,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის N.413 დადგენილების, ა(ა)იპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით:

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) ყველა ბრძანებას, არასამეწარმეო  (არაკომერციულ) იურიდიულ პირად ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად რეორგანიზაციის შემდგომ გაუგრძელდეს მოქმედების ვადა.

 

2.    საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) ბრძანებები მოქმედების ძალას კარგავს, თუ:

 

) ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისკანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) ახალ ბრძანებაში;

 

) არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისკანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) ბრძანება არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) ბრძანებით მოწესრიგებულ ურთიერთობას;

 

) არ არსებობს ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებსაც არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) ბრძანება.

კანცლერი,

პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე