეზები.
33. სპორტსმენის ზოგადი მუშაობის განმსაზღვრელი ფუნქციური სინჯი და მისი უპირატესობა კვლევის პროცესში.
34. ნერვული სისტემის პათოლოგიური ცვლილებები მწვავე ფიზიკური გადაძაბვის დროს. მათი გამომწვევი მიზეზები.
35. სპორტსმენის ორგანიზმში განვითარებული ჰიპოკალემია. გამომწვევი მიზეზები. დამახასიათებელი ნიშნები.
36. სპორტის სახეობა რომელიც გავლენას ახდენს ლულისებრი ძვლების სიგრძეში ზრდის შენელებაზე და სპორტის სახეობა რომელიც გავლენას ახდენს კუნთების მოცულობაში მომატებას.
37. რეაბილიტაციის მეთოდები კუნთების მწვავე ტრავმული დაზიანების დროს. მათი დროულად ჩატარების აუცილებლობა.
38. გარეგანი სუნთქვის გამოკვლევის მეთოდები. სპორტსმენის ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება.
39. სიმპატიკური და პარასიმპატიკური ნერვული სისტემის ტონუსის მდგომარეობა პროფესიონალ სპორტსმენებში. ცალკეული სინჯების უპირატესობა.
40. სპორტსმენის ნერვ-კუნთოვანი აპარატის გამოკვლევისას წამყვანი დიაგნოსტიკური მეთოდები. მათი გამოყენების აუცილებლობა.
41. დოპინგი სპორტში. მძიმე გართულებები დოპინგის მიღების შემდეგ. დოპინგის მიღების მიზეზები.
42. ორგანიზმის ქსოვილები რომელთაც აქვთ გამოხატული მაქსიმალური ელექტროგამტარებლობის უნარი.
43. პროცედურები კიდურების იძულებითი იმობილიზაციის დროს კუნთების ატროფიის თავიდან ასაცილებლად.
44. რევმატიზმის მწვავე სტადიაში ტკივილის მოხსნის მიზნით დანიშნული ფიზიოთერაპიული პროცედურები.
45. ქრონიკული ძვალ სახსროვანი პათოლოგიის დროს ფიზიოთერაპიული პროცედურების მნიშვნელობა.
46. გადატანილი ინსულტის ნარჩენი მოვლენების სამკურნალოდ დანიშნული ფიზიოპროცედურების მნიშვნელობა. მისი ჩატარების პირობები.
47. ლაზეროთერაპიის გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში. მისი ჩვენებები და უკუჩვენებები.
48. შესუნთქვის გზით გამოყენებული სამკურნალო ნივთიერებები. მათი გამოყენების უპირატესობა.
49. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს მინერალური წყლის აბაზანის სახით გამოყენების თავისებურებები.
50. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს დამამშვიდებლად მოქმედი აბაზანის სახეობა და მისი შემადგენლობა.
რეკომენდირებული ლიტერატურა:
1.რ. სვანიშვილი , ზ. კახაბრიშვილი - სპორტული მედიცინა და კინეზოთერაპია , თბილისი, 2010 წ., 571 გვ.
2. რ. სვანიშვილი და სხვ. -კინეზოთერაპიის ფიზიკურ ვარჯიშთა საერთო მეთოდიკა - თბილისი , 2012 წ. თბილისი, 108 გვ.
3.რ.სვანიშვილი , ნ. ჭაბაშვილი და სხვ. - რეაბილიტაცია - აღდგენითი მკურნალობა- თბილისი, 2007 წ. , 70 გვ.
სასწავლო მასალა „ადაპტირებული თარგმანები“ მომზადებული სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტში.