სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვასა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების ექსპლუატაციაზე, ტექნიკურ მომსახურებაზე, მათ შეკეთებასა და გამოყენებისათვის მზადყოფნაზე და საგანგებო სიტუაციების დროს კორპუსებიდან ადამიანთა უსაფრთხო ევაკუაციაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის შესახებ



,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტისა და სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების მე–16 მუხლის შესაბამისად, უნივერსიტეტში სახანძრო უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის დაცვის გაძლიერების მიზნით,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


განისაზღვროს სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები:


ადმინისტრაციულ კორპუსში:

სარდაფი - ირაკლი ექიზაშვილი - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი;

I სართული - რამინ ორჯანელი - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი ტექნიკოსი;

II სართული - რამაზ თხელიძე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი;

III სართული - ვახტანგ ბეროშვილი - ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

IV სართული - ზურაბ ტატიშვილი - კლინიკებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

V სართული - გიორგი კობერიძე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის სპეციალისტი;

VI სართული - დავით ცხომელიძე - სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;

VII სართული - მიხეილ ტუხაშვილი - დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი;

VIII სართული - რევაზ შელიავა - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის საექსპლუატაციო-ტექნიკური განყოფილების უფროსი;


1.2. I სასწავლო კორპუსში:

სარდაფი - ბესარიონ ჯანიაშვილი - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

სარდაფი (წიგნსაცავი) - კონსტანტინე ალიბეგაშვილი - ბიბლიოთეკის სპეციალისტი; I სართული:

ბიბლიოთეკა - თამარ ხახუტაშვილი - ბიბლიოთეკის დირექტორი;

თორნიკე ჩიხრაძე - კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციების ცენტრის დირექტორის მოადგილე;

გიორგი ლეკიშვილი - სამედიცინო ქიმიის დეპარტამენტის პროფესორი;

II სართული - ალექსანდრე ცეცხლაძე - ინფრასტრუქტურის დეპარტრამენტის უფროსი სპეციალისტი;

III სართული - დავით დელიბაშვილი - პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;

IV სართული - პაატა თუშურაშვილი - ბიოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

V სართული - ირაკლი მჭედლიშვილი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ეპიდემიოლოგიის და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; აკაკი კარსანიძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის (IT) ქსელის ადმინისტრატორი;

VI სართული - გრიგოლ სულაბერიძე - მოსამზადებელი ცენტრის დირექტორი, კერძო დინამიური მორფოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი;

VII სართული - ნიკოლოზ გოცირიძე - ინფორმატიკის, მათემატიკისა და ბიომექანიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;

სხვენი - მიხეილ გოგრიჭიანი - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.


1.3. III სასწავლო კორპუსში:

სარდაფი:

საგამოცდო ცენტრი - დავით ჭინჭარაძე - ფარმაკოგნოზიის და ბოტანიკის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი;

ტრენაჟორებისა და ფიტნეს დარბაზი - გიორგი დარჩია - ძალისმიერი სამჭიდისა და მკლავჭიდის მწვრთნელი;

ანატომიური თეატრი - თენგიზ კვირტია - ანატომიური უნარ-ჩვევებისა და კვლევების ცენტრის მთავარი სპეციალისტი;

I სართული - ზაურ ფხალაძე - სპორტის ცენტრის დირექტორი;

II სართული - დავით ჩახუნაშვილი - ექსპერიმენტული და პრეკლინიკური ანატომიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი;

ანზორ გოგიბერიძე - ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი;

III სართული - ბადრი მაჭავარიანი - კულტურის ცენტრის დირექტორი;

ლევან ბენაშვილი - ტოპოგრაფიული ანატომიისა  და  ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი;

IV სართული - კონსტანტინე კალანდარიშვილი - ექსპერიმენტული და პრეკლინიკური ანატომიის დეპარტამენტის ლაბორანტი;

,,ვეგა“-ს დარბაზი და ჰისტოლოგია - ზაზა ბაღდავაძე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

სხვენი - გაგი ტალიაშვილი - სპორტის ცენტრის მთავარი სპეციალისტი.

1.4. IV სასწავლო კორპუსში:

I სართული - რამაზ ჩიხლაძე - პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

II სართული - ვალერი კუპატაძე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

III სართული - ბესარიონ კილასონია - სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

IV სართული - კობა სივსივაძე -  ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი;

V სართული - იოსებ თომაძე - სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ლაბორანტი;

VI სართული - მერაბ ლებანიძე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი;

სხვენი - მერაბ ლებანიძე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.

1.5. V სასწავლო კორპუსში:

სარდაფი, I და II სართულები - შოთა ბახტურიძე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

III სართული - თორნიკე კუხალეიშვილი - დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სპეციალისტი;

IV სართული - სოფიკო გიგოლაშვილი - დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სპეციალისტი;

V სართული - ნანი ჩიქოვანი - იმუნოლოგიის დეპარტამენტის ლაბორანტი.

1. პასუხისმგებლობა ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების ექსპლუატაციაზე, ტექნიკურ მომსახურებაზე, მათ შეკეთებასა და გამოყენებისათვის მზადყოფნაზე დაევალოთ: ელ. სისტემებზე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილეს ზურაბ დოდიაშვილს, წყლის სისტემებსა და ჰიდრანტებზე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს ჯემალ არახამიას;

2. პასუხისმგებლობა კორპუსებში (ადმინისტრაციული, I, III, IV) ელექტრო ენერგიის, გათბობისა და კონდიცირების სისტემების საჭიროების შემთხვევაში დროულად გათიშვასა და მიწოდებაზე დაევალოთ ელ. ენერგიაზე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილეს ზურაბ დოდიაშვილს, გათბობისა და კონდიცირების სისტემებზე - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის სპეციალისტს გიორგი კობერიძეს;

3. თავშეყრის ადგილების კორდინატორებად განისაზღვრონ: ადმინისტრაციულ კორპუსში - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ირაკლი ექიზაშვილი, I სასწავლო კორპუსში - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ალექსანდრე ცეცხლაძე, III სასწავლო კორპუსში - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ზაზა ბაღდავაძე, IV სასწავლო კორპუსში - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი მერაბ ლებანიძე, V სასწავლო კორპუსში - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - შოთა ბახტურიძე.

4. საერთო პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვასა და საგანგებო სიტუაციების დროს ადამიანთა ევაკუაციის კოორდინაციაზე დაევალოს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს ივლიანე გოქაძეს;

5. წინამდებარე ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის შესახებ“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის 2019 წლის 20 მარტის №70/02 ბრძანება.

6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის საექსპლუატაციო-ტექნიკური განყოფილების უფროსს, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის უფროსს რევაზ შელიავას, მასვე დაევალოს პერიოდულად, წელიწადში ერთხელ მაინც, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის წარდგენა გაწეული მუშაობის შესახებ.

7. დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახურს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და უნივერსიტეტის ყველა კორპუსში თვალსაჩინო ადგილზე.

8. ბრძანება დაეგზავნოს უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურულ ერთეულს.

9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე