დამტკიცებულია თსსუ-ის აკადემიური საბჭოს
2020 წლის 8 აგვისტოს №24/21 დადგენილებით
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 07 მაისის N24/5 დადგენილებით დამტკიცებულ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დოქტორანტურის შესახებ დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, თსსუ-ის წესდების მე-8 მუხლის საფუძველზე:
მუხლი 1. თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №24/5 დადგენილებით დამტკიცებულ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დოქტორანტურის შესახებ დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სადოქტორო კვლევის პროექტების წარდგენა თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში, მათი შეფასების და აკადემიურ საბჭოზე დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს სასწავლო წლის განმავლობაში.“.
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ინფორმაცია სადოქტორო კვლევის პროგრამის სტრუქტურის შესახებ. სასწავლო კრედიტების რაოდენობა და განაწილება.“.
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. შეთანხმებები, ხელშეკრულებები, მემორანდუმები და ა.შ კვლევით ან სხვა დაწესებულებებთან, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ დაგეგმილი სადოქტორო კვლევის პროგრამის შესრულებაში.“
3. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დოქტორანტურაში მიღება ხორციელდება წელიწადში 2-ჯერ: შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრების დასაწყისში. დოქტორანტურაში მიიღება დიპლომირებული მედიკოსი და სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი.“.
ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. დოქტორანტურაში მისაღები გამოცდა სადოქტორო კვლევის გეგმით განსაზღვრულ სპეციალობაში ტარდება თსსუ-ის საგამოცდო ცენტრში რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში.“.
4. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დოქტორანტურაში სწავლის ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) სემესტრით. დოქტორანტურაში ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ, დოქტორანტის მიერ სწავლისა და კვლევის პროცესის დაუსრულებლობის შემთხვევაში, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელს უფლება აქვს სწავლის/კვლევის პროცესის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს ფაკულტეტის საბჭოს.“.
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. სადოქტორო კვლევის შესრულების ინდივიდუალური გეგმა, შესასრულებელი სამუშაოს ეტაპობრივი და დეტალური სემესტრული განაწილებით, დადასტურებული სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ, თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში წარმოდგენილი უნდა იყოს დოქტორანტის მიერ დოქტორანტურაში ჩარიცხვიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში.“.
გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. დოქტორანტი ანგარიშვალდებულია თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურის და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის წინაშე.
11.1. დოქტორანტურაში სწავლის პირველი და მეორე წლის ბოლოს დოქტორანტი უნდა წარდგეს ზეპირი ანგარიშით შესაბამისი დეპარტამენტ(ებ)ის წინაშე. ანგარიში ფორმდება
სხდომის ოქმის სახით და წარედგინება თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს.
11.2. ამ პუნქტის 11.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სხდომაზე აუცილებელია თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურის წარმომადგენლის და/ან სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის დასწრება.
11.3. დოქტორანტის მიერ წარმოდგენილი ანგარიში სრულად უნდა აღწერდეს ინდივიდური სადოქტორო კვლევის გეგმის მიხედვით შესრულებულ სამუშაოს.
11.4. ანგარიშის შეფასება ხორციელდება სადოქტორო პროგრამის სასწავლო და კვლევით კომპონენტში მიღწეული პროგრესის მიხედვით.
11.5. დოქტორანტის ანგარიში ფასდება როგორც კარგი, საკმარისი (რეკომენდაციებით გასაუმჯობესებელი აქტივობების შესახებ) და არასაკმარისი. არასაკმარისი შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტმა სულ მცირე 3 და არაუმეტეს 6 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს ახალი ანგარიში.“.
დ) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:
„16.1 დასრულებული სადოქტორო კვლევის შედეგების აპრობაციაზე წარდგენის დროისათვის დოქტორანტს გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს ოთხი სამეცნიერო სტატია მაინც:
ა) ამ პუნქტით გათვალისწინებული სტატიებიდან ერთი სამეცნიერო პუბლიკაცია 0.5 და მეტი იმპაქტის მქონე სამეცნიერო გამოცემაში (Web of Science), ორი - საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო პერიოდიკაში, ხოლო ერთი - რეფერირებად გამოცემაში.
ბ) ყველა პუბლიკაციაში დოქტორანტი მითითებული უნდა იყოს პირველ ან მეორე ავტორად, ხოლო აფილიაციად მითითებული უნდა იყოს თსსუ. საერთაშორისო მაღალრეიტინგულ პუბლიკაციად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე უცხოური გამომცემლობის მიერ გამოშვებული წიგნის ან მონოგრაფიისთვის ავტორობა/თანაავტორობა, თუ აღნიშნული შეესაბამება სადოქტორო კვლევის შედეგებს. წიგნი ასევე ციტირებული უნდა იყოს Web of Science-ის ან Scopus-ის სამეცნიერო ბაზაში. აღნიშნული შესაბამისობის დასადგენად თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ უნდა გამოიყოს შესაბამისი დარგის ექსპერტი ან ექსპერტთა ჯგუფი.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს დამტკიცებისთანავე.