პროგრამის სახელწოდება

       საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამა – საზოგადოებრივი  ჯანდაცვა

პროგრამის ხელმძღვანელები

პროფესორი ლევან ბარამიძე

ასოცირებული პროფესორი ნინო კილაძე

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის აკადემიური დოქტორი

პროგრამის მოცულობა კრედიტებით

          180 კრედიტი, 6 სემესტრი (3 აკადემიური წელი)

სწავლების ენა

ქართული

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, რომელიც მიმართულია სტუდენტის კომპეტენციების გამომუშავებასა და დასაქმების სფეროს განსაზღვრაზე

სადოქტორო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა” სწავლების მიზანია საზოგადოებრივი        ჯანდაცვის დარგის სისტემური გაგების მქონე აკადემიური დოქტორის (Ph.D) მომზადება, რომელსაც ექნება   აუცილებელი ფუნდამენტური ცოდნა, სათანადო კვალიფიკაცია სამეცნიერო–კვლევითი მეთოდების    დაუფლების თვალსაზრისით და კომპეტენცია ამ სფეროში წარმატებული კვლევითი /აკადემიური    მუშაობისათვის.

პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს კონკურენტუნარიანი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვადასხვა რგოლში/საფეხურზე ეფექტურად მომუშავე აკადემიური დოქტორები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, რომელნიც შეძლებენ კომპეტენტურად შეიმუშაონ, დაგეგმონ და განახორციელონ პრევენციული და ჯანმრთელობის       ხელშემწყობი,  გარემოს  ჯანმრთელობის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, პროფესიული ჯანმრთელობის, ჯანდაცვის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის, უსაფრთხო კვების, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამები, ასევე მართონ კურაციული პროგრამები და სხვ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორს კომპეტენციის ფარგლებში (საზოგადოებრივი       ჯანდაცვა, ჯანდაცვის ადმინისტრირება და მენეჯმენტი, სამედიცინო ეკონომიკა და პოლიტიკა, ეპიდემიოლოგია, გარემოს მედიცინა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა/უსაფრთხო დედობა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, სამედიცინო ეკოლოგია, უსაფრთხო კვება, ასაკობრივი მედიცინა, პროფესიული ჯანმრთელობა და სხვ.) შეუძლია აწარმოოს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისა და დაწესებულებების მენეჯმენტი; მას ძალუძს მოსახლეობის ჯანმრთელობითი ქცევის პრობლემების გადაჭრა და სტრატეგიების შემუშავება ჯანმრთელობის ხელშეწყობის კონტექსტში; სხვადასხვა სახის ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმის სამედიცინო დაწესებულებაში კომპეტენტურად განახორციელოს სამედიცინო ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკური ანალიზი, ორგანიზაციული და სამეცნიერო–კვლევითი მუშაობა მართვის ყველა დონეზე, ასევე, განახორციელოს სათანადო პროფესიული საქმიანობა ჯანმო–ს მოთხოვნების გათვალისწინებით სანიტარიული ზედამხედველობის სფეროში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დარგში აკადემიური კადრის მომზადებისას გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოთხოვნები. აღნიშნული სრულიად შეესაბამება თსსუ-ის მისიას.

პროგრამის მიზნები და სწავლის შედეგები ორიენტირებულია დასაქმების ბაზარზე, ითვალისწინებს რა როგორც კურსდამთავრებულთა, ასევე პოტენციურ დამსაქმებელთა ინტერესებს და, ასევე, ყველა სახის პროფესიულ დარგობრივ სტანდარტს.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

დოქტორანტურაში მიღების/სადოქტორო კვლევის პროგრამაზე დაშვების წესი განისაზღვრება თსსუის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დებულებით დოქტორანტურის შესახებ და შეესაბამება საქართველოს კანონს უმაღლესი განათლების შესახებ.

დოქტორანტურაში/სადოქტორო კვლევის  პროგრამაზე დაიშვებიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით უმაღლესი განათლების შესახებ და დოქტორანტურის შესახებ თსსუ–ის დებულებით. საქართველოს მოქალაქეებისთვის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობებია საზოგადოებრივი ჯანდაცვის (ან მომიჯნავე დარგების) მაგისტრის ან მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული დიპლომი და დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსში გამარჯვება.

კონკურსი მოიცავს:

) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას;

) გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ძირითად სპეციალობასა და ინგლისურ ენაში (B2 დონე).

 

სწავლის შედეგი

დარგობრივი კომპეტენციები

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის ათვისება და სამეცნიერო კვლევის განხორციელება კურსდამთავრებულს შესძენს ცოდნასა და უნარებს, აუცილებელს პრობლემის დამოუკიდებლად გადაწყვეტისა    და მიღებული კომპეტენციის ფარგლებში დასაქმებისათვის.

ცოდნა და გაცნობიერება

სადოქტორო პროგრამის დასრულების შემდეგ დოქტორს აქვს ადეკვატური ცოდნა და უნარ-ჩვევები ჯანდაცვის სხვადასხვა პროფილის პროგრამების შემუშავების, დაგეგმვის და განხორციელებისათვის, ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეპიდემიოლოგიის, გარემოს ჯანმრთელობის, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციული მედიცინის, სამედიცინო ეკოლოგიის, კვებისა და ასაკობრივი მედიცინის, ნუტრიციოლოგიის, გამოყენებითი საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ადმინისტრირების, სოციალურ (მათ შორის, სადაზღვევო კომპანიებში), სამედიცინო ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის სფეროში მუშაობისათვის, მათ შორის – აკადემიურ სფეროში.

სადოქტორო პროგრამის დასრულების შემდგომ დოქტორი ფლობს:

 ღრმა და საფუძვლიან ცოდნას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სწავლებისა და კვლევის თანამედროვე მეთოდებისა და ხერხების შესახებ;

საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო-პრაქტიკული ინფორმაციის სრულად და კრიტიკულად შეფასების მეთოდებს.


სასწავლო კომპონენტის (45 კრედიტი)

 

შინაარსობრივი და რაოდენობრივი განაწილება (1 კრედიტი = 30 აკად. სთ)

 

 

სასწავლო კურსის/მოდულის დასახელება

კრედიტების რაოდენობა

ძირითადი სპეციალობა

12

სამეცნიერო კვლევის მეთოდოლოგია

4

ბიოსტატისტიკა

4

უმაღლესი განათლების პედაგოგიკა და ფსიქოლოგია

3

ბიოეთიკა

3

უცხოური ენა ინგლისური (დაშვების წინაპირობა B2 დონე)

9

აკადემიური წერა ინგლისურ ენაზე

4

მოდული ახალი საზოგადოებრივი ჯანმრთელობა:

·        ჰოსპიტალური მენეჯმენტი

·        ჯანმრთელობის ხელშეწყობა

 

2

2

ელექტიური საგნები:

 

მტკიცებითი მედიცინა

2

სამეცნიერო პროექტის შედგენის მეთოდოლოგია

2

ინგლისური ენა (დონე C1 - Advanced - მაღალი)

2

 

 

სადოქტორო პროგრამის მოცულობის (180 კრედიტი) უდიდესი ნაწილი (135 კრედიტი,

=75%,) ეთმობა კვლევით კომპონენტს - სამეცნიერო კვლევას, რომლის თეორიულ და ექსპერიმენტულ შედეგებს არსებითი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შემსწავლელი მეცნიერებისათვის.