თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების) განსაზღვრის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, თსსუ-ის წესდების მე-14 მუხლის, “საქართველოს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების შესაბამისად, 2022-2023 სასწავლო წლის აუცილებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით:

ვბრძანებ:

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდარი განისაზღვროს შემდეგი სახით:

  • ა) პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 5 სექტემბერი – 19 სექტემბერი 2022 წ.
  • ბ) სტუდენტთა შემოდგომის სემესტრული რეგისტრაცია: 5 სექტემბერი – 19 სექტემბერი 2022 წ.
  • გ) შემოდგომის სემესტრის ხანგრძლივობა: 19 სექტემბერი, 2022 წ. – 24 თებერვალი 2023 წ.
  • დ) დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების, ფარმაციისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანისაბაკალავრო პროგრამების I სემესტრის ხანგრძლივობა: 17 ოქტომბერი 2022 წ. – 24 თებერვალი, 2023 წ.
  • ე) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის I სემესტრის ხანგრძლივობა: 3 ოქტომბერი, 2022 წ. – 24 თებერვალი, 2023 წ.
  • ვ) შემოდგომის სემესტრის საგამოცდო სესია: 9 იანვარი, 2023 წ. – 24 თებერვალი, 2023 წ. ზ) დამამთავრებელი გამოცდები: 2022 წ. 19 დეკემბრიდან.
  • თ) სტუდენტთა საახალწლო-საშობაო არდადეგები: 30 დეკემბერი, 2022 წ. – 8 იანვარი, 2023 წ.
  • ი) გაზაფხულის სემესტრის ხანგრძლივობა: 27 თებერვალი, 2023 წ. – 21 ივლისი 2023 წ.
  • კ) სტუდენტთა გაზაფხულის სემესტრული რეგისტრაცია: 27 თებერვალი, 2023წ. – 10 მარტი, 2023წ.
  • ლ) დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების, ფარმაციისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანისაბაკალავრო პროგრამების I სემესტრის ხანგრძლივობა: 20 მარტი, 2023 წ. – 21 ივლისი, 2023.
  • მ) დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების, ფარმაციისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების I სემესტრის სტუდენტთა რეგისტრაცია: 27 თებერვალი, 2023 წ. – 27 მარტი, 2023.
  • ნ) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის გაზაფხულის სემესტრის ხანგრძლივობა: 27 თებერვალი, 2023 წ. – 5 აგვისტო, 2023 წ.
  • ო) გაზაფხულის სემესტრის საგამოცდო სესია: 12 ივნისი 2023 წ. – 21 ივლისი, 2023 წ. პ) დამამთავრებელი გამოცდები: 2023 წ. 10 ივნისიდან
  • ჟ) გამოცდები დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვან პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის III-XII სემესტრებში, დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი პროგრამის I-II-III, VII-XII სემესტრებში, ჯანდაცვის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების IV-VIII სემესტრებში ჩატარდეს მოდულის/კურაციული მეცადინეობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში დამტკიცებული საგამოცდო ცხრილის მიხედვით, განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი სემესტრის სასესიო პერიოდში.
  • რ) გამოცდები სტომატოლოგიის ფაკულტეტის V, VI, VII, VIII, X სემესტრების არაპროფილურ კლინიკურ დისციპლინებში ჩატარდეს კურაციული მეცადინეობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში დამტკიცებული საგამოცდო ცხრილის მიხედვით, განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი სემესტრის სასესიო პერიოდში.2. რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული ვადები.

3. სტუდენტთა სავალდებულო ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია განხორციელდეს ამ ბრძანებით დადგენილ ვადებში.

4. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რანჟირების დოკუმენტით უნივერსიტეტში სწავლაზე უფლებამოპოვებულ პირთა თსსუ-ში ჩარიცხვის წინაპირობაა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაცია ითვალისწინებს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სამდივნოში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენას:

  • ა) განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე;
  • ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის). დ) ოთხი ფერადი ფოტოსურათი (3X4);
  • ე) პირადობის მოწმობის ასლი;
  • ვ) სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • შენიშვნა: არასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია მშობელს, რომელიც წარმოადგენს შვილის დაბადების მოწმობას (ასლს).

5. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი ვალდებულია გაიაროს სემესტრული რეგისტრაცია - ადმინისტრაციული (სწავლის საფასურის გადახდა) და აკადემიური (საგნობრივი) –
„სასწავლო პროცესის მართვის სისტემის“ საშუალებით.

6. სტუდენტი, რომელიც არ გაივლის რეგისტრაციას წინამდებარე ბრძანებით დადგენილ ვადაში, არ დაიშვება სასწავლო პროცესზე. სასწავლო პროცესში თვითნებურად მონაწილეობის მიღება არ წარმოშობს მის უფლებას მოითხოვოს შეფასების აღიარება.

7. სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტებმა სახელმწიფო დაფინანსებისა და სწავლის საფასურს შორის არსებული სხვაობა უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში;
 
8. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ვიცე-რექტორს ხ.თოდაძეს.

9. ბრძანება დაეგზავნოს ვიცე-რექტორებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრს, სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტს, ყველა ფაკულტეტის დეკანატს, ეკონომიკურ დეპარტამენტს, ყველა სასწავლო დეპარტამენტს.

10. წინამდებარე ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია