პროგრამის სახელწოდება

რეაბილიტაცია სპორტში

პროგრამის ხელმძღვანელი

პროფესორი ლელა მასხულია

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

 

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის მაგისტრი

პროგრამის მოცულობა კრედიტებით

120 ECTS კრედიტი

სწავლების ენა

ქართული

საგანმანათლებლო  პროგრამის მიზანი, რომელიც მიმართულია სტუდენტისკომპეტენციების გამომუშავებასა და დასაქმების სფეროს განსაზღვრაზე

სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს სათანადო ცოდნით და პროფესიული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი სპეციალისტი მოყვარულ და პროფესიონალ სპორტსმენთა სამედიცინო რეაბილიტაციისათვის.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება:

·         თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებული,

·         საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებელთა ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებული,

·          სამედიცინო განათლების  მქონე, მაგისტრთან გათანაბრებული დიპლომირებული სპეციალისტი,

რომელმაც გადალახა საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური ზღვარი და წარმატებით ჩააბარა შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები სპეციალობასა და უცხოურ ენაში.

სწავლის შედეგი

·     პროგრამის ათვისების შედეგად კურსდამთავრებულს აქვს მრავალკომპონენტიანი ცოდნა სპორტსმენთა დაზიანებების განვითარების მიზეზების, დაავადებების მიმდინარეობის,    სამედიცინო    მომსახურების მონიტორირების, პრევენციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის შესახებ;

·     მაგისტრანტმა იცის: სპორტში სამედიცინო რეაბილიტაციის პრინციპები, ვადები, ჩვენებები, მოსალოდნელი სამედიცინო ხასიათის გართულებები, და დაზიანებამდელი მდგომარეობის აღდგენის თანამედროვე სტრატეგიები როგორც პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენების, ასევე სპორტული აქტივობით არარეგულარულად დატვირთული  ინდივიდების შემთხვევაში;

·        მაგისტრანტს აქვს სამედიცინო რეაბილიტაციის მულტიდისციპლინური, გუნდური მიდგომის იმპლემენტირებისათვის საჭირო ცოდნა, გამოიმუშავოს სპორტსმენთა დაზიანებების რეაბილიტაციისთვის საჭირო კლინიკური უნარ-ჩვევები და ჩაებას როგორც სპორტულ არენებსა და სავარჯიშო დარბაზების ბაზებზე არსებულ სამედიცინო სამსახურებში, ასევე ჰოსპიტალური და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების სფეროში;

სამაგისტრო კურსის დამთავრების შემდეგ პირს ექნება უფლება იმუშაოს სპორტსმენთა სამედიცინო რეაბილიტაციის სპეციალისტად ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლში, სტაციონარული და ამბულატორიული ტიპის სამედიცინო დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამსახურებსა და დეპარტამენტებში, სარეაბილიტაციო კლინიკებში, ისევე როგორც სპორტულ გუნდებში, სპორტულ სკოლებსა და კლუბებში.


სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

·      ლექციები

·      სემინარები, დისკუსიები

·      კონკრეტული შემთხვევების გარჩევა

·      საქმიანი თამაში

·      ჯგუფური მუშაობა

·      თეზისების მომზადება/პრეზენტაციები

·      ინდივიდუალური მუშობა

·      ჩათვლა

·      გამოცდა


სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა

სტუდენტის/მაგისტრანტის მიერ გაწეული შრომის შეფასება ითვალისწინებს:

ა) შუალედურ შეფასებას: (სტუდენტის შესასრულებელი ყველა სავალდებულო კომპონენტი, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო კურსის/მოდულის სილაბუსის შესაბამისად);

ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია, საიდანაც დასკვნითი გამოცდის მაქსიმალურ შეფასებას ეთმობა 40 ქულა. შეფასების მეთოდებიდან ძირითადად გამოიყენება: ტესტური, ზეპირი ან კომბინირებული შემაჯამებელი გამოცდა.

არსებობს    ხუთი სახის დადებითი და ორი სახის უარყოფითი  შეფასება.

დადებითი შეფასებებია:

ა) (A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91-100 %;

ბ) (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81- 90%;

გ) (C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71- 80%;

დ) (D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;

ე) (E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;

უარყოფითი შეფასებებია:

ა) (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ) (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

     თანაფარდობა   შეფასების    სხვადასხვა    კომპონენტს    შორის განისაზღვრება სამაგისტრო პროგრამის შემადგენელი ცალკეული სასწავლო კურსის სილაბუსით. საბოლოო შეფასებაში (შუალედური და საგამოცდო შეფასებათა ჯამი) გამოცდის წილი არ აღემატება 40%.

მაგისტრანტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 5 დღისა.

საგანმანათლებლო    პროგრამით  გათვალისწინებული კრიტერიუმებით, 100-ქულიანი სისტემით ხდება, აგრეთვე, პრაქტიკის, სამაგისტრო ან/და სხვა სახის ნაშრომების შეფასებაც.

სამაგისტრო ნაშრომის დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის წევრები სამაგისტრო ნაშრომს აფასებენ 0-100 ქულით. სამაგისტრო ნაშრომის შეფასება დგინდება სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის წევრების მიერ მინიჭებულ ქულათა ჯამის საშუალო არითმეტიკულით.

სამაგისტრო ნაშრომის 51 და მეტი ქულით შეფასებისას ნაშრომი ითვლება დაცულად შეფასების ქულათა შემდეგი გრადაციით:

91-100 ქულა საუკეთესო ნაშრომი,

81-90 ქულა ძალიან კარგი ნაშრომი,

71-80 ქულა კარგი ნაშრომი,

61-70 ქულა საშუალო დონის ნაშრომი,

51-60 ქულა დამაკმაყოფილებელი ნაშრომი,

0-50 ქულა არადამაკმაყოფილებელი ნაშრომი.

სამაგისტრო ნაშრომის დაცვაზე საპატიო მიზეზით (ავადმყოფობა და სხვ.) გამოუცხადებლობის შემთხვევაში ნაშრომი დასაცავად შეიძლება წარდგენილ იქნეს 1 თვის განმავლობაში, ან სამაგისტრო ნაშრომების მომდევნო დაცვაზე, შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს თანხმობით.

საჯარო დაცვაზე სამაგისტრო ნაშრომის 51 ქულაზე ნაკლები შეფასების შემთხვევაში განმეორებითი დაცვა შესაძლებელია  სამაგისტრო ნაშრომების მომდევნო დაცვაზე, შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს თანხმობით.

       სამაგისტრო ნაშრომი დასაცავად შეიძლება წარდგენილ იქნეს არა უმეტეს ორჯერ, სასწავლო კომპონენტის შენახვით.