თსსუ–ის აკადემიური და ცალკეული კატეგორიის აკადემიური  პერსონალისათვის სამუშაო დროის განსაზღვრის თაობაზე 


უმაღლესი   განათლების   შესახებ  საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის,   სსიპ   _თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის    წესდების    მე-14 მუხლის,
„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანაწესის“ 41–ე მუხლის და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 19 თებერვლის #23/1 დადგენილების შესაბამისად,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს   თბილისის   სახელმწიფო   სამედიცინო   უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის სალექციო–სააუდიტორიო და სტუდენტებთან საკონსულტაციო მუშაობისთვის სასწავლო დეპარტამენტში ყოფნის სავალდებულო დროდ 32 საათი.

2. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმ აკადემიური პერსონალისათვის, რომელიც ამავდროულად დასაქმებულია ადმინისტრაციულ/დამხმარე თანამდებობაზე, სალექციო–სააუდიტორიო და სტუდენტებთან საკონსულტაციო მუშაობისთვის სასწავლო დეპარტამენტში ყოფნის სავალდებულო დროდ განისაზღვროს 22 საათი.

3. დაევალოს წინამდებარე ბრძანების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ აკადემიურ პერსონალს 1400 საათიდან გამოცხადდეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში და მისი სამუშაო დრო გაგრძელდეს 1900 საათამდე.

4. იმ აკადემიურ პერსონალზე, რომელიც ახორციელებს საექიმო საქმიანობას დეპარტამენტის/მიმართულების კლინიკურ ბაზებზე, გარდა წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტისა, ვრცელდება შესაბამისი კლინიკის შინაგანაწესის მოქმედება, რომლითაც განისაზღვრება კლინიკაში სამუშაო დრო.

5.         დაევალოთ დეპარტამენტების/მიმართულებების ხელმძღვანელებს უზრუნველყონ:
 
ა) წინამდებარე ბრძანების აკადემიური პესონალისათვის გაცნობა და შესაბამისი სამუშაო განრიგის  შედგენა;
ბ) მე–5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამუშაო განრიგის ცალკეული დეპარტამენტის მიხედვით ყოველი სემესტრის დასაწყისში რექტორის სახელზე წარმოდგენა;
გ) მე–5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამუშაო განრიგის ყველა დეპარტამენტში თვალსაჩინო ადგილას განთავსება.

6. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად.

7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

8. დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე და თვალსაჩინო ადგილას.

9. ბრძანება დაეგზავნოს: ვიცე–რექტორებს, ადმინისტრაციის ყველა სტრუქტურულ ერთეულს, სასწავლო დეპარტამენტებსა და მიმართულებებს.


რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია