სამაგისტრო პროგრამა - ,,ფარმაციის მენეჯმენტი"

საკითხები მისაღები გამოცდისათვის სპეციალობაში


1. ფარმაცევტული საქმიანობის ორგანიზაცია და ეკონომიკის საგანი, მიზანი, ამოცანები და ფუნქციები;

2. ფარმაცევტული საქმიანობის თეორიული და სამართლებრივი საფუძვლები;

3. ფარმაცევტული ეთიკა და დეონტოლოგია.

4. ფარმაცევტული დაწესებულებები - აფთიაქი; ფარმაცვეტული (საბითუმო) ბაზა, ფარმაცევტული საწარმო, საკონტროლო-ანალიზური ლაბორატორია;

5. სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები ფარმაცევტულ დაწესებულებებში; სამკურნალო საშუალებებისა და სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნების შენახვის პირობები;

6. ურეცეპტოდ და რეცეპტით გასაცემი სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის თავისებურებები;

7. სპეცკონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის თავისებურებები;

8. ფარმაცევტული საქმიანობის სახეები: ფარმაცევტული პროდუქციის სახელმწიფო რეგისტრაცია, ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირება (ნებართვა), სამკურნალო საშუალებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი;

9. ფარმაცევტული მენეჯმენტის საფუძვლები; შრომითი რესურსების მართვა, ფარმაცევტული კადრების მართვის სისტემა;

10. ძირითადი ეკონომიკური კანონები და ფარმაცევტული ბაზარი; ფარმაცევტული დაწესებულებების ეკონომიკური აღრიცხვის მნიშვნელობა. აღრიცხვის სახეები და ძირითადი მეთოდები;

11. ფარმაცევტულ საქონელზე ფასების განსაზღვრის ამოცანები, ფასწარმოქმნის პოლიტიკა და პრობლემები;

12. მარკეტინგის საფუძვლები; ფარმაცევტული და სამედიცინო საქონლის ნომეკლატურა და ასორტიმენტი ფარმაცევტულ დაწესებულებებში;

13. კონტრაქტები, მათი შინაარსი და მნიშვნელობა საქონლის ექსპერტიზისათვის; სავაჭრო ინფორმაციის საშუალებები, საქონლის შტრიხებით კოდირება.

რეკომენდებული ლიტერატურა:

1. კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ (კონსოლიდირებული); კანონქვემდებარე აქტები, ბრძანებები, დადგენილებები. 1997-2023წწ;

2. ნ. გორგასლიძე /ფარმაცევტულ დაწერსებულებათა მენეჯმენტი/2013წ.

3. Philip Kotler, Gary Armstrong/ Principles of Marketing/ 18th Edition, Pearson, 2020;