პროგრამის სახელწოდება

საზოგადოებრივი ჯანდაცვა

პროგრამის ხელმძღვანელი

პროფესორი ლევან ბარამიძე

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი

პროგრამის მოცულობა კრედიტებით

 

120 ECTS კრედიტი

სწავლების ენა

ქართული

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, რომელიც მიმართულია სტუდენტის კომპეტენციების გამომუშავებასა და დასაქმების სფეროს განსაზღვრაზე

სამაგისტრო კურსის მიზანია სათანადო კვალიფიკაციის და უნარ-ჩვევების კადრების მომზადება, რომელთაც შეეძლებათ ჯანმრთელობის გაუმჯობესება, როგორც მოსახლეობის სპეციფიკურ ჯგუფებში, ასევე მთლიანად მოსახლეობაში. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია შემდეგი აქტივობების მეშვეობით:

  პრევენციული და ჯანმრთელობის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება, დაგეგმვა, განხორციელება, კონსულტირება და შეფასება;

     ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურებისა და დაწესებულებების მენეჯმენტი.

გათვალისწინებულია, რომ მაგისტრანტები აითვისებენ მეთოდებს, ანალიტიკურ ინსტრუმენტებს და მიიღებენ კონცეპტუალურ ცოდნას, რომელიც საჭიროა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხების გასაგებად. ამას საფუძვლად უდევს საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული აკადემიური ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა და იმ ძირითადი უნარ- ჩვევების შეძენა სხვადასხვა ფუნქციების შესასრულებლად, რომლის შესრულებაც დასჭირდებათ სტუდენტებს, როგორც საზოგადოებრივი           ჯანდაცვის  სფეროს  მომავალ პროფესიონალებს, სისტემის ადგილობრივ, რეგიონულ თუ ეროვნულ დონეებზე, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორებში. სამაგისტრო პროგრამა შესაბამისია რაიონული, რეგიონული, ეროვნული სამედიცინო ჯანდაცვის ოფიცრებისთვის და   მენეჯერებისთვის, გადამდები  დაავადებების  კონტროლის,  რეპროდუქციული  და  ბავშვთა ჯანმრთელობის და სხვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის ოფიცრებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს ასწავლოს ან იმუშაოს მკვლევარად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. სწავლება მკვიდრად ემყარება რეალურ ვითარებას.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომის მფლობელი შემდეგ სფეროებში: საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ბიოლოგია, ვეტერინარული მედიცინა, ფარმაცია, სტომატოლოგია, გარემოს დაცვა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, იურისპრუდენცია, ეკონომიკა და ფინანსები, მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინსტრირება, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელმაც გადალახა საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური ზღვარი და წარმატებით ჩააბარა შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები სპეციალობასა და უცხოურ ენაში.

სწავლის შედეგი

სამაგისტრო პროგრამის “საზოგადოებრივი ჯანდაცვა” დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულმა უნდა შეძლოს:

  აღწეროს ეპიდემიოლოგიური კვლევების ძირითადი ტიპები და მოცემული კვლევის ამოცანის შესაბამისად შეარჩიოს შესაბამისი დიზაინი;

  მოამზადოს წერილობითი და ზეპირი პრეზენტაცია;

    მოამზადოს სხვადასხვა ტიპის ანგარიშგების დოკუმენტი, როგორიცაა კვლევის ანგარიში, საზოგადოებასთან კომუნიკაცია პოპულაციის ჯანმრთელობის საკითხებზე;

   მოამზადოს სამეცნიერო პუბლიკაცია;

    ინტერპრეტირება გაუკეთოს გამოქვეყნებულ მონაცემებს ან მონაცემთა ბაზებს სხვადასხვა ქვეყნებიდან;

      კვლევის სხვადასხვა დიზაინისათვის საჭირო საკვლევი ამონარჩევის ზომის დადგენა;

      საბაზისო ეპიდემიოლოგიური სტატისტიკური მაჩვენებლების გამოთვლა. ალბათობის ძირითადი ცნებების გამოყენება;

      სტატისტიკური მაჩვენებლებით, ცხრილებითა და გრაფიკებით წარმოდგენილი მონაცემების ინტერპრეტაცია;

      სამეცნიერო სტატიების კრიტიკული ანალიზი და გამოყენებული სტატისტიკური მეთოდების ადეკვატურობის შეფასება;

   შეაფასოს გარემოს დაბინძურების ზეგავლენა ჯანმრთელობაზე, განსაზღვროს დაავადებების, ტრავმატიზმისა და ფატალობის გავრცელება გარემოს ჯანმრთელობის კუთხით;

 ცნოს/განასხვავოს ევროპული, ნაციონალური და ადვილობრივი დონეების პრიორიტეტები გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

     ძირითადი გარემოს ჯანმრთელობის კონცეფციის პრაქტიკაში გამოყენება;

     გარემო ექსპოზიციის მონიტორინგი და ინტერპრეტაცია, სპეციფიკური პრობლემების იდენტიფიკაცია და რელევანტური ჩარევების შესახებ რეკომენდირება;

 ემპირიულ კვლევებზე დაყრდნობით კომუნიკაცია გადაწყვეტილებების მიმღებებთან, პროფესიონალებთან და ფართო აუდიტორიასთან სხვადასხვა დონეებზე (ევროპულ, ნაციონალურ და ლოკალურ);

    ჯანდაცვის ორგანიზაციის ფარგლებში შექმნას და მართოს ორგანიზაციის ადამიანური რესურსები, შექმნას მოტივაციის სისტემები, აამაღლოს თანამშრომლების ეფექტურობა, გუნდური მუშაობა;

 დაგეგმოს და მართოს კანონით და ეპიდსაჭიროებით განპირობებული პროგრამები. შეაფასოს არსებული რისკები და მოახდინოს მოსახლეობის მობილიზება არსებული პრობლემების  დროულად  და  ადეკვატურად აღმოფხვრისათვის;

 გამოიყენოს ჯანდაცვის სისტემების, ლოჯისტიკისა და ოპერატიული მენეჯმენტის ცოდნა პრაქტიკაში ცვალებადი სიტუაციებისას;

   დაგეგმოს რელევანტური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენცია ემპირიული კვლევების საფუძველზე;

     რთული და კომპლექსური პრობლემებისას ოპტიმალური გადაწყვეტილების ძიება და მიღების უნარი;

    პროდუქციაზე მოთხოვნის, მომარაგებისა და ფასების დეტერმინანტების ანალიზი;

      შეასრულოს პროგრამის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;

  ჯანმრთელობის პოლიტიკა გადათარგმნოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამაში/პრაქტიკაში;

  ეფექტურად მართოს არსებული რესურსი - პერსონალი, დრო, ბიუჯეტი;

  რისკის მართვა;

  მოამზადოს აქტივობების ანგარიში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

·        ლექციები

·        პრაქტიკული/სემინარული მეცადინეობები

·        ჯგუფური მუშაობა

·        დისკუსიები, სიტუაციური ანალიზი, ქეისების განხილვა

·        თეზისების მომზადება/პრეზენტაცია

·        ტესტირება

·        გამოცდა

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა

სტუდენტის/მაგისტრანტის მიერ გაწეული შრომის შეფასება ითვალისწინებს:

ა) შუალედურ შეფასებას (სტუდენტის შესასრულებელი ყველა სავალდებულო კომპონენტი, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო კურსის/მოდულის სილაბუსის შესაბამისად);

ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია, საიდანაც დასკვნითი გამოცდის მაქსიმალურ შეფასებას ეთმობა 40 ქულა. შეფასების მეთოდებიდან ძირითადად გამოიყენება: ტესტური, ზეპირი ან კომბინირებული შემაჯამებელი გამოცდა.

არსებობს ხუთი სახის დადებითი და ორი სახის უარყოფითი შეფასება.

დადებითი შეფასებებია:

ა) (A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91-100 %;

ბ) (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81- 90%;

გ) (C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71- 80%;

დ) (D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;

ე) (E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%.

უარყოფითი შეფასებებია:

ა) (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.

ბ) (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

თანაფარდობა შეფასების სხვადასხვა კომპონენტს შორის განისაზღვრება სამაგისტრო პროგრამის შემადგენელი ცალკეული სასწავლო კურსის სილაბუსით. საბოლოო შეფასებაში (შუალედური და საგამოცდო შეფასებათა ჯამი) გამოცდის წილი არ აღემატება 40%.

მაგისტრანტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 5 დღისა.

საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმებით, 100-ქულიანი სისტემით ხდება, აგრეთვე, პრაქტიკის, სამაგისტრო ან/და სხვა სახის ნაშრომების შეფასებაც.

სამაგისტრო ნაშრომის დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის წევრები  სამაგისტრო  ნაშრომს  აფასებენ  0-100  ქულით. სამაგისტრო ნაშრომის შეფასება დგინდება სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის წევრების მიერ მინიჭებულ ქულათა ჯამის საშუალო არითმეტიკულით.

სამაგისტრო ნაშრომის 51 და მეტი ქულით შეფასებისას ნაშრომი ითვლება დაცულად შეფასების ქულათა შემდეგი გრადაციით:

91-100 ქულა საუკეთესო ნაშრომი,

81-90 ქულა ძალიან კარგი ნაშრომი,

71-80 ქულა კარგი ნაშრომი,

61-70 ქულა საშუალო დონის ნაშრომი,

51-60 ქულა დამაკმაყოფილებელი ნაშრომი,

0-50 ქულა არადამაკმაყოფილებელი ნაშრომი.

სამაგისტრო ნაშრომის დაცვაზე საპატიო მიზეზით (ავადმყოფობა და სხვ.) გამოუცხადებლობის შემთხვევაში ნაშრომი დასაცავად შეიძლება წარდგენილ იქნეს 1 თვის განმავლობაში, ან სამაგისტრო ნაშრომების მომდევნო დაცვაზე, შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს თანხმობით.

საჯარო დაცვაზე სამაგისტრო ნაშრომის 51 ქულაზე ნაკლები შეფასების შემთხვევაში განმეორებითი დაცვა შესაძლებელია სამაგისტრო ნაშრომების მომდევნო დაცვაზე, შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს თანხმობით.

      სამაგისტრო ნაშრომი დასაცავად შეიძლება წარდგენილ იქნეს არა უმეტეს ორჯერ, სასწავლო კომპონენტის შენახვით.