მცირე სახელმწიფო გერბიანი ბლანკების ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საქმისწარმოებაში გამოყენების წესისა და კომისიის შექმნის შესახებ 

,,უმაღლესი   განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის, საქართველოს მთავრობის  2011  წლის  4  ნოემბრის  N413  დადგენილების,   საქართველოს  მთავრობის  2004 წლის   31   დეკემბრის   N132   დადგენილებით   დამტკიცებული   ,,სახელმწიფო   გერბიანი ბლანკების,  ბეჭდებისა  და  სხვა  საშუალებების  დამზადების,  გამოყენების,  შენახვისა  და განადგურების წესის“, თსსუ-ის წესდების მე-14 მუხლის საფუძველზე

ვბრძანებ:

1. თსსუ-ის კანცელარიამ უზრუნველყოს სახელმწიფო გერბიანი ბლანკების სააღრიცხვო- სარეგისტრაციო ფორმაში აღრიცხვა და შენახვა.

2. სახელმწიფო გერბიანი ბლანკების გამოყენებისა და შენახვის კონტროლი დაეკისროს თსსუ-ის კანცელარიის უფროსს (ნ.ჩიხრაძე).

3. სახელმწიფო გერბიანი ბლანკების კანცელარიიდან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებზე გაცემა დასტურდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

4. გამოსაყენებლად უვარგისი სახელმწიფო გერბიანი ბლანკების განადგურება განხორციელდეს სააღრიცხვო-სარეგისტრაციო ფორმაში აღნიშვნით.

5. წელიწადში ერთხელ სახელმწიფო გერბიანი ბლანკების არსებობის, გამოყენებისა და შენახვის შემოწმება განახორციელოს კომისიამ.

6. სახელმწიფო გერბიანი ბლანკების არსებობის, გამოყენებისა და შენახვის შემოწმების მიზნით, შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) კომისიის თავმჯდომარე ნ.რუხაძე - რექტორის აპარატის უფროსი;
ბ) გიორგი ბაქრაძე - ფინანსური რესურსების მართვისა და აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი;
გ) მიხეილ რობაქიძე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი; დ) მზია დუნდუა - იურიდიული სამსახურის უფროსი;
ე) ნინო ჩიხრაძე - კანცელარიის უფროსი;

7. ბრძანების მე-7 პუნქტით განსაზღვრული კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს კანონდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია