სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა – „მედიცინა“
სწავლების
ენა – ქართული
აკრედიტაციის
თარიღი –
25.12.2020
სადოქტორო
პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი გივი ჯავაშვილი
საგანამათლებლო პროგრამის სახელწოდება |
სადოქტორო პროგრამა „მედიცინა“ |
უმაღლესი განათლების სწავლის საფეხური |
მესამე საფეხური |
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი |
მედიცინის აკადემიური
დოქტორი |
პროგრამის მოცულობა |
45 კრედიტი/არა ნაკლებ 3 წლისა |
სწავლების ენა |
ქართული |
პროგრამის მიზნები |
პროგრამის მიზანია
ბიომედიცინის სფეროში მაღალი, საყოველთაოდ აღიარებული, სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების
შესაბამისი კვლევის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების
მქონე მედიკოსის მომზადება, რომელსაც შეუძლია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მისი
ინტერესების სფეროში ახალი საკვლევი საკითხების წარმოჩენა, ასევე, არსებული პრობლემების
საკვლევად ახლებური მიდგომის შეთავაზება, შესაბამისი კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა,
განხორციელება, შედეგების ანალიზი, ინტერპრეტაცია და პრეზენტაცია (ვერბალური, პუბლიკაციის
სახით და სხვ.); ამასთან, პროგრამა მიზნად ისახავს, სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულმა
გამოიმუშაოს უმაღლესი სამედიცინო განათლების დონეზე სასწავლო საქმიანობის წარმართვისათვის
აუცილებელი ცოდნა და უნარები. |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა/–ები
|
1. დიპლომირებული მედიკოსის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
2. თსსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სადოქტორო კვლევის პროგრამის
არსებობა; 3. ინგლისური ენის B2 დონის ცოდნა, რაც დასტურდება: § B2 ან უფრო მაღალი
დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენით, ან § ინგლისური ენის მისაღები გამოცდის B2 დონეზე ჩაბარებით. 4. სპეციალობაში გამოცდის წარმატებით ჩაბარება, რომელიც მოიცავს
შემდეგს: ა) ტესტირება; ბ) ზეპირი გასაუბრება. სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი განისაზღვრება „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის შესახებ“ დებულებით. |
სწავლების მეთოდები |
სწავლის შედეგების მიღწევას უზრუნველყოფს სადოქტორო პროგრამის სასწავლო და კვლევითი
კომპონენტები, რომლებიც ერთი მხრივ ეფუძნება დარგში დაგროვილ გამოცდილებასა და უახლეს
მტკიცებულებებს, ხოლო მეორე მხრივ, ახალი სადოქტორო პროგრამის წინამორბედი პროგრამის
განხორციელების შედეგად შეძენილ გამოცდილებას, ყოფილი და ახლანდელი დოქტორანტების,
დამსაქმებლების, კურსდამთავრებულების, სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში ჩართული
პერსონალის გამოკითხვის შედეგებს, მათ სურვილებსა და შენიშვნებს და სწავლებაში ჩართული
აკადემიური პერსონალის მოსაზრებებსა და რჩევებს. სწავლება დაფუძნებულია სტუდენტზე ორიენტირებულ მეთოდებზე, რაც, გარდა საკუთრივ კვლევითი მუშაობისა, გულისხმობს დოქტორანტის აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში და მოიცავს მოზრდილთა სწავლების შემდეგ მეთოდებს: ·
ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა და დამოუკიდებელი სწავლა;
·
ინტერაქტიური პრეზენტაცია, კითხვა-პასუხისა და „აზრთა კორიანტელის“
მონაკვეთებით, მულტიმედია და სხვა რესურსების გამოყენებით; ·
მუშაობა მცირე ჯგუფებში, ამოცანაზე ფოკუსირებული ჯგუფები და
მოხსენება ჯგუფებიდან; ·
შემთხვევის განხილვა, შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება; ·
როლების თამაში: მაგ., პაციენტის, ექიმის, მკვლევარის როლის
შესრულება; ·
სიტუაციის სიმულირება/სიტუაციური თამაშები: მაგ., კვლევის
ეთიკის კომიტეტის სიმულირება; ·
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება ან მისი ელემენტების გამოყენება;
·
დებატები; დისკუსია; ·
სემინარი; ·
კოლოკვიუმი; ·
დისტანციური სწავლების რესურსების გამოყენება; ·
პროექტის მომზადება და პრეზენტაცია; ·
ანალიტიკური ნაშრომის მომზადება და პრეზენტაცია; ·
სწავლებაში მონაწილეობა: ლექცია-სემინარების მომზადება და
დამოუკიდებლად ჩატარება, პროფესორის მეთვალყურეობით; · კვლევითი პროექტები. კვლევითი კომპონენტი
სწავლის შედეგების მიღწევის მნიშვნელოვანი საშუალებაა. კერძოდ, კვლევითი საქმიანობის პროცესში დოქტორანტი: ა) განამტკიცებს სასწავლო
კომპონენტებში მონაწილეობის შედეგად გაღრმავებულ ცოდნას და კრიტიკულ ხედვას მის მიერ
არჩეულ დარგში; ბ) განამტკიცებს თანამედროვე
სამეცნიერო, პროფესიული და ეთიკური პრინციპების შესაბამისად ბიოსამედიცინო კვლევის
წარმატებით ჩატარებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს; გ) განამტკიცებს კომუნიკაციის
უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელი მისთვის საკუთარი ხედვისა და მიღწევების კოლეგებისა
და ფართო საზოგადოების წინაშე გარკვევით წარმოჩენისათვის; დ) განამტკიცებს პროფესიული
სტანდარტებით ხელმძღვანელობის უნარ-ჩვევებს პრაქტიკულ, სამეცნიერო-კვლევით, პედაგოგიურ
თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში; ე) ყალიბდება როგორც
ავტონომიური და პირად პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მკვლევარი და პედაგოგი ბიოსამედიცინო
მეცნიერებების სფეროში. ამ მიმართულებით დოქტორანტის
წინსვლას მუდმივად აფასებს სამეცნიერო ხელმძღვანელი და ამისათვის იყენებს შეფასების
შესაბამის მეთოდებს, რაც ძირითადად 360-გრადუსიან შეფასებას მოიცავს. |
|
|
სწავლის გეგმა |
სადოქტორო პროგრამის
კვლევითი კომპონენტი განისაზღვრება ინდივიდური სადოქტორო კვლევის პროგრამით, ამ პროგრამის
შესრულების გეგმით, პროგრამის დასრულებისა და დისერტაციის დაცვისათვის სავალდებულო
სამეცნიერო აქტივობებით (პუბლიკაციები, მოხსენებები და სხვ.) და საკუთრივ სადისერტაციო
ნაშრომით. კვლევის ყველა პროგრამა ინდივიდუალურია და მის შესრულებაში ერთი დოქტორანტი
მონაწილეობს. სასწავლო კომპონენტი
მოიცავს 7 სავალდებულო და 2 არჩევით სასწავლო კურსს (სულ შეთავაზებულია 4 არჩევითი კურსი). სავალდებულო სასწავლო კურსები : 1. სადოქტორო კურსი
I – 5 კრედიტი 2. სადოქტორო კურსი II – 5 კრედიტი 3. სადოქტორო კურსი III – 5 კრედიტი 4. სამეცნიერო კვლევის
მეთოდოლოგია და ბიოსტატისტიკა – 7 კრედიტი 5. ბიოსამედიცინო მეცნიერებების
ეთიკა – 4 კრედიტი 6. უმაღლესი განათლების
პედაგოგიკა და ფსიქოლოგია – 5 კრედიტი 7. პროფესიული სამედიცინო ინგლისური – 10 კრედიტი არჩევითი სასწავლო
კურსები: 1. სამეცნიერო პროექტის შედგენის მეთოდოლოგია
– 2 კრედიტი 2. მტკიცებითი მედიცინა პრაქტიკაში – 2 კრედიტი
3. აკადემიური წერა ინგლისურ ენაზე – 2 კრედიტი
4. უცხოური ენა(გერმანული ) – 2 კრედიტი 5. უცხოური ენა(ფრანგული ) – 2 კრედიტი სასწავლო გეგმა ისეა
შედგენილი, რომ უზრუნველყოს დოქტორანტის სამიზნე კომპეტენციების ეტაპობრივი მიღწევა.
პირველ ეტაპზე დოქტორანტი შეიძენს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რაც კვლევის ადეკვატურად
დაგეგმვისა და განხორციელებისთვის, აგრეთვე სწავლის შემდგომ ეტაპებზე გაგრძელებისთვის
არის აუცილებელი. სასწავლო კომპონენტი
მოიცავს 3 სადოქტორო კურსი, რომელთა ფორმატი
ანალოგიურია და მისი მიზანია სამეცნიერო კვლევის შესაბამის დარგში უახლესი მიღწევებისა
და ტენდენციების საფუძვლიანი ცოდნის ჩამოყალიბებისათვის და ამ მიღწევების სისტემური
ხედვის, კრიტიკული გააზრების და კვლევის საჭიროების წარმოჩენის უნარის განვითარებისათვის
ხელშეწყობა. სადოქტორო სემინარის
ფარგლებში დოქტორანტი ამზადებს ნაშრომს. თითოეული სადოქტორო სემინარის თემას არჩევს
სამეცნიერო ხელმძღვანელი დოქტორანტთან შეთანხმებით. ნაშრომის თემა უნდა ეხებოდეს
დარგის აქტუალურ საკითხებს და არა უშუალოდ სადისერტაციო ნაშრომს. სადოქტორო სემინარის
ფარგლებში სწავლებისა და შეფასების საკითხები ასახულია შესაბამის სილაბუსში, რომელიც
სამივე სადოქტორო სემინარისთვის საერთოა. |
სწავლის შედეგები |
ცოდა და გაცნობიერება სწავლის ან/და საქმიანობის
სფეროს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რომელიც არსებული ცოდნის გაფართოებისა
თუ ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა, მათ შორის, მულტიდისციპლინურ
ან ინტერდისციპლინურ კონტექსტში. სწავლის ან საქმიანობის სფეროს სისტემური და კრიტიკული
გააზრება. უნარი აკადემიური კეთილსინდისიერების
პრინციპების დაცვით კვლევის დაგეგმვა და განხორციელება; ახალი კვლევითი ან ანალიტიკური
მეთოდების ან/და მიდგომების შემუშავება, რომელიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული
(საერთაშორისო რეფერირებადი პუბლიკაციისათვის აუცილებელი სტანდარტის დონეზე); ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი
იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზი, სინთეზი და შეფასება, რითაც ხდება კომპლექსური
პრობლემების გადაჭრისათვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება
(კვლევასა ან/და ინოვაციაში). არსებულ ცოდნასთან
ურთიერთკავშირში ახალი ცოდნის დასაბუთებულად, გარკვევით წარმოჩენისა და გადაცემის
უნარი როგორც კოლეგების, ასევე ფართო საზოგადოებისათვის. ადგილობრივ და საერთაშორისო
დონეზე გამართულ თემატურ დისკუსიებში მონაწილეობის უნარი. პასუხისმგებლობა და
ავტონომიურობა აკადემიურ ან/და პროფესიულ კონტექსტში უახლეს მიღწევებზე დამყარებული კვლევითი
პროექტების ან/და განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელება ხელმძღვანელობითი,
აკადემიური ან/და პროფესიული კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით, ასევე ინოვაციურობისა
და დამოუკიდებლობის დემონსტრირებით. |
კურსდამთავრებულთა დასაქმების
სფეროები |
სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულის - მედიცინის აკადემიური
დოქტორის დასაქმების სფეროები შემდეგია: ·
სამეცნიერო და კვლევითი დაწესებულებები; ·
საგანმანათლებლო დაწესებულებები; ·
სამედიცინო დაწესებულებები: ამასთან, არსებული
გამოცდილების / მონაცემების მიხედვით სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთა კარიერული
წინსვლა ძირითადად უმაღლესი განათლების დაწესებულებებთან არის დაკავშირებული (აკადემიური
კარიერა). |
სადოქტორო პროგრამა “ მედიცინა”სასწავლო კომპონენტის
სტრუქტურა45 კრედიტი
სასწავლო კურსი |
სტატუსი |
წინაპი-რობა |
ECTS კრედიტი |
|||||||
I სემესტრი |
II სემესტრი |
III სემესტრი |
IV სემესტრი |
V სემესტრი |
VI სემესტრი |
სულ ECTS |
||||
1 |
სადოქტორო კურსი I (კI) |
სავალდე-ბულო |
არა |
2 |
3 |
|
|
|
|
5 |
2 |
სადოქტორო კურსი II(კII) |
სავალდე-ბულო |
(კI) |
|
|
3 |
2 |
|
|
5 |
3 |
სადოქტორო კურსი III |
სავალდე-ბულო |
(კII) |
|
|
|
2 |
3 |
|
5 |
4 |
სამეცნიერო კვლევის მეთოდოლოგია და ბიოსტატისტიკა |
სავალდე-ბულო |
არა |
3.5 |
3.5 |
|
|
|
|
7 |
5 |
ბიოსამედიცინო მეცნიერებების ეთიკა |
სავალდე-ბულო |
არა |
4 |
|
|
|
|
|
4 |
6 |
უმაღლესი განათლების პედაგოგიკა და ფსიქოლოგია (უგპფ) |
სავალდე-ბულო |
არა |
|
|
5 |
|
|
|
5 |
7 |
პროფესიული სამედიცინო ინგლისური (პსი) |
სავალდე-ბულო |
არა |
3 |
3 |
4 |
|
|
|
10 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
||
1 |
სამეცნიერო პროექტის შედგენის მეთოდოლოგია |
არჩევითი |
არა |
|
2 |
|
|
2 |
||
2 |
მტკიცებითი მედიცინა პრაქტიკაში |
არჩევითი |
არა |
|
2 |
|
|
2 |
||
3 |
აკადემიური წერა ინგლისურ ენაზე |
არჩევითი |
(პსი) ან სერტიფიკატი
C1 |
|
2 |
|
|
2 |
||
4 |
უცხოური ენა
- ფრანგული |
არჩევითი |
არა |
|
2 |
|
|
2 |
||
5 |
უცხოური ენა
- გერმანული |
არჩევითი |
არა |
|
2 |
|
|
2 |
||
|
სავალდებულო |
35 |
||||||||
|
არჩევითი |
8 |
||||||||
სულ სასწავლო კომპონენტი |
45 |
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio