თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
"ფარმაცევტული და კოსმეტოლოგიური ტექნოლოგიები"
საკითხები მისაღები გამოცდისათვის სპეციალობაში
1. წამლის მომზადების საერთო პრინციპები. ნტდ წამლის წარმოებაში.
2. წამლის ფორმები. დახასიათება. კლასიფიკაცია. კარგი საწარმოო პრაქტიკა.
3. ფარმაცევტული ხსნარები; დახასიათება, კლასიფიკაცია. გამხსნელები. ხსნადობის პროცესების თეორიული საფუძვლები. წყლიანი - ჭეშმარიტი ხსნარების მომზადების ტექნოლოგია.
4. ალკოჰოლომეტრია. არაწყლიან გამხსნელებზე ხსნარების მომზადების ტექნოლოგია. მაღალმოლეკულური და კოლოიდური ხსნარების მომზადების ტექნოლოგია.
5. ემულსიები: კლასიფიკაცია. მომზადების ტექნოლოგია, სტანდარტიზაცია. ემულგატორები.
6. სუსპენზიები: დახასიათება, კლასიფიკაცია, მომზადების ტექნოლოგია, სტანდარტიზაცია.
7. ეთერზეთების მიღების ტექნოლოგიები. სტანდარტიზაცია. არომატული წყლები, დახასიათება, ტექნოლოგია, სტანდარტიზაცია.
8. უჯრედული სტრუქტურის მცენარეული ნედლეულიდან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოწვლილვის კანონზომიერებანი.
9. მცენარეული ნედლეულიდან მიღებული წყლიანი გამონაწვლილები, დახასიათება, მომზადების ტექნოლოგია.
10. ნაყენები, კლასიფიკაცია, ნომენკლატურა. ნაყენების მიღების ხერხები: მაცერაცია, პერკოლაცია, გახსნა. განსაკუთრებული შემთხვევები. ნაყენების სტანდარტიზაცია. შენახვა.
11. ექსტრაქტები, დახასიათება, კლასიფიკაცია, ნომენკლატურა. სითხოვანი ექსტრაქტების ტექნოლოგია, სტანდარტიზაცია, შენახვა.
12. ბიოგენური სტიმულატორების პრეპარატები: მცენარეული, ცხოველური და მინერალური წარმოშობის. დახასიათება, ტექნოლოგია, სტანდარტიზაცია. ნედლი მცენარეული ნედლეულიდან მიღებული პრეპარატები: წვენები და გამონაწვლილები; დახასიათება, კლასიფიკაცია, ტექნოლოგია.
13. ახალგალენური პრეპარატები: დახასიათება, ნომენკლატურა, ტექნოლოგია, გაწმენდის ხერხები, სტანდარტიზაცია. ინდივიდუალურ ნივთიერებათა პრეპარატები: დახასიათება, კლასიფიკაცია, ნომენკლატურა, ტექნოლოგია, გამოყოფისა და გაწმენდის ხერხები, სტანდარტიზაცია.
14. ორგანოპრეპარატები: დახასიათება, კლასიფიკაცია, ნომენკლატურა. ნედლეულის გადამუშავების თავისებურებანი. ჰორმონების შემცველი ორგანოპრეპარატების ტექნოლოგია (თირეოიდინი, ინსულინი), სტანდარტიზაცია. ფერმენტების შემცველი ორგანოპრეპარატების (პეპსინი) ტექნოლოგია, სტანდარტიზაცია. იმობილიზებული ფერმენტები.
15. ნაკრებები: დახასიათება, კლასიფიკაცია, ტექნოლოგია. ფხვნილები: დახასიათება, კლასიფიკაცია, ტექნოლოგია.
16. ტაბლეტები: დახასიათება, კლასიფიკაცია, ნომენკლატურა. ტაბლეტირების თეორიული საფუძვლები.
17. სამედიცინო კაფსულები: დახასიათება, კლასიფიკაცია, ნომენკლატურა, ტექნოლოგია, სტანდარტიზაცია, შეფუთვა, შენახვა. მიკროკაფსულები: დახასიათება, მიღების ძირითადი ხერხები, სტანდარტიზაცია, შეფუთვა, შენახვა.
18. მალამოები: დახასიათება, კლასიფიკაცია. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენებათ ფუძეებს.
19. ჰომოგენური მალამოების მომზადების ტექნოლოგია. სტანდარტიზაცია, შეფუთვა, შენახვა.
20. ჰეტეროგენული მალამოების მომზადების ტექნოლოგია. სტანდარტიზაცია, შეფუთვა, შენახვა.
21. კრემები: დახასიათება. მომზადების ტექნოლოგია. სტანდარტიზაცია, შეფუთვა, შენახვა.
22. გელები: დახასიათება. მომზადების ტექნოლოგია. სტანდარტიზაცია, შეფუთვა, შენახვა.
23. ლინიმენტები: დახასიათება. მომზადების ტექნოლოგია. სტანდარტიზაცია, შეფუთვა, შენახვა.
24. პასტები: დახასიათება. მომზადების ტექნოლოგია. სტანდარტიზაცია, შეფუთვა, შენახვა.
25. სუპოზიტორიები: დახასიათება, კლასიფიკაცია, ნომენკლატურა, ტექნოლოგია, სტანდარტიზაცია, შეფუთვა, შენახვა. რექტალური წამლის ფორმების (მალამოები, კაფსულები, აეროზოლები, საფენები, რექტიოლები) წარმოება, სტანდარტიზაცია.
26. ემპლასტროები: დახასიათება, კლასიფიკაცია, ნომენკლატურა. ტყვიის მარტივი ემპლასტროს ტექნოლოგია, სტანდარტიზაცია, შეფუთვა, შენახვა. კაუჩუკოვანი ემპლასტროების, მდოგვის საფენების, ბაქტერიოციდული ქაღალდის, სითხოვანი ემპლასტროების კლასიფიკაცია, ნომენკლატურა, სტანდარტიზაცია, შეფუთვა, შენახვა.
27. აეროზოლები: დახასიათება, კლასიფიკაცია, ნომენკლატურა. პროპელენტები. აეროზოლების მზა პროდუქციის წარმოება, აეროზოლური ბალონების შევსების ხერხები. სტანდარტიზაცია, შეფუთვა, ტრანსპორტირება, შენახვა.
28. ასეპტიკურად მოსამზადებელი და სტერილური სამკურნალო ფორმები. საინიექციო სამკურნალო ფორმებისადმი წაყენებული მოთხოვნები, წარმოების პირობები. საინიექციო ხსნარების მოსამზადებლად გამოყენებული გამხსნელები. დემინერალიზებული და საინიექციო წყალი. მიღება. უწყლო გამხსნელები.
29. სტერილიზაცია და მისი სახეები. სტერილურობა და აპიროგენობა. საინიექციო ხსნარების სტაბილიზაციის გზები; სტაბილიზატორები, აიროვანი დაცვა. კონსერვანტები, ანტიოქსიდანტები. საინიექციო ხსნარების მომზადების ტექნოლოგია. განსაკუთრებული შემთხვევები. საინიექციო ხსნარების მომზადება სტაბილიზატორების, ანტიოქსიდანტების გამოყენებით. სტანდარტიზაცია.
30. ოფთალმოლოგიური სამკურნალო ფორმები: დახასიათება, კლასიფიკაცია, ნომენკლატურა. ოფთალმოლოგიური სამკურნალო ფორმების ტექნოლოგია. სტანდარტიზაცია, შეფუთვა, შენახვა. ოტორინოლოგიური სამკურნალწამლო ფორმები: დახასიათება, კლასიფიკაცია, ტექნოლოგია.
31. სამკურნალწამლო ფორმების განვითარების ქიმიურ-ფარმაცევტული და სამედიცინო- ბიოლოგიური ასპექტები.
რეკომენდებული ლიტერატურა:
1. ა. ბაკურიძე. წამალთა ტექნოლოგია. თბილისი, 2009, 313 გვ.
2. ა. ბაკურიძე., გ.მიქაია., ლ.ბაკურიძე. გალენული პრპარატების ტექნოლოგია.თბილისი.2020წ.
3. ა. ბაკურიძე., გ.მიქაია., ნ.ქურდიანი., ნ.ცაგარეიშვილი., ი.წურწუმია.,ლ.ბაკურიძე. მზა წამალთფორმების ტექნოლოგია.თბილისი.2020წ.
4. ა. ბაკურიძე., დ.ბერაშვილი., ი.წურწუმია. პარფიუმერია, პარფიუმერული საშუალებე- ბის ტექნოლოგია. თბილისი, 2015, 207 გვ.