კ ო დ ი ფ ი ც ი რ ე ბ უ ლ ი

ცვლილება შეტანილია:

(19.02.2014 w. #23/1)

(07.05.2014 w. #23/3)

(05.04.2016წ N23/3)

(07.03.2018 წ N23/3)

(18.05.2018წ N23/8)

(13.05.2019წ 23/6) 

დამტკიცებულია თსსუ–ის წარმომადგენლობითი საბჭოს

2011 წლის 9 თებერვლის # 23/2 დადგენილებით


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის

სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დებულება (07.05.2014 წ. N23/3)


მუხლი 1. ზოგადი დებულებები



1. ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი არის სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული  ერთეული  (შემდგომში  – ინსტიტუტი).   (07.05.2014  w. #23/3)

2. ინსტიტუტი თსსუ-ს სახელით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამეცნიერო- კვლევით, საგანმანათლებლო, ეკონომიკურ, საკონსულტაციო  და საექსპერტო საქმიანობას.

3. ინსტიტუტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით “მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ”, საქართველოს კანონით “უმაღლესი განათლებისა შესახებ”, სხვა ნორმატიული აქტებით, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით, თსსუ-ს წესდებითა და წინამდებარე დებულებით.

4. ინსტიტუტს აქვს თსსუ-სთან შეთანხმებული და დამტკიცებული რეკვიზიტებით (ბეჭედი, ბლანკი, ლოგო, ვებ-საიტი და სხვა) სარგებლობის უფლება.

5. ინსტიტუტს გააჩნია თსსუ-ის მიერ გახსნილი საბანკო ქვეანგარიშები და საგრანტო ანგარიშები.

6. ინსტიტუტი   ეკონომიკურ და   ქონებრივ   ურთიერთობებს, ფინანსური სახსრების მიღებასა და განკარგვას ახორციელებს დადგენილი წესით თსსუ-ს მიერ დელეგირებულ უფლებათა ფარგლებში.

7. ინსტიტუტის ადმინისტრაციის მისამართია: თბილისი, ა . ბელიაშვილის ქ. 7 6 . (07.03.2018 წ N23/3)


მუხლი 2. ინსტიტუტის მიზნები და ამოცანები


1. ინსტიტუტის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესების ეფექტურად წარმართვა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სამეცნიერო კადრების მომზადება.(05.04.2016წ N23/3)

2. ინსტიტუტის დანიშნულებაა ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის კვლევების, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობისა და გამოყენებითი მიმართულების სამუშაოების წარმოება სახელმწიფო ან კერძო სექტორის დაკვეთით. მათ შორის:

ა) სამედიცინო-ბიოლოგიური პროფილის კადრების უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელება;

ბ) სამედიცინო-ბიოლოგიური პროფილის კადრების უმაღლესი, უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელება;(05.04.2016წ N23/3)

გ) სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;

დ) ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და დანერგვა;

ე) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;

ვ) ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის მობილობის წახალისება;

3. ინსტიტუტი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და ხელი შეუწყოს

სტუდენტთა საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომების მაღალ   პროფესიულ დონეზე განხორციელებას;

4. ინსტიტუტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო- კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე საქმიანობა, მათ შორის საპროექტო და ტექნოლოგიური საქმიანობა.

5. ინსტიტუტი უფლებამოსილია განსაზღვროს საინსტიტუტო პრიორიტეტები და სამეცნიერო- კვლევითი პროგრამა, ჩაატაროს სამეცნიერო კონფერენციები და სამეცნიერო ხასიათის სხვა ღონისძიებები, დაამყაროს სამეცნიერო კონტაქტები ადგილობრივ და უცხოელ წამყვან სამეცნიერო- კვლევით ცენტრებთან, აქტიური  მონაწილეობა  მიიღოს სამეცნიერო კვლევებში (ერთობლივი სამეცნიერო პროგრამები, გრანტები, გაცვლითი პროგრამები და სხვ.)

6. ინსტიტუტს კომპეტენციის   ფარგლებში საკუთარი სახელით შეუძლია დადოს ცალკეულ ფიზიკურ თუ იურიდიულ   პირებთან   სათანადო   ხელშეკრულებები   (კონტრაქტები)   სამუშაოების (მომსახურების) ჩატარებაზე.


მუხლი 3.


1. ინსტიტუტის მართვის ორგანოებია: სამეცნიერო საბჭო, დირექტორი და ფინანსური დირექტორი.(13.05.2019წ 23/6)

2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო განიხილავს და წყვეტს ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობისა და განვითარების საკითხებს;

3. ინსტიტუტის სამეცნიერო–საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საქმიანობას კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს ინსტიტუტის დირექტორი. (13.05.2019წ 23/6)

31. ინსტიტუტის ადმინისტრაციულ და საფინანსო–ეკონომიკურ მართვას კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ფინანსური დირექტორი.(13.05.2019წ 23/6)

4. ინსტიტუტის ქვედანაყოფებია: სამეცნიერო–კვლევითი განყოფილებები, ლაბორატორიები, სამკურნალო მცენარეთა საცდელი სადგურები, ექსპერიმენტულ-საწარმოო ბაზა, ვივარიუმი, საწყობი და დამხმარე ერთეულები.“

5.სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო   და   ამტკიცებს  დირექტორი. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ტანამდებობაზე  არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.

6.   არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ინიშნებიან დირექტორის მიერ.(05.04.2016წ N23/3)


მუხლი 4.ინსტიტუტის პერსონალი


1. ინსტიტუტის პერსონალს შეადგენს სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი.

2. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი შეიძლება შედგებოდეს მეცნიერებისა და პოსტდოქტორანტებისაგან.

3. მეცნიერები არიან შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი.

4. პოსტდოქტორანტია პირი, რომელსაც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად არაუმეტეს 2 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.

5. ინსტიტუტის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნებიან ინსტიტუტის დირექტორი და ფინანსური დირექტორი. ფინანსურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს თსსუ-ის რექტორი, კანცლერის წარდგინებით. (13.05.2019წ 23/6)

6. ინსტიტუტის დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება ლაბორანტები, კვლევების ოპტიმიზაციის საინფორმაციო-ტექნოლოგიური სამსახურის თანამშრომლები, კადრების განყოფილების და კანცელარიის თანამშრომლები, ბუღალტერიის თანამშრომლები, ინჟინერები, საწყობის გამგე, დარაჯები, ტექნიკური და ვივარიუმის მუშაკები და სხვ.

7. საჭიროებისამებრ ინსტიტუტი უფლებამოსილია დროებით მიიწვიოს მეცნიერი ან სპეციალისტი კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად ( არაუმეტეს 6 თვის ვადით).

8. ინსტიტუტის პერსონალის უფლება-მოვალეობა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით, თსსუ-ს წესდებით, შინაგანაწესით და წინამდებარე დებულებით.(05.04.2016წ N23/3)


მუხლი 5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო


1. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ქმნიან მთავარი მეცნიერი თანამშრომლები.

2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო:

ა) განიხილავს და წყვეტს ინსტიტუტის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში;

გ) ასრულებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

3. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებისაგან ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე.

4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის  უფლებამოსილებები,  უფლებამოსილების ვადა, არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება წინამდებარე დებულებით;

5. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

6. სამეცნიერო საბჭოს სხდომა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის   მიერ   მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ, თვეში ერთხელ. სამეცნიერო საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან/და ინსტიტუტის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.

7. სამეცნიერო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს. (05.04.2016წ N23/3)


მუხლი 6. სამეცნიერო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება


1. სამეცნიერო   საბჭოს უფლებამოსილება   წარმოიშობა   ამ დებულებით   დადგენილი   წესით საბჭოს პირველ სხდომაზე.

2. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია:

ა) ინსტიტუტის ფინანსური დირექტორის წარდგინებით მოისმინოს ანგარიში ინსტიტუტის ბიუჯეტის შესრულებაზე;(13.05.2019წ 23/6)

ბ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ღია კონკურსის წესით შეარჩიოს ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურა და დასამტკიცებლად წარუდგინოს თსსუ-საკადემიურ საბჭოს;(05.04.2016წ N23/3)

გ) შეიმუშავოს ინსტიტუტის დებულების ცვლილებებისა ან/და დამატებების პროექტი;

დ)განიხილოს და განსაზღვროს ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და უზრუნველყოს ამ მიმართულებათა განხორციელების მონიტორინგი.(05.04.2016წ N23/3)

ე) მოისმინოს და განიხილოს ქვედანაყოფების ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგები/ანგარიშები, პრობლემატური სამეცნიერო საკითხები, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებები;

ვ) თსსუ-ს აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგინოს ინსტიტუტის საქმიანობის წლიური სამეცნიერო ანგარიში;

ზ) განიხილოს სხვა საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საწარმოო დაწესებულებებთან სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხები;

თ) აირჩიოს ინსტიტუტის ქვედანაყოფების ხელმძღვანელები ღია კონკურსის საფუძველზე ფარული კენჭისყრით, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი.(05.04.2016წ N23/3)

ი) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თავისი შემადგენლობიდან აირჩიოს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში განახორციელებს მის უფლებამოსილებებს.

ლ) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებებს სამეცნიერო ჟურნალების გამოცემის თაობაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიები და პერიოდულად მოისმინოს მათი მუშაობის ანგარიშები;(05.04.2016წ N23/3)

მ) სამეცნიერო საბჭო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა არჩევნების უზრუნველყოფის მიზნით ქმნის საარჩევნო კომისიას და ამტკიცებს მისი საქმიანობის წესს.(05.04.2016წ N23/3)

3. სამეცნიერო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში ა) სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრი

სისტემატურად არ ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;

 გ)სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა ან შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება.(05.04.2016წ N23/3)

დ) გარდაცვალებისას;

ე ) ინტიტუტის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლებისას.


მუხლი 7. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე


1. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

2. სამეცნიერო   საბჭოს   თავმჯდომარეს   უნდა   ჰქონდეს   დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. იგი აირჩევა 5 (ხუთი) წლის ვადით.(05.04.2016წ N23/3)

3. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას.

4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს;

გ)მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;

დ)სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობა ან შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება.(05.04.2016წ N23/3)

ე) ინსტიტუტის სამეცნიერო  თანამდებობიდან  განთავისუფლებისას;

ვ) გარდაცვალებისას.


71. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი (05.04.2016წ N23/3)


1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი პირობის დაკმაყოფილება:

ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 5 წლის ვადით.

ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს,

რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 5 წლის ვადით.

გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის:

ა) თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს 5 წლის ვადით, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელსაც აქვს შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების განვითარების უნარი თანამედროვე სტანდარტების შესატყვისად;

ბ) თანამდებობაზე უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით პროექტებში და სხვა). მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, რომელიც უვადოდ აირჩა, 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. (N23/8; 18.05.2018)

3. სამეცნიერო თანამდებობის კონკურსის წესით დასაკავებლად დამატებით პირობებს შეიმუშავებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და განსახილველად წარუდგენს თსსუ-ის აკადემიურ საბჭოს, რომელიც აღნიშნულ წესსა და დამატებით პირობებს დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობით საბჭოს.

4.   პოსტდოქტორანტად   აკადემიური   საბჭოს  მიერ  განსაზღვრული   წესით  შეიძლება  აირჩეს პირი,რომელსაც  აქვს  დოქტორის  აკადემიური   ხარისხი.


72. ინსტიტუტის დირექტორი (05.04.2016წ N23/3)


1. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.

2. ერთმა და იმავე პირმა ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა ზედიზედ შეიძლება დაიკავოს მხოლოდ ორჯერ.

3. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო დირექტორის კანდიდატურისთვის წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე აცხადებს ღია კონკურსს ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურის შესარჩევად, საბუთების მიღებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.

4. პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარდა, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელსაც გააჩნია:

ა) ბიოლოგიის ან მედიცინის სფეროში დოქტორის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ბიოლოგიის და/ან მედიცინის სფეროში სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

გ) განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები, რომელიც აკმაყოფილებს თსსუ-ის წესდებით განსაზღვრულ პირობებს;

დ) ბიოლოგიის ან მედიცინის სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

ე)სამოქმედო გეგმა, რომელსაც არჩევნებამდე აფასებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.

5. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს ინსტიტუტის და უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდებზე და ინსტიტუტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. 6. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.

7. ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატის შერჩევა ხდება სამეცნიერო საბჭოს მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. შერჩეულ კანდიდატს სამეცნიერო საბჭო დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.


მუხლი 8. ინსტიტუტის დირექტორის უფლებამოსილება


1.ინსტიტუტის დირექტორი:


ა) უზრუნველყოფს ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების ეფექტურად წარმართვას, ასევე ინსტიტუტის საფინანსო, ორგანიზაციულ მართვას;

ბ) უნივერსიტეტს შესათანხმებლად წარუდგენს ინსტიტუტის სტრატეგიული განვითარების გეგმასა და სამეცნიერო კვლევების მიმდინარე გეგმებს;

გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია უნივერსიტეტის მართვის ორგანოების გდაწყვეტილების შესრულებაზე;

დ) შეიმუშავებს და უნივერსიტეტის შესაბამის მართვის ორგანოებს განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგენს ინსტიტუტის ყოველწლიურ ბიუჯეტის პროექტს და საშტატო განრიგს;

ე) უნივერსიტეტის შესაბამის მართვის ორგანოებს წარუდგენს სამეცნიერო, სამედიცინო და ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;

ვ)ამოღებულია; (13.05.2019წ 23/6)

ზ) უზრუნველყოფს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;

თ)ამოღებულია; (13.05.2019წ 23/6)

ი) ამტკიცებს ინსტიტუტის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, წახალისების სახესა და გამოყენების წესს, მოქმედი კანონმდებლობისა და თსსუ–ის წესდების შესაბამისად;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრა-ციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;

ლ) თსსუ–თან შეთანხმებით წყვეტს თანამშრომლების წახალისებასა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხებს;

მ) უნივერსიტეტის რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე და ფარგლებში წარმოადგენს ინსტიტუტს მესამე პირთან ურთიერთობაში, დებს ხელშეკრულებებს სამუშაოს შესასრულებლად ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომელთა ღირებულებაც არ აღემატება უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ოდენობას;

ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

ო)ამოღებულია; (13.05.2019წ 23/6)

2. დირექტორს უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩანის ძალაში შესვლა;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაოდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

დ) გარდაცვალება;

ე) 65 წლის ასაკის მიღწევისას; 

ვ) შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.


მუხლი 81. ფინანსური დირექტორის უფლებამოსილება (13.05.2019წ 23/6)


1. ინსტიტუტის ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების მართვას ახორციელებს ფინანსური დირექტორი.

1.1 ფინანსური დირექტორი:

ა) ინსტიტუტის დირექტორთან ერთად ადგენს სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს;

ბ) თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსტიტუტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ დამხმარე პერსონალს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას;

გ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დამხმარე პერსონალის მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები;

დ) სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს ინსტიტუტის ბიუჯეტის პროექტს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, რომელსაც შემდგომ დასამტკიცებლად წარუდგენს თსსუ–ის წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ინსტიტუტის სახელით დებს ფინანსური ხასიათის ხელშეკრულებებს;

ვ) დებულების შესაბამისად კომპენტეციის ფარგლებში განკარგავს ფინანსურ სახსრებს, ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ინსტიტუტის სარგებლობაში გადაცემულ ქონებასა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;

თ) წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს შესათანხმებლად ინსტიტუტის ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის გეგმას და უზრუნველყოფს მის განხორციელებას და ავტორთა წახალისებას;

2. ფინანსური დირექტორის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;

დ) გარდაცვალებისას;

ე) 65 წლის ასაკის მიღწევისას

ვ) საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. (13.05.2019წ 23/6)

 

მუხლი 9. ინსტიტუტის ქონება


1.ინსტიტუტი,  როგორც  სამეცნიერო-კვლევითი, ასევე ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად იყენებს თსსუ-ის უძრავ და მოძრავ ქონებას. იგი ვალდებული უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა– პატრონობა

2. ინსტიტუტის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების ჩამოწერას ან გასხვისებას (იჯარა, გაქირავება, გაყიდვა, სარგებლობაში გადაცემა) ახორციელებს თსსუ, ინსტიტუტთან ერთად კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ,,მეცნიერების, ტექნოლოგიისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის 18-1 და 21-1 მუხლების შესაბამისად ინსტიტუტი თსსუ-თან შეთახმებით განკარგავს ინტელექტუალურ საკუთრებას.


მუხლი 10. ინსტიტუტის დაფინანსება და ხარჯები


1. ინსტიტუტის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს;

ა) ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები,საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში; ბ) სამეცნიერო გრანტების ფარგლებში მიღებული შემოსავალი;

გ) ინსტიტუტის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2.ინსტიტუტი მისი ქვეანგარიშიდან და საგრანტო ანგარიშიდან ახორციელე ბს (კომუნალური ხარჯები და ხელშეკრულებით მომუშავეთა სახელფასო ანაზღაურება მათ შორის საგრანტო. ასევე გრანტის განხორციელების მიზნით გასაწევი ხარჯები, რომელიც თავის მოცულობიდან გამომდინარე არ ექვემდებარება შესყიდვების კანონის მოთხოვნებს და სხვა) თანხების განკარგვას თსსუ-ის მიერ დელეგირებულ უფლებათა ფარგლებში.

3. ინ სტიტუტი საანგარიშო წლის 25 ოქტომბრამდე მომდევნო წლის ნაერთ ბიუჯეტის პროექტის ფორმირებისა და დამტკიცების მიზნით, თსსუ-ს განსახილველად წარუდგენს შემოსავლებისა და გასაწევი ხარჯების შესახებ ინფორმაციას.

4. ინსტიტუტი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტს პერიოდულად, განსაკუთრებულ შემთხვევებში (კვარტალურად) წარუდგინოს ოპერატიული ინფორმაცია ფაქტიურად მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ.


მუხლი 11. ინსტიტუტის ეკონომიკური საქმიანობა


1. ინსტიტუტი   თსსუ-თან შეთახმებით ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, ამტკიცებს სამუშაოებისა და მომსახურების შესახებ სახარჯთაღრიცხვო ფასებსა და ტარიფებს.

2. ინფრასტრუქტურის განვითარების, საოფისე ინვენტარის, ეკონომიკური საქმიანობისათვის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობისა და საჭირო მასალებით უზრუნველსაყოფად შესყიდვებს ახორციელებს თსსუ ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს კანონის ,,შესყიდვების შესახებ“ საფუძველზე.

3. განსაკუთრებულ შემთხვევებში ინსტიტუტი უფლებამოსილია თვითონ განახორციელოს შესყიდვები უნივერსიტეტის თანხმობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 12. ინსტიტუტის ბალანსის შედგენა და შემოწმება

ინსტიტუტი ადგენს საბუღალტრო   აღრიცხვა-ანგარიშგების კვარტალურ   ბალანსს და წარუდგენს თსსუ-ს.

მუხლი 13. ინსტიტუტის რეორგანიზაცია ინსტიტუტის რეორგანიზაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 14. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი ინსტიტუტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდების ფარგლებში.