„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების) განსაზღვრის შესახებ“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 15 დეკემბრის N1373703 ბრძანებაში ცვლილების თაობაზე

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N124/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ წესდების მე-14 მუხლის საფუძველზე „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების) განსაზღვრის შესახებ“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 15 დეკემბრის N1373703 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის მიზნით,
ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების ) განსაზღვრის შესახებ“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 15 დეკემბრის N1373703 ბრძანებაში და ბრძანების:
ა) პირველ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„ბ სტუდენტთა გაზაფხულის სემესტრული რეგისტრაცია: 21 თებერვალი - 10 მარტი 2022 წელი.“

2. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ვიცე-რექტორს ხ.თოდაძეს.
 
3.ბრძანება დაეგზავნოს ვიცე-რექტორებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრს, სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტს, ყველა ფაკულტეტის დეკანატს, ეკონომიკურ დეპარტამენტს, ყველა სასწავლო დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი:
თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2022 წლის 8 თებერვლის N23/2 დადგენილება „სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილების დამტკიცების თაობაზე.“


რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია