დამტკიცებულია თსსუ-ის რექტორის 
2024 წლის 15 აგვისტოს # 975693
ბრძანებით

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვიდეო/აუდიომონიტორინგის განხორციელების წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ვიდეო/აუდიო მონიტორინგის განხორციელების წესის  (შემდგომში - წესი) მიზანია   სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი), როგორც პერსონალურ  მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, უშუალოდ ამ დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით, ვიდეომონიტორინგის, აუდიომონიტორინგის და აუდიო/ვიდეომონიტორინგის (შემდგომში  - ვიდეო/აუდიომონიტორინგი) განხორციელების პროცესში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვის უზრუნველსაყოფად, ვიდეო/აუდიო მონიტორინგის მიზნის და მოცულობის,  ვიდეო/აუდიომონიტორინგის ხანგრძლივობის, ვიდეო, აუდიო და აუდიო/ვიდეო ჩანაწერზე წვდომის, მათი შენახვის და განადგურების წესის და პირობების, მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვის მექანიზმების განსაზღვრის გამჭირვალე პროცედურების დადგენა. 
2. წესი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-11 მუხლების გათვალისწინებით  ადგენს ვიდეომონიტორინგის, აუდიომონიტორინგისა და აუდიო/ვიდეომონიტორინგის განხორციელების პროცედურულ ნორმებს,  თითოეული მათგანის სპეციფიკის გათვალისწინებით. 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1.ამ წესში გამოყენებულ  ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ვიდეომონიტორინგი -  საჯარო და კერძო სივრცეში განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ვიზუალური გამოსახულების მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, ვიდეოკონტროლი ან/და ვიდეოჩაწერა (გარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებისა);
ბ) აუდიომონიტორინგი - საჯარო და კერძო სივრცეში განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ხმოვანი სიგნალის მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, აუდიოკონტროლი ან/და აუდიოჩაწერა (გარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებისა). 
2. ამ წესში გამოყენებულ  სხვა ტერმინებს აქვს  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს  კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსით, უნივერსიტეტის რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სხვა სამართველბრივი აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ ამ წესებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 

მუხლი 3. ვიდეომონიტორინგის ფორმა
1.უნივერსიტეტი ახორციელებს ვიდეომონიტორინგს (აუდიომონიტორინგის ელემენტების გარეშე)  შემდეგი ფორმით:
ა)  უნივერსიტეტის შენობის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომონიტორინგი;
ბ)უნივერსიტეტის საგამოცდო სივრცეებში ვიდეომონიტორინგი, მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით. 
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ვიდეომონიტორინგი ხორციელდება უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირების მიერ. გამოცდის დაწყებამდე სტუდენტს ეცნობება, რომ გამოცდის მიმდინარეობა იწერება, კონკრეტული  მიზნით და განემარტება შედეგები. 
3. უნივერსიტეტს თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული აქვს  ვიდეომონიტორინგის განხორციელების გამაფრთხილებელი ნიშნები. 
4. უნივერსიტეტის ვიდეოსათვალთვალო სისტემაზე წვდომის უფლებამოსილება აქვს უნივერსიტეტის დაცვის სამსახურს. 
5. ვიდეოსათვალთვალო სისტემაზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ის სამსახურიდან წასვლის ან/და მივლინების ან/და შვებულების დროს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლებამოსილება გააჩნია უფლებამონაცვლე პირ(ებ)ს, რომლებ ზეც გადადის იგივე უფლება-მოვალეობები. 
 6.ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და დანაშაულის გამოძიების მიზნით, მოთხოვნის საფუძველზე უნივერსიტეტი ვიდეო ჩანაწერს გადასცემს შესაბამის უწყებებს, მხოლოდ მოსამართლის განჩინების ან/და გადაუდებელი აუცლებლობის შემთხვევაში პროკურატურის მოტივირებული დადგენლების საფუძველზე. 

მუხლი 4. ვიდეომონიტორინგის მიზანი და მოცულობა
1.უნივერსიტეტის მიერ ვიდეომონიტორინგი ხორციელდება:
ა)პირთა უსაფრთხოების, საკუთრების დაცვის, ასევე  გამოცდების ჩატარების მიზნებისათვის საგამოცდო აუდიტორიებში (ეს უკანასკნელი საჭიროების შემთხვევაში) უნივერსიტეტის შენობებში (ადმინისტრაციულ და სასწავლო კორპუსებში), გარე პერიმეტრზე, შემოსასვლელში, დერეფნებში; 
ბ) უნივერსიტეტის მიერ ვიდეომონიტორინგი ხორციელდება უნივერსიტეტის შენობების  უსაფრთხოების დაცვის, გარეშე პირთა უკანონოდ შეღწევის პრევენციის და გამოვლენის მიზნით;

მუხლი 5.  ტექნიკური მახასიათებლები
1. ვიდეოკამერა უნივერსიტეტის ოთახების შიდა სივრცეში განთავსებულია    საგამოცდო  ცენტრში   - უნივერსიტეტის სასწავლო კორპ. #3;  სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის - პირველი კორპუსში; დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის საგამოცდო ოთახებში. 
2. ვიდეოკამერები განთავსებულია უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში, საკონფერენციო დარბაზებში,   სარეპეტიციო დარბაზში, თეატრალურ დარბაზში. 
3. შენობის როგორც გარე, ასევე შიდა პერიმეტრზე განთავსებულია თვალსაჩინო გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ „მიმდინარეობს ვიდეო  კონტროლი“. 
4. შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების მეშვეობით ჩაწერა  მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში.  ვიდეოკამერების რაოდენობის და რეჟიმების ცვლილებას ახორცილებს თსსუ-ს დაცვის სამსახური.  
5. უნივერსიტეტის დაცვის სამსახური  დაცვის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს  უნივერსიტეტის შენობების, როგორც შიდა ასევე გარე პერიმეტრის და პერიმეტრზე არსებული შენობა-ნაგებობების კონტროლს. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოკამერები  წარმოადგენს მომსახურების გამწევი პირის (უნივერსიტეტის)  საკუთრებას. 
6. უნივერსიტეტში ვიდეომონიტორინგი ხორციელდება უწყვეტ რეჟიმში. უნივერსიტეტის ტერიტორიებზე განთავსებულია თვალსაჩინო გამაფრთხილებელი ნიშნები, რომ „უნივერსიტეტის  ტერიტორიაზე   მინდინარეობს ვიდეომონიტორინგი“. 

მუხლი 6. უსაფრთხოების ზომები, ვიდეო ჩანაწერის შენახვის ვადა, პირობები და განადგურების წესი
1.უნივერსიტეტის შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეო კამერების ჩანაწერთან წვდომა ხდება, როგორც რეალურ დროში, ასევე შესაძლებელია ვიდეოკამერის ჩანაწერის ნახვა, გადახვევა და სხვა მოწყობილობაზე ჩაწერა.
2. უნივერსიტეტის შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერები დაკავშირებულია უნივერსიტეტის შიდა კომპიუტერებთან და დაცვის სამსახურის მოწყობილობასთან. კერძოდ:  დაცვის სამსახურის  ოთახში    განთავსებულია  მოწყობილობა, რომელზეც  წვდომა  აქვს დაცვის სამსახურის უფროსს, დაცვის სამსახურის თანამშრომლებს, უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT)  სამსახურის უფლებამოსილი  პირს;
3. უნივერსიტეტის შენობების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკემერის ჩანაწერის ნახვა, გადახვევა და ელექტრონულ ან სხვა მატარებელზე  ჩაწერა შესაძლებელია უნივერსიტეტის  რექტორის და კანცლერის,  ან მათ მიერ განსაზღვრული პირის ნებართვით.
4. უნივერსიტეტის შენობების შიდა და გარე პერიმეტზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ინახება (ვიდეოკამერების მეხსიერების ბარათზე) არანაკლებ 15 დღისა და არაუმეტეს 30 დღისა, თუ სახეზე არ არის მონაცემთა შენახვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
5.უნივერსიტეტის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებთან უკანონოდ წვდომის ან ინციდენტის დაფიქსირების შემთხვევაში, დაცვის სამსახურის უფროსი და უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სამსახურის უფლებამოსილი  პირი ატყობინებს  უნივერსიტეტის კანცლერს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს. 
6.უნივერსიტეტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებთან წვდომა (ვიდეოკამერების ჩანაწერის  ნახვა, რეალურ დროში ყურება, ჩანაწერის გაკეთება და ამოღება)  აქვს მხოლოდ უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სამსახურის უფლებამოსილ პირს  და ვიდეო/აუდიო მონიტორინგის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს (დაცვის სამსახურს)   უნივერსიტეტის რექტორთან და  კანცლერთან შეთანხმებით ან მათ მიერ განსაზღვრულ  პირთან შეთანხმებით - სხვა პირებს.
7.უნივერსიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებთან  უკანონო წვდომის ან ინციდენტის დაფიქსირების შემთხვევაში, დაცვის  სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა შეატყობინოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ინსპექტირებაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს უნივერსიტეტის  რექტორს,  კანცლერს და პერსონალურ  მონაცემთა დაცვის ოფიცერს. 
8. უნივერსიტეტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების მოცულობის შენახვის ვადა  არის, არანაკლებ 15 დღე და არაუმეტეს 30 დღე.  ვიდეო კამერების ჩანაწერის ვადის  ამოწურვის შემდგომ ახალი ჩანაწერის გაკეთება ხდება ძველზე გადაწერის გზით - რაც იწვევს ძველი ჩანაწერის ავტომატურ წაშლას. იმ შემთხვევაში თუ ჩანაწერი ამოღებულია, მისი განადგურება ხდება იმ პირის მიერ (უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT)  სამსახურის უფლებამოსილი  პირი), ვის მიერაც ამოღებულ იქნა ჩანაწერი, იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რისთვისაც მოხდა ამოღება. 

მუხლი 7. აუდიომონიტორინგის ფორმა
1.აუდიომონიტორინგის განხორციელების პროცედურა ვრცელდება მხოლოდ აუდიომონიტორინგზე (ვიდეომონიტორინგის ელემენტების გარეშე).
2.უნივერსიტეტი ახორციელებს აუდიომონიტორინგის უნივერსიტეტის  ადმინისტრაციულ კორპუსში განთავსებულ  საბჭოების დარბაზში,  ბრიფინგის დარბაზში, დიპლომირებული მედიკოსის  ამერიკული პროგრამის საგამოცდო ოთახებში (მეორე სასწავლო კორპუსი) და თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში. 

მუხლი 8. აუდიომონიტორინგის მიზანი და მოცულობა
1.უნივერსიტეტი ახორციელებს აუდიომონიტორინგს:
ა)უნივერსიტეტის საბჭოების დარბაზებში გამართული სხდომების აუდიო  მონიტორინგის ჩაწერის  გზით;
ბ) კონკურსის დროს ზეპირი გასაუბრებების    მიმდინარეობისას;
გ) ბრიფინგის დარბაზში ეთიკის კომისიის სხდომების მიმდინარეობისას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთვევაში, აუდიომონიტორინგი ხორციელდება უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ.  უნივერსიტეტის  აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების წევრებს ეცნობებთ, სხდომების  მიმდინარეობის აუდიო ჩაწერის თაობაზე.  
3. თუ უნივერსიტეტის მიერ აუდიომონიტორინგის განხორციელების პროცესში ადგილი ექნება  იმგვარი მონაცემების დამუშავებას, რომელიც არ არის დაკავშირებული ამ მუხლით გათვალისწინებულ მიზნებთან, უნივერსიტეტი არ ახდენს  აღნიშნული მონაცემების სხვა მიზნით გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული  სხვა საფუძველი. 

მუხლი 9. უსაფრთხოების ზომები, აუდიო ჩანაწერის შენახვის ვადა, პირობები და გადანგურების წესი
1. ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აუდიოჩანაწერი გამოიყენება სხდომის ოქმის გასაფორმებლად  და გამოცდების შედეგებისათვის.  
2. აუდიოჩანაწერზე წვდომა აქვთ რექტორის ან   კანცლერის ბრძანებით განსაზღვრულ პირებს.     
3. სხდომათა დარბაზში სხდომის მიმდინარეობის პროცესის  აუდიომასალა,  ინახება  რექტორის აპარატის უფროსის მიერ  1 (ერთი)  წლის   ვადით. 
4.  კონკურსების მიმდინარეობის  პროცესის ჩანაწერი, ინახება 1 (ერთი) წლის  ვადით. 
5. შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ  აუდიომასალა ნადგურდება უნივერსიტეტის კანცლერის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ. 

მუხლი 10. აუდიო/ვიდეომონიტორინგის ფორმა
1. ამ თავით განსაზღვრული პროცედურა ვრცელდება  აუდიო/ვიდეომონიტორინგზე (ერთდროულად მოიცავს, როგორც ვიდეო, ასევე აუდიო მონიტორინგის ელემენტებს).
2. უნივერსიტეტი ახორციელებს აუდიო/ვიდეომონიტორინგს შემდეგი ფორმით:
ა) კონკურსების ჩატარების დროს, როდესაც ერთდროულად ხორციელდება აუდიო/ვიდეო მონიტორინგი. 
ბ) უნივერსიტეტი ახორციელებს აუდი/ვიდეომონიტორინგს უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში, უნივერსიტეტის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში.    3. უნივერსიტეტში, ასევე შესაძლოა, განხორციელდეს აუდიო/ვიდეომონიტორინგი სამუშაო შეხვედრების და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების/კონკურსების ჩატარებისას, დამსწრე პირთა წინასწარი  ინფორმირების საფუძველზე.  
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აუდიო/ვიდეომონიტორინგი ხორციელდება უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ.  ინტერვიუს/გამოცდის დაწყებამდე სტუდენტს  ეცნობება, რომ გამოცდის მიმდინარეობა იწერება, კონკრეტული  მიზნით და განემარტება შედეგები. 

მუხლი 11.  აუდიო /ვიდეო მონიტორინგის მიზანი და მოცულობა
1. ამ წესების მე-10 მუხლის  მე-3 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული აუდიო/ვიდეო მონიტორინგის მიზანია კონკურსის ჩატარების  კანონიერების და  სამართლიანობის ამსახველი  დოკუმენტის შექმნა. 
2. სხდომების/შეხვედრების  ჩაწერის მიზანი არის შეხვედრაზე განხილული საკითხების სისტემატიზაცია.  
3. სსიპ- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში ხორციელდება ობიექტურად სტრუქტურირებული  კლინიკური გამოცდის  (OSCE-ს) და  ოდონტოლოგიის დეპარტამენტში ობიექტურად სტრუქტუირებული პრაქტიკული გამოცდის  (OSPE)  ჩატარება. აღნიშნული გამოცდების მსვლელობის დროს მიმდინარეობს აუდიო/ვიდეო მონიტორინგი. ვიდეო  ჩანაწერზე დაყრდნობით ხდება სტუდენტთა შეფასება. აუდიო/ვიდეო მონიტორინგის დროს გაკეთებული ჩანაწერი გამოიყენება სტუდენტის მიერ გამოცდის გასაჩივრების დროს.   გასაჩივრების დროს ამოღებული ვიდეო ჩანაწერი,   ნადგურდება უფლებამოსილი პირის მიერ, აღნიშნული წესით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

მუხლი 12. უსაფრთხოების ზომების, აუდიო/ვიდეო ჩანაწერის შენახვის ვადა, პირობები და განადგურების წესი
1. საკონკურსო კომისიის სხდომის  გადაღება და ჩაწერა ხდება შემდეგი წესით: კონკურსანტი ინფორმირებულ თანხამობას აცხადებს „სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის და საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტის“ (დამტკიცებული: თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 27 აპრილის #23/6 დადგენილებით)  თანახმად  ჩაწერაზე.  არსებული ჩანაწერი,  გამოყენებულ იქნება   ოქმისათვის.   
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სხდომის ჩანაწერის ამოღების უფლებამოსილება აქვს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს და უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT)  სამსახურის უფლებამოსილ პირს. ჩანაწერი ინახება საკონკურსო კომისიის ოქმის შენახვის ვადით, მომავალი აკადემიური კონკურსის ჩატარებამდე.   
3. ობიექტურად სტრუქტურირებული  კლინიკური გამოცდის  (OSCE-ს) და  ოდონტოლოგიის დეპარტამენტში ობიექტურად სტრუქტუირებული პრაქტიკული გამოცდის  (OSPE)  აუდიო/ვიდეო ჩანაწერი  წარმოადგენს    გამოცდის ჩაბარებასთან დაკავშირებულ მასალას და ინახება  1 წლამდე  (აღნიშნული პერიოდი მოიცავს სტუდენტის მიერ გასაჩივრების ვადას)  ვადით,  ხოლო შემდგომ ნადგურდება. 
4. აუდიო/ვიდეო ჩანაწერი ნადგურდება ჩანაწერის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ან განადგურება ხდება იმ პირის მიერ, ვინც პასუხისმგებელია აუდიო/ვიდეო/ფოტო წარმოების მასალების განადგურებაზე. 

მუხლი 13. მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის მექანიზმები
1.უნივერსიტეტი  უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავით გათვალისწინებული უფლებების დაცვას. 
2.ვიდეო/აუდიო მონიტორინგის პროცესში მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია მიმართოს უნივერსიტეტის  რექტორს ან კანცლერს ან/და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს. 
3.აუდიო/ვიდეო მონიტორინგის პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითებზე  დავის შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტს  უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან/და სასამართლოს. 

მუხლი 14. დასკვნითი დებულებები
1.  წინამდებარე დოკუმენტს   ძალაში შედის  სსიპ  - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  რექტორის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით  დამტკიცების შემდგომ. 
2.დოკუმენტში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით.

პროფესორი ირაკლი ნატროშვილი,
რექტორი