თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  რექტორის 93/ 01 ბრძანება 01/08/2014 თბილისის   სახელმწიფო   სამედიცინო   უნივერსიტეტში   2014-2015   სასწავლო   წლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი  ღონისძიებების  განსაზღვრის  შესახებ


`უმაღლესი  განათლების  შესახებ  საქართველოს  კანონის  22-ე  მუხლის, `საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის`ერთიანი   ეროვნული გამოცდის  ჩატარების  დებულების      დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის  2005  წლის 28 მარტის # 127 ბრძანების  შესაბამისად,  2013-2014  სასწავლო  წლის  დაწყებისათვის  აუცილებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი  საკითხების  მოწესრიგების  მიზნით:

                                                                                                                                                          ვბრძანებ:
1. თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტში  2014-2015 სასწავლო წლის  სასწავლო  პროცესის  ვადები  განისაზღვროს  შემდეგი  წესით:
ა) პირველადი  ადმინისტრაციული  რეგისტრაცია: 1  სექტემბერი  –  13  სექტემბერი 2014 წ.
ბ) გადმოყვანის   წესით  ჩარიცხულ   სტუდენტთა  რეგისტრაცია: 1  სექტემბერი  - 13 სექტემბერი  2014  წ.
გ) სტუდენტთა შემოდგომის სემესტრული რეგისტრაცია: 1 სექტემბერი – 26 სექტემბერი  2014  წ.
დ) შემოდგომის  სემესტრის  ვადები: 15  სექტემბერი,  2014  წ.  –  7  მარტი  2015  წ.
ე) I  სემესტრის  საგამოცდო  სესია:  8  იანვარი  2015  წ  -  11  თებერვალი,  2015  წ.
ვ}     ზამთრის  სკოლის  ვადები:  16  თებერვალი  2015  წ – 28  თებერვალი  2015  წ.
ზ)     ზამთრის  სკოლის საგამოცდო  სესია  –  2  მარტი  2015  წ  –  18  მარტი  2015  წ.
თ) სტუდენტთა  საახალწლო-საშობაო არდადეგები: 30   დეკემბერი  2014 წ  - 7 იანვარი  2015  წ.
ი) სტუდენტთა  გაზაფხულის  სემესტრული რეგისტრაცია: 2   მარტი  2015   –   20 მარტი,  2015  წ.
კ) გაზაფხულის სემესტრის  ვადები:  9  მარტი  2015  წ  -  27  ივლისი  2015  წ.
ლ) დამამთავრებელი  გამოცდები:  2015  წ.  15 ივნისიდან.
მ) II  სემესტრის  საგამოცდო  სესია:  22  ივნისი  2015  წ  –  27  ივლისი  2015  წ.
ნ) გამოცდები მედიცინის  ფაკულტეტის  IV-V  კურსის კლინიკურ  დისციპლინებში, ჯანდაცვის,  ფიზიკური  მედიცინისა  და  რეაბილიტაციის  ფაკულტეტების  II,  III  და IV  კურსის  და  უმაღლესი  პროფესიული პროგრამების (მილევადი  რეჟიმი) II და III კურსის  დისციპლინებში ჩატარდეს კურაციული  მეცადინეობის დასრულებიდან  ერთი  კვირის ვადაში  დამტკიცებული  საგამოცდო    ცხრილის მიხედვით,  განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი  სემესტრის დამატებით სასესიო  პერიოდში.
ო) გამოცდები სტომატოლოგიის ფაკულტეტის III და IV კურსის არაპროფილურ კლინიკურ დისციპლინებში ჩატარდეს კურაციული მეცადინეობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში    დამტკიცებული საგამოცდო ცხრილის მიხედვით, განმეორებითი გამოცდები  -  შესაბამისი  სემესტრის  დამატებით სასესიო  პერიოდში.
2. სათანადო  საფუძვლების  ან ფორსმაჟორული  გარემოებების  არსებობისას, რექტორის  ინდივიდუალური  სამართლებრივი  აქტით  შეიძლება  განისაზღვროს  ამ ბრძანების  1-ლი  პუნქტით  დადგენილისაგან  განსხვავებული  სასწავლო  პროცესის თარიღები.
3. სტუდენტთა   სავალდებულო   ადმინისტრაციული   და   აკადემიური   რეგისტრაცია (შემდგომში  რეგისტრაცია)  განხორციელდეს  ამ  ბრძანებით  დადგენილ  ვადებში.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნივერსიტეტში სწავლაზე უფლებამოპოვებულ პირთა თსსუ-ში ჩარიცხვის  წინაპირობაა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაცია  ითვალისწინებს უნივერსიტეტის შესაბამისი  ფაკულტეტის  სამდივნოში  შემდეგი  დოკუმენტაციის წარმოდგენას:
ა) განცხადება  უნივერსიტეტში  ჩარიცხვის  თაობაზე;
ბ) ზოგადი  განათლების  დამადასტურებელი  დოკუმენტი;
გ)     სამხედრო  აღრიცხვაზე  ყოფნის  დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის).
დ) ოთხი  ფერადი  ფოტოსურათი  (3X4);
ე) პირადობის  მოწმობის  ასლი;
ვ)     უნივერსიტეტსა  და  სტუდენტს  შორის  ხელშეკრულება;
ზ)     სწავლის  საფასურის  გადახდის  დამადასტურებელი  დოკუმენტი.
5. პირველადი ადმინისტრაციული  რეგისტრაციის ვადაში  რეგისტრაციის გაუვლელობის  შემთხვევაში  პირი  კარგავს  უნივერსიტეტში  სწავლის უფლებას და  ეთქმება  დასაბუთებული  უარი  უნივერსიტეტში  ჩარიცხვაზე.
6. სტუდენტი, რომელიც არ გაივლის რეგისტრაციას წინამდებარე  ბრძანებით ადდგენილ ვადაში, არ დაიშვება სასწავლო პროცესზე. სასწავლო პროცესში თვითნებურად  მონაწილეობის   მიღება   არ   წარმოშობს   მის   უფლებას   მოითხოვოს შეფასების  აღიარება.
7. უნივერსიტეტის  ყველა  სტუდენტი  ვალდებულია  გაიაროს  სემესტრული რეგისტრაცია _ ადმინისტრაციული  (სწავლის  საფასურის  გადახდა) და აკადემიური (საგნობრივი)  - სასწავლო      პროცესის  მართვის  სისტემის~ საშუალებით.
8. სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტებმა სახელმწიფო დაფინანსებისა და სწავლის  საფასურს  შორის  არსებული  სხვაობა უნდა  დაფარონ  ადმინისტრაციული  რეგისტრაციისათვის  დადგენილ  ვადებში;
9. კონტროლი   ამ   ბრძანების   შესრულებაზე   დაევალოს   რექტორის   მოადგილეს რ.ბერიაშვილს.
10. ბრძანება დაეგზავნოს რექტორის მოადგილეს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, გამოცდებისა  და  უნარჩვევების   შეფასების  ცენტრს,  სასწავლო პროგრამების მართვის,  შეფასებისა  და  სტუდენტთა  რეგისტრაციის დეპარტამენტს, ყველა ფაკულტეტის დეკანატს, ფინანსური და  მატერიალური რესურსების  მართვის  დეპარტამენტს,  ყველა  სასწავლო  დეპარტამენტს.
11. წინამდებარე  ბრძანება  ძალაშია  ხელმოწერისთანავე.

პროფესორი  ზურაბ  ვადაჭკორია
რექტორი