„საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის    -   თბილისის    სახელმწიფო    სამედიცინო უნივერსიტეტის   შინაგანაწესის   დამტკიცების  თაობაზე“   თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს  2012 წლის 11 იანვრის # 23/1 დადგენილებაში  ცვლილების  შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,

მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანაწესის დამტკიცების   თაობაზე“ თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2012 წლის 11 იანვრის # 23/1 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანაწესის:

1.მე-17 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„11. რექტორობის კანდიდატის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს თსსუ- ის აკადემიური საბჭო“.

2.   მე-18    მუხლის    პირველ    პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„1. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 5 დღის   განმავლობაში.   არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 10 და არა უგვიანეს
30 დღის ვადაში. კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებისათვის სავალდებულოა   მის მიერ პირადობის მოწმობის, ან პასპორტის, აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის და სამოქმედო გეგმის წარდგენა.“

3. მე-20 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„მუხლი 20. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) არჩევა

1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) მორიგ არჩევნებს ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებს ნიშნავს აკადემიური საბჭო.
 
2. აკადემიური      საბჭო     განსაზღვრავს      კანდიდატთა      მიმართ წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

3. კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება განცხადების გამოქვეყნებიდან   არანაკლებ 5 დღის ვადაში და მიმდინარეობს 5 დღის განმავლობაში. კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებისათვის სავალდებულოა მის მიერ პირადობის მოწმობის ან პასპორტის და აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 2 დღის ვადაში.

4. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 10 და არა უგვიანეს 30 დღის ვადაში.

5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) კანდიდატურის შერჩევა ხდება ღია კენჭისყრით აკადემიური საბჭოს მიერ, რომელსაც შემდგომ დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

6. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს) წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს ფარული კენჭისყრით, ექვსი წლის ვადით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.კანდიდატურა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს   დაუჭერს   საბჭოს წევრთა უმრავლესობა. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს   შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას.

4. 21-ე მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„მუხლი 21. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა

1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მორიგ არჩევნებს ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებს ნიშნავს აკადემიური საბჭო.
 
2. არჩევნების დანიშვნის შესახებ აკადემიური საბჭოს მიერ გამოცემული აქტით დგინდება: კანდიდატთა მიმართ წაყენებული მოთხოვნები და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.

3. კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება განცხადების გამოქვეყნებიდან არანაკლებ 5 დღის ვადაში   და   მიმდინარეობს   5 დღის განმავლობაში. კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებისათვის სავალდებულოა მის მიერ პირადობის მოწმობის ან პასპორტის და აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი   მოთხოვნების   დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 2 დღის ვადაში.

4. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 10 და არა უგვიანეს 30 დღის ვადაში.

5.უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევა ხდება ფარული კენჭისყრით აკადემიური საბჭოს მიერ, რომელსაც შემდგომ დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

6.უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს ღ ი ა კენჭისყრით, ექვსი წლის ვადით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. კანდიდატურა დამტკიცებულად   ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.