თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის  2012 წლის 27 მარტის N.24/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ა(ა)იპ - “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის” წესდების მე-14 ნუხლის შესაბამისად,
ვბრძანებ:

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 27 მარტის N.24/01 ბრძანების “ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებულ აქციაში უნივერსიტეტის თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ”, მე-5 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს: “5. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლები აქციაში მონაწილეობას მიიღებენ 2013 წლის ბოლომდე”.

2.დაევალოს კადრების სამსახურს (ლ. ზაზაძე), უზრუნველყოს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების, კლინიკებისა და ინსტიტუტების ხელმძღვანელებისათვის ინფორმაციის მიწოდება ივერსიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებულ აქციაში მონაწილეობის გაგრძელების თაობაზე.

3. ბრძანება დაეგზავნოს: კანცლერს, ვიცე-რექტორს, რექტორის მოადგილეებს, უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს, კლინიკებს, ინსტიტუტებს.


რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია