თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2012-2013 სასწ. წლის შემოდგომის სემესტრისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის ვადების გაგრძელების შესახებ 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, ა(ა)იპთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის N9/ნ ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების საფუძველზე

ვბრძანებ:

1. გაგრძელდეს აბიტურიენტთა რეგისტრაცია 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე საფეხურის სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2012 წლის 18 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (ასათიანის ქ. N.7, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, პირველი სართული, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანატი, ოთახი N.8, ტელ.: 254 25 07).

2. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს დაევალოს ამ ბრძანების გამოქვეყნება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

3. ბრძანება დაეგზავნოს სასწავლო პროგრამების მართვის შეფასების და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტს.



რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია