საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად“ რეორგანიზაციის საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ატრიბუტიკის შეცვლასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13, 22-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის N413 დადგენილების, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის N132 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო გერბიანი ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესის“, ა(ა)იპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე- 14, 44-ე მუხლის საფუძველზე:
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. 2012 წლის 18 იანვრიდან შეწყდეს:
ა) სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმწიფო გერბიანი ბეჭდის გამოყენება;
ბ) სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცელარიის ბეჭდის გამოყენება; გ) სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გასული
დოკუმენტაციის სარეგისტრაციო შტამპის გამოყენება.
2. 2012 წლის 18 იანვრიდან ა(ა)იპ- ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“:
ა) ყველა სახის ოფიციალური დოკუმენტაცია დამოწმებულ იქნას ბეჭდით, რომელზეც გამოსახულია თსსუ-ს ლოგო (დანართი 1).
ბ) 2012 წლის 18 იანვრიდან ა(ა)იპ- ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ ის დოკუმენტაცია, რომელიც არ საჭიროებს თსსუ-ს ლოგოს გამოსახულებიანი ბეჭდით დამოწმებას, დამოწმდეს ა(ა)იპ- ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ კანცელარიის ბეჭდით (დანართი 2).
გ) გასული დოკუმენტაციის აღნუსხვის მიზნით, გამოყენებულ იქნას ა(ა)იპ- ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ სარეგისტრაციო შტამპი (დანართი 3).
3) სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმწიფო გერბიანი ბეჭდის, კანცელარიის ბეჭდისა და გასული დოკუმენტაციის სარეგისტრაციო შტამპის განადგურების მიზნით შეიქმნას კომისია, შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვასილ მიქაშავიძე - რექტორის აპარატის უფროსი;
ბ) გიორგი ბაქრაძე - ფინანსური რესურსების მართვისა და აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი;
გ) მიხეილ რობაქიძე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი; დ) მზია დუნდუა - იურიდიული სამსახურის უფროსი;
ე) ნინო ჩიხრაძე - კანცელარიის უფროსი;
4.კომისიამ უზრუნველყოს სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმწიფო გერბიანი ბეჭდის განადგურება ,,სახელმწიფო გერბიანი ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესის“ შესაბამისად.
რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია