დამტკიცებულია თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 16 მაისის №24/7 დადგენილებით

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №24/5 დადგენილებით დამტკიცებულ „დებულებაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრატურის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე:


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე:
მუხლი 1. თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №24/5 დადგენილებით დამტკიცებულ „დებულებაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრატურის შესახებ“ შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. მე–4 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მაგისტრანტს დასკვნითი გამოცდისა და შუალედური შეფასებების გაპროტესტების უფლება აქვს შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს დამტკიცებისთანავე.