დამტკიცებულია თსსუ-ის აკადემიური საბჭოს
2020 წლის 27 ივნისის №24/15 დადგენილებით 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის
07 მაისის N24/5 დადგენილებით დამტკიცებულ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტურის შესახებ
დებულებაში“
ცვლილების შეტანის თაობაზე:


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, თსსუ-ის წესდების მე-8 მუხლის საფუძველზე:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტურის შესახებ დებულების“:
1. მე-2 მუხლში, ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი და მიეთითოს „2. ამოღებულია“.
2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„5. ინფორმაცია სადოქტორო კვლევის პროგრამის სტრუქტურის შესახებ. სასწავლო კრედიტების რაოდენობა და განაწილება“.
3. მე-5 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„1.დოქტორანტურაში სწავლის ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) სემესტრით. დოქტორანტურაში ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ, დოქტორანტის მიერ სწავლისა და კვლევის პროცესის დაუსრულებლობის შემთხვევაში, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელს უფლება აქვს სწავლის/კვლევის პროცესის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს ფაკულტეტის საბჭოს.“

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს დამტკიცებისთანავე.