პროგრამის სახელწოდება

ეპიდემიოლოგია

პროგრამის

ხელმძღვანელი

პროფესორი ირაკლი მჭედლიშვილი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

ეპიდემიოლოგიის მაგისტრი

პროგრამის მოცულობა

კრედიტებით

120 ECTS კრედიტი

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, რომელიც მიმართულია სტუდენტის კომპეტენციების გამომუშავებასა და დასაქმების სფეროს განსაზღვრაზე

თსსუ-ის დეკლარირებული მისიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და, აგრეთვე, შრომის ბაზრის მოთხოვნილებათა შესაბამისად, სამაგისტრო  პროგრამის „ეპიდემიოლოგია“  მიზანია ჯანდაცვის სფეროში ეროვნული და საერთაშორისო                                     მასშტაბით დამოუკიდებელი პროფესიული  საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნით და უნარებით აღჭურვილი სპეციალისტი-ეპიდემიოლოგის მომზადება, რომელსაც აქვს კომპეტენცია ჯანდაცვის პოლიტიკის გატარებაში წარმატებული მონაწილეობისა და საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაში ჰარმონიული           ინტეგრაციისათვის.

ამისათვის პროგრამა უზრუნველყოფს:

1. კურსდამთავრებულთა:

1.1. აღჭურვას ღრმა და ფუნდამენტური ცოდნით პრაქტიკული საქმიანობისათვის ეპიდემიოლოგიაში.

1.2. მზაობას სადოქტორო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის.

2. ისეთი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადებას, რომელთაც:

2.1. შეუძლიათ განახორციელონ ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა გადამდები და არაგადამდები დაავადებების მიმართ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაფასებლად.

2.2. აქვთ პრაქტიკული უნარები იმისათვის, რომ ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში შეაფასონ გარემოს ფაქტორების გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

2.3. შეუძლიათ გამოავლინონ რისკის ფაქტორები, დროულად შეიმუშაონ და მიაწოდონ სათანადო ორგანოებს ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი უარყოფითი ზემოქმედების აღსაკვეთი ქმედებები და გაატარონ

პროფილაქტიკური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

2.4. აქვთ უნარი ახალი ინფექციური დაავადებების ეპიდემიების/პანდემიების შემთხვევაში ადექვატურად შეაფასონ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და აქტიური მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავებასა და

განხორციელებაში.

2.5 შეუძლიათ მოსახლეობაში ჩაატარონ საჭირო საგანმანათლებლო მუშაობა როგორც გადამდები, ისე არაგადამდები დაავადებების ძირითად ეპიდემიოლოგიურ თავისებურებებზე და შესაბამის პრევენციულ და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებზე.     

      სასწავლო პროგრამა უზრუნველყოფს ეპიდემიოლოგიის იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას, რაც აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, ეპიდემიოლოგიაში დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

პროგრამაზე მიღების წინაპირობაა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ჯანდაცვის სფეროში.

სამაგისტრო პროგრამაზე „ეპიდემიოლოგია“ დაშვება ხდება ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების და საუნივერსიტეტო გამოცდების დადებითი შედეგების საფუძველზე. შიდასაუნივერსიტეტო საგამოცდო საგნებიდა პირობები განისაზღვრება მოცემული პროგრამის შესწავლის დაწყებისათვის აუცილებელი ცოდნის დონით.

 სწავლის შედეგი

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს სათანადო პროფესიული საქმიანობა                             თანამედროვე           მოთხოვნების                             გათვალისწინებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, ეპიდემიოლოგიაში. პროგრამის კურსდამთავრებულთა კომპეტენციები და სწავლის შედეგები ასეთია:

 

ცოდნა და გაცნობირება

- იცის ეპიდემიოლოგიური კონტროლის განხორციელების და სტატისტიკური ანალიზის მეთოდები და აცნობიერებს მათ მნიშვნელობას დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების შესრულებისა და მათ ეფექტურობის შეფასების თვალსაზრისით.

- იცის ეპიდაფეთქების კვლევა და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავება მისი დროული ლიკვიდაციის მიზნით. აცნობიერებს ისეთი პრევენციული ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების აუცილებლობას, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ რისკის ფაქტორებზე და უზრუნველყოფენ მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

- იცის და აცნობიერებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გარემოს ფაქტორების მოქმედების დროული გამოვლენის მნიშვნელობას სათანადო პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავების თვალსაზრისით.

 

უნარი

შეუძლია:

- კვლევის ეპიდემიოლოგიური მეთოდების გამოყენება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად. პროფესიულ საქმიანობაში ბიოსტატისტიკის მეთოდებისა და კომპიუტერული პროგრამების გამოყენება. პოპულაციაში გადამდებ დაავადებათა

შემთხვევის/ეპიდაფეთქების მიზეზების შესწავლა და ეპიდსაწინაღმდეგო ღონისძიებების გატარება. არაგადამდებ დაავადებათა გავრცელების ანალიზი და პრევენციული ღონიძიებების შემუშავება. ნოზოკომიური ინფექციების გავრცელების ანალიზი, მიზეზების დადგენა, პროფილაქტიკური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზაცია. მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ეპიდ. სიტუაციაზე გარემოს ფაქტორების მავნე გავლენის აღკვეთის მიზნით შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავება და შესრულება. მოსახლეობაში პროფილაქტიკური აცრების განხორციელების მონიტორინგი. გარემოს ფაქტორების ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე, სანიტარიული და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება.

- დაავადებათა გავრცელების კანონზომიერებების შესწავლის საფუძველზე მათი პროფილაქტიკის გეგმის შედგენა. მიღებული სპეციალობით სამეცნიერო კვლევის ჩატარება, შედეგების ანალიზი.

- მოსახლეობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზისა და გამოვლენილი რისკის ფაქტორების შეფასების საფუძველზე საკუთარი მოსაზრებებისა და არგუმენტების წარდგენა აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით, როგორც აკადემიურ ასევე, პროფესიულ საზოგადოებაში.

 

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

- პროფესიულ საქმიანობაში საკუთარი ადგილის, როლისა და პასუხისმგებლობის გააზრებით და აღსრულებით წვლილი შეაქვს ეპიდემიოლოგიური ცოდნისა და პრაქტიკის განვითარებაში.

- შეუძლია ეპიდემიოლოგიაში და ზოგადად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, საკუთარი ცოდნისა და უნარების ობიექტური შეფასების საფუძველზე, უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზნით სწავლის საჭიროებების განსაზღვრა და დამოუკიდებლად დაგეგმვა.

 სწავლის

შედეგების მიღწევის მეთოდები

სამაგისტრო პროგრამის აკადემიურ პროცესში გამოყენებულია სწავლების შემდეგი ფორმები:

  ლექციები;

  პრაქტიკულ–სემინარული მეცადინეობები;

  დამოუკიდებელი მუშაობა;

  დისკუსიები;

  პროფესიული უნარების დაუფლება სიტუაციური ამოცანების (მოდელირებული შემთხვევა ან მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს განსაზღვრებას და შესაბამისი ღონისძიებების დასახვას) გამოყენებით;

  კონსულტაციები;

  პრეზენტაცია.

 სტუდენტის ცოდნის   შეფასების სისტემა

სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს როგორც სასწავლო, ისე კვლევით კომპონენტს. სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სპეციალური დისციპლინების შესწავლას. მაგისტრანტს უფლება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი დისციპლინები სამაგისტრო პროგრამის არჩევითი ნაწილიდან. მაგისტრანტის მიერ შესასრულებელი სასწავლო და კვლევითი სამუშაო იზომება კრედიტით.

სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კომპონენტში კრედიტის მიღება ხდება მხოლოდ მოთხოვნილი სამუშაოს წარმატებით დასრულების შემდეგ და ამ სამუშაოს დადებითი შეფასების შემთხვევაში. მაგისტრანტის მიერ გაწეული საქმიანობის შეფასება ითვალისწინებს:

1. სტუდენტის შუალედურ შეფასებებს 60 ქულის ფარგლებში, რაც, თავის მხრივ, მოიცავს მაგისტრანტის აკადემიურ აქტივობას, დამოუკიდებელ მუშაობას და სხვა კომპონენტებს (კოლოკვიუმი, პრეზენტაცია და ა.შ.). შუალედური შეფასებების კომპონენტები და მათი ხვედრითი წილი სხვადასხვა საგანში განსხვავებულია და შეესაბამება საგნის ეფექტური სწავლების ინტერესს. შეფასებების პარამეტრები მრავალფეროვანია, ასახულია სილაბუსებში (დასაშვებია მათი ცვალებადობა). თანაფარდობა სხვადასხვა კომპონენტს შორის განისაზღვრება კონკრეტული სასწავლო კურსის სილაბუსით.

2. დასკვნითი გამოცდის შეფასება. დასკვნითი გამოცდის ფორმები სასწავლო კურსების მიხედვით დიფერენცირებულია. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა მაგისტრანტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნით გამოცდაზე მინიმალური შეფასების მიღების შემთხვევაში შეიძლება დაუგროვდეს 51 ქულა მაინც. დასკვნითი გამოცდის შეფასება დადებითია მაგისტრანტის მიერ 24 და მეტი ქულის (გამოცდის მაქსიმალური შეფასების 60% და მეტი) მიღების შემთხვევაში. გამოცდაზე გამოუცხადებლობის ან უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, სხვა კომპონენტებით დაგროვილი ქულების მიუხედავად, მაგისტრანტი კრედიტს           ვერ იღებს.

საბოლოო შეფასებაში (შუალედურ და საგამოცდო შეფასებათა ჯამი) გამოცდის წილი არ აღემატება 40%-ს.

შეფასების სისტემა უშვებს:

I. ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა. (A) ფრიადი - 91-100 ქულა;

ბ. (B) ძალიან კარგი - 81-90 ქულა;

გ. (C) კარგი - 71-80 ქულა;

დ. (D) დამაკმაყოფილებელი - 61-70 ქულა;

ე. (E) საკმარისი - 51-60 ქულა.

 

II. ორი სახის უარყოფით შეფასებას:

 

ა. (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50% (ანუ, 41-50 ქულა), რაც  ნიშნავს, რომ მაგისტრანტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და დამატებით გამოცდაზე კიდევ ერთხელ გასვლის უფლება ეძლევა.

ბ. (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები (ანუ 41 ქულაზე ნაკლები), რაც ნიშნავს, რომ მაგისტრანტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი განმეორებით აქვს შესასწავლი.

 

მაგისტრანტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 5 დღისა.

მაგისტრანტს დასკვნითი გამოცდისა და შუალედური შეფასებების გაპროტესტების უფლება აქვს შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა.

საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმებით, 100- ქულიანი სისტემით ხდება, აგრეთვე, პრაქტიკის, სამაგისტრო ან/და სხვა სახის ნაშრომების შეფასებაც.

    სამაგისტრო     ნაშრომის      კვლევითი      კომპონენტი      ითვალისწინებს მაგისტრანტის მიერ ჩატარებულ დამოუკიდებელ კვლევას შესაბამისი მიმართულებით, რომლის შედეგებიც აისახება სამაგისტრო ნაშრომში.

შესრულებული ნაშრომების შეფასება ხდება საჯარო დაცვის გზით თსსუ ის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით.

სამაგისტრო ნაშრომის დაცვაზე დაიშვება მაგისტრანტი, რომელსაც სრული მოცულობით აქვს შესრულებული სამაგისტრო პროგრამის სასწავლო კომპონენტი. მაგისტრანტი ვალდებულია სამაგისტრო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში წარმოადგინოს სამაგისტრო ნაშრომი და წარდგეს სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვაზე.

სამაგისტრო ნაშრომის დაცვა ხდება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით რექტორის მიერ დამტკიცებულ სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიაზე.

სამაგისტრო ნაშრომის დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის წევრები სამაგისტრო ნაშრომს აფასებენ 0-100 ქულით. სამაგისტრო ნაშრომის საბოლოო შეფასება დგინდება სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის წევრების მიერ მინიჭებულ ქულათა ჯამის საშუალო არითმეტიკულით.

სამაგისტრო ნაშრომის 51 და მეტი ქულით შეფასებისას ნაშრომი ითვლება დაცულად შეფასების ქულათა შემდეგი გრადაციით: 91-100 ქულა საუკეთესო ნაშრომი, 81-90 ქულა – ძალიან კარგი ნაშრომი, 71-80 ქულა – კარგი ნაშრომი, 61-70 ქულა საშუალო დონის ნაშრომი, 51-60 ქულა დამაკმაყოფილებელი ნაშრომი, ხოლო 0-50 ქულა ფასდება როგორც არადამაკმაყოფილებელი ნაშრომი.

სამაგისტრო ნაშრომის დაცვაზე საპატიო მიზეზით (ავადმყოფობა, სხვ.) გამოუცხადებლობის შემთხვევაში ნაშრომი დასაცავად შეიძლება წარდგენილ იქნეს 1 თვის განმავლობაში, ან სამაგისტრო ნაშრომების მომდევნო დაცვაზე, შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს თანხმობით.

საჯარო დაცვაზე სამაგისტრო ნაშრომის 51 ქულაზე ნაკლები შეფასების შემთხვევაში განმეორებითი დაცვა შესაძლებელია სამაგისტრო ნაშრომების მომდევნო დაცვაზე, შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს თანხმობით.

სამაგისტრო ნაშრომი დასაცავად შეიძლება წარდგენილ იქნეს არა უმეტეს

ორჯერ, სასწავლო კომპონენტის შენახვით.