გაცვლით პროგრამებში მონაწილე პირთა შერჩევის ორგანიზაციული ღონისძიებების შესახებ 

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის”, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის შესაბამისად, გაცვლით პროგრამებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა/რეზიდენტთა შერჩევის ორგანიზაციული და სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით

ვბრძანებ:

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გაცვლითი პროგრამების ფარგლებში შერჩევაში მონაწილეობის უფლება მიეცეს თსსუ-ის სტუდენტებს (პირველი და დამამთავრებელი კურსის გარდა). ასევე რეზიდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

2. გაცვლითი პროგრამებში მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) წარჩინებითი აკადემიური მოსწრება (რეიტინგი);
ბ) შესაბამისი უცხო ენის ცოდნა.

3. გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის განისაზღვროს სარეგისტრაციო თანხა - 10
ლარი.

4. გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:

ა) პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება დოკუმენტაციის განხილვისა და შესწავლის საფუძველზე;
ბ) მეორე ეტაპზე შედგება გასაუბრება (წერითი ტესტირება-საჭიროებისამებრ) შესაბამის უცხო ენაში.
5. გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: ა) განაცხადი, დანართის შესაბამისად;
ბ) შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ან დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორის წერილობითი შუამდგომლობა.
გ) გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის სარეგისტრაციო თანხის გადახდის ქვითარი.

6. გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის კანდიდატთა და სტაჟირებაზე გასაგზავნი ჯგუფის ხელმძღვანელ პირთა შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
 
ა) რიმა ბერიაშვილი – რექტორის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე); ბ) დავით ჭავჭანიძე – ვიცე-რექტორი;
გ) მანანა ქუთელია – უცხო ენების შემსწავლელი ცენტრის დირექტორი.
დ) ია ავალიანი - საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი;
ე) თათია მჭედლიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (კომისიის მდივანი).

7. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნას შესაბამისი დარგის და უცხო ენის სპეციალისტი.

8. კომისიის მიერ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის ჯგუფის ხელმძღვანელ პირთა შერჩევისას მხედველობაში იქნას მიღებული შესაბამისი უცხო ენის ცოდნა.

9. შერჩეული კანდიდატის შესაბამის ქვეყანაში სტაჟირებაზე გაგზავნის ფინანსური უზრუნველყოფა დაევალოს თსსუ-ის კანცლერს, ხოლო ორგანიზაციული უზრუნველყოფა და სტაჟირების პროცესზე მონიტორინგის განხორციელება დაევალოს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს.

10. დამტკიცდეს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა განაცხადის სააპლიკაციო ფორმა თანდართული დანართის შესაბამისად.

11. ამ ბრძანების ამოქმედებასთან ერთად ძალადაკარგულად ჩაითვალოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 15 დეკემბრის 100/01 ბრძანება.


რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია