თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

1.1.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში–სამსახური) წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში_უნივერსიტეტი) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონის “უმაღლესი განათლების შესახებ” 25-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის, სწავლების, კვლევითი და პროფესიული აქტივობის სისტემატური შეფასების მიზნით.
1.2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდებით და შინაგანაწესით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის მართვის ორგანოების ადმინისტრაციული აქტებით და ამ დებულებით.
1.3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობა ხორციელდება სისტემატურად აკადემიური პერსონალის, ადმინისტრაციული პერსონალის და სტუდენტების ძალისხმევათა ინტეგრირების და კოორდინირების ეფექტური მექანიზმებით.
1.4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობა საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
1.5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თანამშრომლობს საქართველოს და საზღვარგარეთის სხვა უმაღლესი სასწავლებლებისანალოგიურ სტრუქტურებთან, მოქმედებს ხარისხის კონტროლის გამჭირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მექანიზმების შესაქმნელად.
1.6. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას და შენარჩუნებას,
სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას.
1.7. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული_უმაღლესი სასწავლებლის ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესებისათვის თვითშეფასების მომზადებას. (25.07.2012 #23/6)

თავი II. სამსახურის საქმიანობა

2.1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს აკადემიური პროცესის წარმართვას უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების საერთო ევროპულ სივრცეში სრული ინტეგრაციის ინტერესების შესაბამისად;
2.2 სამსახურის საუნივერსიტეტო მუშაობის ძირითადი სფეროებია:
ა) ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკისა და შიდასაუნივერსიტეტო მექანიზმების შემუშავება და მათი დაგეგმვა;
ბ) საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების შეფასება, მონაწილეობა აკადემიური პერსონალის კლინიკური/პრაქტიკული საქმიანობის
მონიტორინგსა და შეფასებაში; (25.07.2012 #23/6)
გ) სტუდენტთა შეფასების მექანიზმების/ფორმების შემუშავება და სტუდენტთა შეფასების კვლევა;
დ) მონაწილეობა მატერიალურ_ტექნიკური ბაზის შეფასებაში; (25.07.2012 #23/6)
ე) საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და სხვა უწყებრივი სტრუქტურებისათვის უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის შეფასების გარე მექანიზმების განხორციელებისათვის ხელშეწყობა და მონაწილეობა. (08.10.10 #23/9)
2.3 სამსახური შეიმუშავებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შეფასების შიდასაუნივერსიტეტო პროცედურებს;
2.4 სამსახური მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგსა და რეკომენდაციების შემუშავებაში მათი გაუმჯობესებისათვის. (25.07.2012 #23/6)
2.5 რეკომენდაციები წარედგინება რექტორს და მოხსენდება უნივერსიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებს.
2.6 სხვა საუნივერსიტეტო სამსახურებთან ერთად მონაწილეობს აკადემიური პერსონალის დატვირთვის რეგულირების, სტუდენტთა მობილობის და კრედიტ-სატრანსფერო სისტემის გამოყენების რეგულირებაში;
2.7 ახორციელებს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებებს;
2.8 ახორციელებს ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციისათვის თვითშეფასების პროცესს.

თავი III. სამსახურის შემადგენლობა და ხელმძღვანელობა

3.1 ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად სამსახურში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სამსახურის ხელმძღვანელი;
ბ) მთავარი სპეციალისტი;
გ) უფროსი სპეციალისტი;
დ) სპეციალისტი.
3.2 სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
3.3 სამსახურის ხელმძღვანელი:
ა) ახორციელებს უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის საქმიანობის მართვას და კოორდინაციას;
ბ) ადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას;
გ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობას, განსაზღვრავს მათ მიერ შესასრულებელი საქმიანობის ვადებსა და ფორმებს;
დ) პასუხისმგებელია სამსახურის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებსა და დოკუმენტებზე. (25.07.2012 #23/6)

თავი IV. სამსახურის თანამშრომლები

4.1 სამსახურის თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესითთანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ათავისუფლებს რექტორი.
4.2 უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები მოქმედებენ დამტკიცებული გეგმისა და სამსახურის ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად;
4.3 სამსახურის მთავარი სპეციალისტი მუდმივ კონტროლს უწევს სამუშაო გეგმის, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის მითითებების შესრულებას;
4.4 სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის პერიოდში მისი მოვალეობის შემსრულებელს განსაზღვრავს რექტორი სათანადო ბრძანებით.
4.5 სამსახურის სპეციალისტები მონაწილეობენ უნივერსიტეტის სასწავლო, კვლევითი და კლინიკური საქმიანობის ხარისხის შეფასებასა და მონიტორინგში;
4.6 სამსახურის მთავარი სპეციალისტი და სპეციალისტები (მათ შორის უფროსი სპეციალისტი) შემუშავებული გეგმისა და დავალებების გადანაწილების გზით ახორციელებენ წინამდებარე დებულებით სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას და შედეგებს წარუდგენენ სამსახურის ხელმძღვანელს;
4.7 ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ახდენს სამსახურში შემოსული და სამსახურიდან გასული კორესპონდენციის დამუშავებას, ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების ინფორმირებულობის და მუშაობაში ჩართულობის კოორდინირებას.
4.8 სამსახურის თანამშრომლები ახდენენ უნივერსიტეტის ფაკულტეტების შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას;
4.9 სამსახურის თანამშრომლებს შორის საქმიანობის სფეროთა გადანაწილება შესაძლებელია მოხდეს როგორც სამედიცინო განათლების დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ საფეხურებზე, ასევე საბაზისო და კლინიკურ დისციპლინებზე და კვლევით საქმიანობაზე.
4.10 თანამშრომლები ანგარიშვალდებული არიან სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.
4.11 თანამშრომლები უზრუნველყოფენ მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას ამ დებ ულების შესაბამისად.
4.12 სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით.
4.13 უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებს შორის თანამშრომლობა წესრიგდება უნივერსიტეტის წესდებით.
4.14 სამსახურის სამუშაო გეგმის განხორციელების პროცესში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეულ იქნას დამატებითპერსონალი.
4.15 ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა სამუშაო გეგმის განხორციელების პროცესში, შესაძლებელია, დამატებით ჩართოს სტუდენტები. (25.07.2012 #23/6)

თავი V. დასკვნითი დებულებანი

5.1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების წინაშე.
5.2 უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წელიწადში ერთხელ ამზადებს საანგარიშო მოხსენებას, რომელიც წარედგინება უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს.
5.3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, რომელთა შესრულება შეესაბამება უნივერსიტეტის მიზნებისა და ამოცანების, ასევე, განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორიცელების ინტერესებს.
5.4 სამსახურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ კანონმდებლობითდადგენილი წესით.