პროგრამის სახელწოდება |
საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამა – სტომატოლოგია |
პროგრამის ხელმძღვანელი |
პროფესორი მარინა
მამალაძე |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია |
სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი |
პროგრამის მოცულობა კრედიტებით |
180 კრედიტი |
სწავლების ენა |
ქართული |
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, რომელიც მიმართულია სტუდენტის კომპეტენციების გამომუშავებასა
და დასაქმების სფეროს განსაზღვრაზე |
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამების არსის,
მიზნის და შედეგების ერთიანი ხედვაა. ამასთან, ცალკეული პროგრამა ითვალისწინებს დარგობრივ
სპეციფიკას და საჭიროებებს. პროგრამის მიზანს წარმოადგენს მაღალი აკადემიური დონის მკვლევარების, სტომატოლოგიის
დარგის სისტემური გაგების მქონე ფილოსოფიის დოქტორების (Ph.D) მომზადება, რომელთაც
ექნებათ საკმარისი ცოდნა, უნარები და გამოცდილება, რაც უზრუნველყოფს მათ კვალიფიცირებულ
ჩართვას სტომატოლოგიის სფეროს აკადემიურ, კვლევით და პროფესიულ საქმიანობაში მსოფლიოს
მასშტაბით. თსსუ–ში აკადემიური (სამეცნიერო) კადრი მზადდება მოქმედი კანონმდებლობისა
და ქვეყნის/საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნული
სრულად თავსებადია თსსუ-ის დეკლარირებულ მისიასთან. პროგრამის სწავლის შედეგები ითვალისწინებს აკადემიურ პროცესში მონაწილე
ყველა მხარის (დოქტორანტი/სტუდენტი, აკადემიური პერსონალი), კურსდამთავრებულთა და
პოტენციურ დამსაქმებელთა ინტერესებს, ეროვნულ და საერთაშორისო დარგობრივ სტანდარტებს. |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა |
დოქტორანტურაში მიღების/სადოქტორო
კვლევის პროგრამაზე დაშვების წესი განისაზღვრება თსსუ–ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის
დებულებით დოქტორანტურის შესახებ, შეესაბამება საქართველოს კანონს უმაღლესი განათლების
შესახებ და უნივერსიტეტის საქმიანობის მომწესრიგებელ ნორმატიულ აქტებს. საგანმანათლებლო პროგრამაზე
მიღების წინაპირობებია: 1) სადოქტორო კვლევის პროგრამა,
დამტკიცებული აკადემიური საბჭოს მიერ; 2) მაძიებლისათვის – დიპლომირებული
სტომატოლოგის დიპლომი და დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსში გამარჯვება. დოქტორანტურაში მისაღები კონკურსი მოიცავს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის
შეფასებას; ბ) გამოცდას: ტესტირება – გასაუბრება
სპეციალობასა და უცხოურ ენაში. აღნიშნული უზრუნველყოფს პროგრამაზე მიღების ტრანსპარენტულობას,
თანასწორობას შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების მქონე პირთათვის, რაც
პროგრამის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში პროგრამით დეკლარირებული სწავლის შედეგების მიღების საფუძველია. |
სწავლის შედეგი |
პროგრამის სწავლის შედეგები სრულად შეესატყვისება დამოუკიდებელი მკვლევარისთვის საჭირო ცოდნას და უნარებს, ასევე, უკვე მიღებული კომპეტენციის ფარგლებში დასაქმების შესაძლებლობას. დოქტორანტი ასრულებს კვლევაზე ორიენტირებულ სამუშაოს, რომელიც დასრულდება ორიგინალური, სამეცნიერო და მეთოდური ღირებულების მქონე შედეგების მიღწევით, დისერტაციის (და თანხმლები დოკუმენტაციის) წარმოდგენით სადისერტაციო საბჭოზე და საჯარო დაცვით. სადოქტორო პროგრამის დასრულების შემდგომ სტომატოლოგიის დოქტორს უნდა ჰქონდეს შემდეგი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები: მას უნდა შეეძლოს: • სტომატოლოგიური პათოლოგიების (კომპეტენციის ფარგლებში) ადეკვატური მართვა დაავადების ნებისმიერ ეტაპზე და პრევენციული ღონისძიებების დასახვა და ადეკვატური წარმართვა. • ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა და განხორციელება. • სამეცნიერო პუბლიკაციის მომზადება (კვლევის დაგეგმვა, მასალის მოძიება, სისტემატიზება, დამუშავება, გაფორმება); უნდა ჰქონდეს ღრმა, სისტემური და უახლესი სამეცნიერო ცოდნა, რომელიც საერთაშორისო რეფერირებადი პუბლიკაციისათვის აუცილებელი სტანდარტის დონეზე მუშაობის საშუალებას იძლევა. შეიმუშაოს ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდები და მიდგომები, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული და აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში. • სამეცნიერო ნაშრომების ადეკვატური აღქმა და ინტერპრეტაცია, უახლესი შეხედულებებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზი და შეფასება, რითაც ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება/განვითარებას უწყობს ხელს; • პრობლემის გადაჭრისათვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. • კომუნიკაციის დამყარება კოლეგებთან, პაციენტებთან, მათ ახლობლებთან, ფართო საზოგადოებასთან. • შეძენილი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება კოლეგებისა და სტუდენტებისათვის; აქტიური, პროდუქტიული ქმედება საკუთარი კვლევის შედეგების დანერგვისათვის პრაქტიკულ საქმიანობაში. • აკადემიური თანამდებობის დაკავება და შესაბამისი დატვირთვის შესრულება. სხვების სწავლის პროცესის დაგეგმვა და მართვა. |
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა |
სადოქტორო
პროგრამის კვლევითი კომპონენტის შესრულების შუალედური შეფასების ფორმა დოქტორანტის
ყოველწლიური ატესტაციაა (ანგარიშგება) საბაზისო დეპარტამენტის/-ების წინაშე. კვლევის
საბოლოო, დასკვნითი შეფასება ხორციელდება დისერტაციის საჯარო დაცვისას (დოქტორის
ხარისხის მინიჭება ან არ მინიჭება). დოქტორის
აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია უნდა იყოს დასრულებული სამეცნიერო
კვლევა, რომელშიც გადაწყვეტილია აქტუალური სამეცნიერო პრობლემა (პრობლემები) და მიღებულია
შესაბამის დარგში არსებული საერთაშორისო დონის თეორიული, ექსპერიმენტული ან კლინიკური
შედეგები. დისერტაციის
დაცვის პრერეკვიზიტებია სასწავლო კომპონენტის შესრულება და კვლევის ძირითადი შედეგების
გამოქვეყნება დარგის რეცენზირებად და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში, შრომათა
კრებულებში, რომლებიც იბეჭდება საქართველოსა და უცხოეთის გამოცემებში და ვრცელდება
საერთაშორისო მასშტაბით. სამეცნიერო შრომების მინიმალური რაოდენობაა ოთხი, მათ შორის
ერთი მაინც გამოქვეყნებული უნდა იყოს საერთაშორისო რეფერირებად და ერთი მაინც - იმპაქტ-ფაქტორის
მქონე გამოცემაში. დისერტაციის
მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 150 ნაბეჭდ გვერდს (A4 ფორმატი), გამოყენებული ლიტერატურის
და დანართების გარეშე. დისერტაცია
სრულად უნდა ასახავდეს: ინფორმაციას/მონაცემებს
სადოქტორო კვლევის აქტუალობის, სამეცნიერო
სიახლის, კვლევის მიზნის და ამოცანების შესახებ - შესავალი; სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვას სადოქტორო
კვლევის თემის შესახებ, მათ შორის - ბოლო 10 წლის მინაცემებით, კვლევის მასალის და მეთოდოლოგიის/მეთოდიკის
აღწერას, საკუთარი კვლევის შედეგების დეტალურ და
თვალსაჩინო აღწერას, შედეგების სარწმუნობის დამადასტურებელი
კრიტერიუმების აღწერას, საკუთარი კვლევის შედეგების განხილვას და
ანალიზს, მიღებულ სამეცნიერო დასკვნებს, შედეგების სამეცნიერო თეორიულ და/ან პრაქტიკულ
მნიშვნელობას, გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის ნუსხას, ნაშრომის ანოტაციას ინგლისურ ენაზე, რომელიც
უნდა შეიცავდეს ინფორმაციას/მონაცემებს სადოქტორო კვლევის აქტუალობის, სამეცნიერო
სიახლის, კვლევის მიზნის და ამოცანების, კვლევის თეორიული და პრაქტიკული ღირებულების
შესახებ; დანართის სახით - სადისერტაციო თემის ირგვლივ
გამოქვეყნებული პუბლიკაციების ასლებს. ნაშრომის
სადისერტაციო საბჭოზე წარდგენის წინაპირობაა მისი წინასწარი განხილვა (აპრობაცია)
იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფში და/ან დეპარტამენტში, სადაც შესრულდა სადოქტორო პროგრამა. სადისერტაციო
ნაშრომი წარდგენილი და მხარდაჭერილი უნდა იყოს პროფესიული/დარგობრივი ასოციაციების
მიერ. პირველადი
მასალის სასწავლო, კვლევით ან კლინიკურ დაწესებულებაში მოპოვების შემთხვევაში მის
სანდოობას წერილობით ადასტურებს შესაბამისი
დეპარტამენტის/დაწესებულების ხელმძღვანელი. სადისერტაციო
ნაშრომს და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას აფასებს საექსპერტო კომისია. საექსპერტო
დასკვნაში უნდა შეფასდეს ჩატარებული კვლევის სამეცნიერო აქტუალობა, სიახლე, ორიგინალობა,
თეორიული და პრაქტიკული ღირებულება, კვლევის დიზაინის და მეთოდოლოგიის ადეკვატურობა,
კვლევის პირველადი მასალის ობიექტურობა და სარწმუნოობა, დისერტაციის სტრუქტურა, გაფორმების
ხარისხი და ენობრივი გამართულობა. ექსპერტთა
უმრავლესობის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის
ვიზირების შემდეგ, სადისერტაციო ნაშრომი ისტამბება.
საექსპერტო კომისიის უმრავლესობის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში დისერტაცია უბრუნდება
დისერტანტს და მისი ხელახალი წარდგენა შეიძლება არა უადრეს ერთი წლისა. დისერტაციის
საჯარო დაცვა ხორციელდება სტომატოლოგიის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შექმნის,
საქმიანობისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ დებულების მუხლი
5–ით განსაზღვრული წესით. პროგრამის
სასწავლო კომპონენტებთან მიმართებაში კი, ისევე როგორც მთლიანად უნივერსიტეტში, მოქმედებს
კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS). საგანმანათლებლო
პროგრამის კრედიტების გაანგარიშება და სტუდენტის მიღწევების შეფასება ხორციელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძ. #3, 5.01.2007 შესაბამისად. დოქტორანტის
ცოდნის შეფასების პრინციპები და კრიტერიუმები ტრანსპარანტულია და ცნობილია აკადემიურ
პროცესში ჩართული ყველა სუბიექტისათვის. ისინი შეესაბამება სტუდენტის მიერ არა მარტო
თეორიული ცოდნის, არამედ პრაქტიკული უნარების ათვისების ხარისხის ობიექტური შეფასების
ინტერესს. ცოდნისა და უნარების შეფასებისას გამოყენებულია როგორც ზეპირი, ასევე ტესტური
და კომბინირებული გამოცდები, პრეზენტაციები, რეფერატი/თეზისი, რაც გაწერილია სილაბუსებში. დოქტორანტის
შეფასების ინდიკატორები პროგრამის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე და პროგრამის ყველა
ნაწილში დეკლარირებულია ღიად, ცნობილია სადოქტორო პროგრამაში ჩართული ყველა სუბიექტისათვის. |
დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტის (45 კრედიტი) შინაარსობრივი და რაოდენობრივი განაწილება
(1 კრედიტი = 30 აკად.
სთ)
მოდულის დასახელება |
კრედიტების რაოდენობა |
ძირითადი და მომიჯნავე სპეციალობა |
25 |
ბიოსტატისტიკა და მეცნიერული კვლევის
საფუძვლები |
4 |
უმაღლესი განათლების პედაგოგიკა და ფსიქოლოგია |
3 |
ბიოეთიკა |
3 |
უცხოური ენა |
10 |
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio