თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სტუდენტთა “დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე” პროექტის განხორციელების ორგანიზაციული ღონისძიებების შესახებ 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 1 თებერვლის N.162 ბრძანებით დამტკიცებული “სტუდენტური დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე” და ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის შესაბამისად, უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების ორგანიზებულად წარმართვის მიზნით,

ვბრძანებ:

1. დაევალოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის “სტუდენტური დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე” პროექტში მონაწილე“ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებს:

ა) უზრუნველყონ დაქვემდებარებულ დაწესებულებაში “სტუდენტური დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე” პროექტში მონაწილე ყველა სტუდენტის მითითებულ სამუშაოზე დასაქმება 2012 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე დანართი N-1 (თან ერთვის). სტუდენტის იდენტიფიცირება განხორციელდეს დანართისა და პირადობის მოწმობის საშუალებით.

ბ) დეტალურად განუმარტონ დასაქმებულს შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი;

გ) შეუქმნან დასაქმებულს ყველა პირობა სამუშაოს ნორმალურად შესრულებისათვის;
დ) გააცნონ დასაქმებულს შრომის შინაგანაწესი;
ე) განახორციელონ დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით პირობებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების  მონიტორინგი;

ვ) აწარმოონ დასაქმებულის სამუშაოზე გამოცხადების, წასვლისა და გაცდენის აღრიცხვა;
დ) lizazazadze6@yahoo.com ;

2. დაევალოს კადრების სამსახურს უზრუნველყოს დასასაქმებელ სტუდენტებთან ხელშეკრულების დადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მასალების შესაბამისად.



რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია