პროგრამის სახელწოდება

ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება

პროგრამის ხელმძღვანელი

ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრი

პროგრამის მოცულობა კრედიტებით

 

120 ECTS კრედიტი

სწავლების ენა

ქართული

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, რომელიც მიმართულია სტუდენტის კომპეტენციების გამომუშავებასა და დასაქმების სფეროს განსაზღვრაზე

თანამედროვე მსოფლიოში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მოსახლეობის ცხოვრების წესისა და ჯანმრთელობითი ქცევის საკითხებს. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ახალი მიდგომა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ჯანმრთელობითი განათლების პროცესის მართვის და სამართლებრივი გამოცდილების, სოციალური დაცვისა და სოციალური უსაფრთხოების სფეროში.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი ჯანმრთელობის ხელშეწყობაში, რომელიც შეძლებს გადაჭრას მოსახლეობის ჯანმრთელობითი ქცევის პრობლემები და შეიმუშავოს სტრატეგიები ჯანმრთელობის განმტკიცების მიზნით და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის მოსახლეობის                   გაჯანსაღებაში.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

კონკურსში     მონაწილეობის  მისაღებად მაძიებელი     უნდა იყოს  სამედიცინო  განათლების   მქონე, ბაკალავრი, დიპლომი-რებული              სპეციალისტი, მაგისტრთან გათანაბრებული პირი, რომელმაც გადალახა საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური ზღვარი და წარმატებით ჩააბარა შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები სპეციალობასა  და უცხოურ ენაში.

სწავლის შედეგი

მაგისტრანტი სწავლის პერიოდში უნდა დაეუფლოს პროფესიულ უნარებს და სწავლის დასრულების შემდეგ უნდა იცოდეს: პროფესიული კოდი; ჯანდაცვის სისტემა; ჯანმრთელობის ფილოსოფია და ფსიქოლოგია; სოციალური და კულტურული მახასიათებლების ინტეგრირება; ჩარევის სტრატეგიის შემუშავება; ფსიქოლოგიური და სოციალური თეორიის განვითარება; ქცევითი, მორალური, ემოციური, ფიზიკური სხვადასხვაობის ინტეგრირება; ინდივიდუალური, პიროვნული განვითარების ასპექტები; ჯგუფებთან მუშაობა; კვლევების  ჩატარება.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები

·        ლექციები

·        სემინარები, დისკუსიები

·        კონკრეტული შემთხვევების გარჩევა (Case-study)

·        საქმიანი თამაში

·        ჯგუფური მუშაობა

·        ნაბეჭდი მასალის გამოყენება (ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოები, ბიბლიოთეკით სარგებლობა)

·        თეზისების მომზადება/პრეზენტაცია

·        ტესტირება

·        გამოცდა

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა

სტუდენტის/მაგისტრანტის მიერ გაწეული შრომის შეფასება ითვალისწინებს:

ა) შუალედურ შეფასებას: (სტუდენტის შესასრულებელი ყველა სავალდებულო კომპონენტი, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო კურსის/მოდულის სილაბუსის შესაბამისად);

ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია, საიდანაც დასკვნითი გამოცდის მაქსიმალურ შეფასებას ეთმობა 40 ქულა.

შეფასების მეთოდებიდან ძირითადად გამოიყენება: ტესტური, ზეპირი ან კომბინირებული შემაჯამებელი გამოცდა.

არსებობს    ხუთი სახის დადებითი და ორი სახის უარყოფითი შეფასება.

დადებითი შეფასებებია:

ა) (A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91-100 %;

ბ) (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81- 90%;

გ) (C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71- 80%;

დ) (D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;

ე) (E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;


           უარყოფითი შეფასებებია:

ა) (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ) (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

თანაფარდობა შეფასების სხვადასხვა კომპონენტს შორის განისაზღვრება სამაგისტრო პროგრამის შემადგენელი ცალკეული სასწავლო კურსის სილაბუსით. საბოლოო შეფასებაში (შუალედური და საგამოცდო შეფასებათა ჯამი) გამოცდის წილი არ აღემატება 40%.

მაგისტრანტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 5 დღისა.

საგანმანათლებლო პროგრამით  გათვალისწინებული კრიტერიუმებით, 100-ქულიანი სისტემით ხდება, აგრეთვე, პრაქტიკის, სამაგისტრო ან/და სხვა სახის ნაშრომების შეფასებაც.

სამაგისტრო ნაშრომის დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის წევრები სამაგისტრო ნაშრომს აფასებენ 0-100 ქულით. სამაგისტრო ნაშრომის შეფასება დგინდება სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის წევრების მიერ მინიჭებულ ქულათა ჯამის საშუალო არითმეტიკულით.

სამაგისტრო ნაშრომის 51 და მეტი ქულით შეფასებისას ნაშრომი ითვლება დაცულად შეფასების ქულათა შემდეგი გრადაციით:

91-100 ქულა საუკეთესო ნაშრომი,

81-90 ქულა ძალიან კარგი ნაშრომი,

71-80 ქულა კარგი ნაშრომი,

61-70 ქულა საშუალო დონის ნაშრომი,

51-60 ქულა დამაკმაყოფილებელი ნაშრომი,

0-50 ქულა არადამაკმაყოფილებელი ნაშრომი.

სამაგისტრო ნაშრომის დაცვაზე საპატიო მიზეზით (ავადმყოფობა და სხვ.) გამოუცხადებლობის შემთხვევაში ნაშრომი დასაცავად შეიძლება წარდგენილ იქნეს 1 თვის განმავლობაში, ან სამაგისტრო ნაშრომების მომდევნო დაცვაზე, შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს თანხმობით.

საჯარო დაცვაზე სამაგისტრო ნაშრომის 51 ქულაზე ნაკლები შეფასების შემთხვევაში განმეორებითი დაცვა შესაძლებელია სამაგისტრო ნაშრომების მომდევნო დაცვაზე, შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს თანხმობით.

       სამაგისტრო ნაშრომი დასაცავად შეიძლება წარდგენილ იქნეს არა უმეტეს ორჯერ, სასწავლო კომპონენტის შენახვით.