პროგრამის სახელწოდება |
სადოქტორო პროგრამა – მედიცინა |
პროგრამის ხელმძღვანელი |
პროფესორი გივი ჯავაშვილი |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია |
მედიცინის აკადემიური დოქტორი |
პროგრამის მოცულობა კრედიტებით |
180
კრედიტი |
სწავლების ენა |
ქართული |
საგანმანათლებლო პროგრამის
მიზანი, რომელიც მიმართულია სტუდენტის კომპეტენციების გამომუშავებასა და დასაქმების სფეროს განსაზღვრაზე |
დოქტორანტურაში სწავლების მიზანია საკუთარი სამეცნიერო სფეროს სისტემური გაგების
მქონე ფილოსოფიის დოქტორის (Ph.D) მომზადება, რომელსაც ექნება აუცილებელი ჩვევები
და სამეცნიერო–კვლევითი მეთოდების ცოდნა ამ სფეროში
წარმატებული მუშაობისათვის. პროგრამის მიზანია
მოამზადოს დამოუკიდებელი, კონკურენტუნარიანი აკადემიური მკვლევარები, რომელთაც ექნებათ საკმარისი ცოდნა, უნარები და გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში და მსოფლიო
სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის. თსსუ–ში
აკადემიური (სამეცნიერო) კადრი
მზადდება მოქმედი კანონმდებლობისა და ქვეყნის/საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნული სრულად თავსებადია თსსუ-ის დეკლარირებულ მისიასთან. პროგრამის წარმატებით დაძლევა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა ცოდნის ვალიდურობას და მათ კონკურენტუნარიანობას (კომპეტენციის ფარგლებში). პროგრამის სწავლის
შედეგები ითვალისწინებს აკადემიურ პროცესში მონაწილე ყველა მხარის (დოქტორანტი/სტუდენტი, აკადემიური პერსონალი), კურსდამთავრებულთა
და პოტენციურ დამსაქმებელთა ინტერესებს, ეროვნულ და საერთაშორისო დარგობრივ სტანდარტებს. |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა |
დოქტორანტურაში მიღების/სადოქტორო კვლევის პროგრამაზე დაშვების
წესი განისაზღვრება თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის დებულებით დოქტორანტურის შესახებ და შეესაბამება
საქართველოს კანონს უმაღლესი განათლების შესახებ. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების
წინაპირობებია: 1)სადოქტორო კვლევის პროგრამა, დამტკიცებული
აკადემიური საბჭოს მიერ; 2)მაძიებლისათვის – დიპლომირებული მედიკოსის დიპლომი
და დოქტორანტურაში მისაღებ
კონკურსში გამარჯვება. დოქტორანტურაში მისაღები კონკურსი მოიცავს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას; ბ) გამოცდას: ტესტირება – გასაუბრება სპეციალობასა და უცხოურ ენაში. |
სწავლის შედეგი |
პროგრამის სწავლის
შედეგები სრულად შეესატყვისება დამოუკიდებელი მკვლევარისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს, ასევე,
უკვე მიღებული კომპეტენციის ფარგლებში დასაქმების შესაძლებლობას. დოქტორანტი ასრულებს კვლევაზე ორიენტირებულ სამუშაოს, რომელიც დასრულდება ორიგინალური, სამეცნიერო და მეთოდური ღირებულების მქონე შედეგების მიღწევით, დისერტაციის (და თანხმლები დოკუმენტაციის) წარმოდგენით სადისერტაციო საბჭოზე და საჯარო დაცვით. სადოქტორო პროგრამის დასრულების შემდგომ აკადემიურ/მედიცინის დოქტორს უნდა შეეძლოს (ზოგადი კომპეტენციები): ·
დამოუკიდებლად
დაგეგმოს, განახორციელოს და ზედამხედველობა გაუწიოს
ინოვაციურ კვლევას. ·
სამეცნიერო პუბლიკაციის დაწერა;
უნდა ჰქონდეს ღრმა,
სისტემური და უახლესი
ცოდნა, რომელიც საერთაშორისო რეფერირებადი პუბლიკაციისათვის აუცილებელი სტანდარტის დონეზე მუშაობის საშუალებას იძლევა. ·
შეიმუშაოს ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდები და მიდგომები, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული და აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში. ·
ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზი, სინთეზი და შეფასება, რითაც
ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება/განვითარებას შეუწყობს ხელს; პრობლემის გადაჭრისათვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. ·
რთული და სადავო ინფორმაციის დამუშავება და ეფექტური გადაცემა კოლეგებისა და ფართო
საზოგადოებისათვის ამ უკანასკნელთა მომზადების ხარისხის გათვალისწინებით, მათ შორის უცხოურ ენაზე. ·
ახალი ღირებულებების დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავება. ·
სხვების სწავლის პროცესის დაგეგმვა და მართვა. აკადემიური თანამდებობის დაკავება და შესაბამისი დატვირთვის შესრულება. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები |
სადოქტორო პროგრამა, მისი შემადგენელი კვლევითი კომპონენტი და სასწავლო კურსები ეფუძნება თანამედროვე სამეცნიერო ცოდნას, რაც გულისხმობს დარგში
დაგროვილი და უახლესი, მტკიცებულებებზე დამყარებული ცოდნის
და მეთოდოლოგიის სრულ და ადეკვატურ ჩართვას სასწავლო პროცესში, რაც უზრუნველყოფს პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევას. სწავლება დაფუძნებულია სტუდენტზე ორიენტირებულ მეთოდებზე, რაც, გარდა საკუთრივ კვლევითი მუშაობისა, გულისხმობს დოქტორანტის აქტიურ ჩართვას
სასწავლო პროცესში, მოიცავს: შემთხვევათა სწავლებას, პაციენტისა და ექიმის როლების
შესრულებას, კლინიკური შემთხვევების მოდელირებას, მათ შორის,
ელექტრონულად და მათ პრეზენტაციას, ლაბორატორიულ სწავლებას, დისკუსიებს, ინტერაქტიურ ლექციებს, ემპირიულ სწავლებას, სემინარებს, კოლოქვიუმებს, პროექტებს და პრეზენტაციებს. დოქტორანტი
არის სამეცნიერო კომპონენტის უშუალო და ძირითადი შემსრულებელი. თითოეული მეთოდი ცალ-ცალკე და მათ ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას. სადოქტორო პროგრამა „მედიცინა“ განიხილება, როგორც
ფუნქციურად ინტეგრირებული საგანმანათლებლო საფეხური. გამაერთიანებელი ელემენტი დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტია, რომელიც უნიფიცირებული და ქვესპეციალობით განსაზღვრული ნაწილებისაგან შედგება. ინდივიდუალური სადოქტორო კვლევის პროგრამები კი მედიცინის დარგის სხვადასხვა ქვესპეციალობის/ქვემიმართულების შესაბამისია. სადოქტორო პროგრამა აგებულია სასწავლო კურსებისაგან/მოდულებისაგან და მოიცავს სამეცნიერო კვლევას, რომლის თეორიულ, ექსპერიმენტულ
და კლინიკურ შედეგს არსებითი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო - ბიოლოგიური მეცნიერებისათვის. პროგრამის შინაარსი, მოცულობა და სწავლების მეთოდები უზრუნველყოფს პროგრამის
მიზნის და იმ შედეგების მიღწევას, რაც უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს მესამე საფეხურის შედეგებს შეესაბამება. სასწავლო კურსები/მოდულები სტრუქტურირებულია უმაღლესი განათლების შესახებ კანონის და მისი ქვემდებარე სხვა ნორმატივების
ფარგლებში. სწავლების მეთოდები შეესაბამება
დოქტორანტის მომზადების თანამედროვე მეთოდოლოგიურ, მათ შორის - სპეციფიკურ მოთხოვნებს. პროგრამა აგებულია ევროპული კრედიტ - სატრანსფერო სისტემის შესაბამისად. სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას უზრუნველყოფს აკადემიური აქტივობის ცალკეული მეთოდი და ამ მეთოდთა ერთობლიობა სადოქტორო პროგრამის სამეცნიერო კომპონენტის უშუალოდ დოქტორანტის მიერ შესრულებასთან ერთად. |
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა |
სადოქტორო პროგრამის კვლევითი კომპონენტის შესრულების შუალედური შეფასების ფორმა დოქტორანტის ყოველწლიური ატესტაციაა (ანგარიშგება) საბაზისო დეპარტამენტის/-ების წინაშე. კვლევის
საბოლოო, დასკვნითი შეფასება ხორციელდება დისერტაციის საჯარო
დაცვისას (დოქტორის ხარისხის მინიჭება ან არ მინიჭება). დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია უნდა იყოს დასრულებული სამეცნიერო კვლევა, რომელშიც გადაწყვეტილია აქტუალური სამეცნიერო პრობლემა (პრობლემები) და მიღებულია
შესაბამის დარგში არსებული საერთაშორისო დონის თეორიული, ექსპერიმენტული ან კლინიკური შედეგები. დისერტაციის დაცვის
პრერეკვიზიტებია სასწავლო კომპონენტის შესრულება და კვლევის
ძირითადი შედეგების გამოქვეყნება დარგის რეცენზირებად და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში, შრომათა კრებულებში, რომლებიც იბეჭდება საქართველოსა და უცხოეთის გამოცემებში და ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით. სამეცნიერო შრომების მინიმალური რაოდენობაა ოთხი,
მათ შორის ერთი მაინც გამოქვეყნებული უნდა იყოს საერთაშორისო რეფერირებად და ერთი
მაინც - იმპაქტ-ფაქტორის მქონე
გამოცემაში. დისერტაციის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 150 ნაბეჭდ გვერდს
(A4 ფორმატი), გამოყენებული ლიტერატურის და დანართების გარეშე. დისერტაცია სრულად
უნდა ასახავდეს: Ø
ინფორმაციას/მონაცემებს სადოქტორო კვლევის
აქტუალობის, სამეცნიერო სიახლის, კვლევის მიზნის და ამოცანების შესახებ - შესავალი; Ø
სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვას სადოქტორო კვლევის თემის
შესახებ, მათ შორის
- ბოლო 10 წლის მინაცემებით, Ø კვლევის მასალის და მეთოდოლოგიის/მეთოდიკის Ø
აღწერას,
საკუთარი კვლევის შედეგების დეტალურ და თვალსაჩინო აღწერას, Ø
შედეგების სარწმუნობის დამადასტურებელი კრიტერიუმების აღწერას, Ø
საკუთარი კვლევის შედეგების განხილვას და ანალიზს, Ø
მიღებულ სამეცნიერო დასკვნებს, Ø
შედეგების სამეცნიერო თეორიულ და/ან პრაქტიკულ მნიშვნელობას, Ø
გამოყენებული
სამეცნიერო ლიტერატურის ნუსხას, Ø
ნაშრომის ანოტაციას ინგლისურ ენაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს
ინფორმაციას/მონაცემებს სადოქტორო კვლევის აქტუალობის,
სამეცნიერო სიახლის, კვლევის მიზნის და ამოცანების, კვლევის
თეორიული და პრაქტიკული ღირებულების შესახებ; Ø
დანართის სახით - სადისერტაციო თემის
ირგვლივ გამოქვეყნებული პუბლიკაციების ასლებს. ნაშრომის სადისერტაციო საბჭოზე წარდგენის წინაპირობაა მისი წინასწარი განხილვა (აპრობაცია) იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფში და/ან დეპარტამენტში, სადაც შესრულდა სადოქტორო პროგრამა. სადისერტაციო
ნაშრომი წარდგენილი და მხარდაჭერილი უნდა იყოს პროფესიული/დარგობრივი ასოციაციების მიერ. პირველადი მასალის
სასწავლო, კვლევით ან კლინიკურ დაწესებულებაში მოპოვების შემთხვევაში მის სანდოობას წერილობით ადასტურებს შესაბამისი დეპარტამენტის/ დაწესებულების ხელმძღვანელი. სადისერტაციო ნაშრომს
და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას აფასებს საექსპერტო კომისია. საექსპერტო დასკვნაში უნდა შეფასდეს ჩატარებული კვლევის სამეცნიერო აქტუალობა, სიახლე, ორიგინალობა, თეორიული და პრაქტიკული ღირებულება, კვლევის
დიზაინის და მეთოდოლოგიის ადეკვატურობა, კვლევის
პირველადი მასალის ობიექტურობა და სარწმუნოობა, დისერტაციის სტრუქტურა, გაფორმების ხარისხი და ენობრივი გამართულობა. დისერტაციის საჯარო დაცვისათვის სპეციალიზებული საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით, დასკვნაში მიეთითება სადისერტაციო თემატიკასთან დაკავშირებული ძირითადი და მომიჯნავე სპეციალობები. ექსპერტთა უმრავლესობის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს
თავმჯდომარის ვიზირების შემდეგ,
სადისერტაციო ნაშრომი ისტამბება და საჯარო დაცვისათვის გადაეცემა
სპეციალიზებულ სადისერტაციო საბჭოს. საექსპერტო კომისიის უმრავლესობის უარყოფითი დასკვნის
შემთხვევაში დისერტაცია უბრუნდება დისერტანტს და მისი ხელახალი წარდგენა შეიძლება არა უადრეს
ერთი წლისა. დისერტაციის საჯარო
დაცვა ხორციელდება მედიცინის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს
შექმნის, საქმიანობისა და დოქტორის
აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ დებულების მუხლი 5–ით განსაზღვრული
წესით. პროგრამის სასწავლო კომპონენტებთან მიმართებაში კი, ისევე როგორც
მთლიანად უნივერსიტეტში, მოქმედებს კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS). საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების
გაანგარიშება და სტუდენტის მიღწევების შეფასება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძ. #3, 5.01.2007 შესაბამისად. დოქტორანტის ცოდნის
შეფასების პრინციპები და კრიტერიუმები ტრანსპარანტულია და ცნობილია აკადემიურ პროცესში ჩართული ყველა სუბიექტისათვის. ისინი შეესაბამება სტუდენტის მიერ არამარტო თეორიული ცოდნის, არამედ პრაქტიკული უნარების ათვისების ხარისხის ობიექტური შეფასების ინტერესს. ცოდნისა და უნარების შეფასებისას გამოყენებულია როგორც
ზეპირი, ასევე ტესტური
და კომბინირებული გამოცდები, პრეზენტაციები, რეფერატი/თეზისი, რაც გაწერილია სილაბუსებში. |
სასწავლო გეგმა, სწავლების ორგანიზების თავისებურებების მითითებით
სადოქტორო პროგრამა წარმოადგენს მედიცინის დარგების ინდივიდუალური კვლევითი პროექტების და სასწავლო კომპონენტის ერთობლიობას; სასწავლო
კომპონენტი, თავის მხრივ, სტრუქტურირებულია ორი ტიპის სასწავლო
კურსებისა და მოდულებისაგან:
1) ორიენტირებული აკადემიური/კვლევითი პროცესის დაგეგმვის და ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების
შეძენაზე;
2) ორიენტირებული ახალი ცოდნის/ინფორმაციის შექმნაზე
და გადაცემაზე კონკრეტული სადოქტორო კვლევის სფეროში, რის საფუძველსაც
წარმოადგენს გამოხატული სამეცნიერო/მეთოდური/პრაქტიკული ღირებულების მქონე ორიგინალური, სამეცნიერო სიახლის შემცველი კვლევა.
სადოქტორო პროგრამის შესრულება მთავრდება დისერტაციის დაცვით.
სადოქტორო პროგრამის მოცულობის
(180 კრედიტი) 75% (135 კრედიტი)
მოიცავს კვლევით კომპონენტს, ხოლო 25% (45 კრედიტი) - სასწავლო კომპონენტს. კვლევითი კომპონენტი განისაზღვრება ინდივიდუალური სადოქტორო კვლევის
პროგრამით, ამ პროგრამის
შესრულების გეგმით, პროგრამის დასრულებისათვის/დისერტაციის
დაცვისათვის სავალდებულო სამეცნიერო აქტივობებით (პუბლიკაციები, მოხსენებები და სხვ.) და საკუთრივ სადისერტაციო
ნაშრომით. კვლევის ყველა პროგრამა ინდივიდუალურია და მის შესრულებაში 1 დოქტორანტი მონაწილეობს.
სასწავლო კომპონენტი მოიცავს
ორ ნაწილს: კვლევის
პროგრამის შესაბამისი ძირითადი
და მომიჯნავე სპეციალობები/დისციპლინები (25 კრედიტი) და მედიცინის სადოქტორო
პროგრამაში გაერთიანებული ყველა კვლევითი პროგრამისათვის უნიფიცირებული სასწავლო კურსები
და მოდულები (20 კრედიტი), რომლებიც
ზოგადი სამეცნიერო/აკადემიური კომპეტენციების გამომუშავებისკენაა მიმართული.
ცხრილში მოყვანილია სასწავლო კომპონენტების შინაარსობრივი
და რაოდენობრივი განაწილება. ძირითადი
და მომიჯნავე სპეციალობა სადოქტორო კვლევის შინაარსის
მიხედვით შეირჩევა. ამ მოდულის შესრულების ფორმატი და კრიტერიუმები განისაზღვრება სადოქტორო
კვლევის პროგრამის ხელმძღვანელის მიერ და ფასდება
საკუთრივ კვლევის პროგრამის
ექსპერტიზის დროს.
დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტის (45 კრედიტი) შინაარსობრივი და რაოდენობრივი განაწილება (1 კრედიტი = 30 აკად. სთ)
მოდულის დასახელება |
კრედიტების რაოდენობა |
ძირითადი და მომიჯნავე სპეციალობა |
25 |
ბიოსტატისტიკა და მეცნიერული კვლევის
საფუძვლები |
4 |
უმაღლესი განათლების პედაგოგიკა და ფსიქოლოგია |
3 |
ბიოეთიკა |
3 |
უცხოური ენა |
10 |
პროგრამის სამეცნიერო კომპონენტია სამეცნიერო პროგრამა, რომელსაც
დოქტორანტი ასრულებს პროგრამის ხელმძღვანელის უშუალო მეთვალყურეობით მინიმუმ სამი წლის განმავლობაში. დოქტორანტი მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, სადაც წარმოადგენს მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, აქვეყნებს
პუბლიკაციებს. კვლევითი კომპონენტი მოიცავს სამეცნიერო ნაშრომის
(დისერტაციის) შესრულებას და დისერტაციის დაცვას.
კვლევითი კომპონენტის კრედიტების განაწილებას და დატვირთვას განსაზღვრავს
სამეცნიერო ხელმძღვანელი, რაც დეტალურად აისახება
სადოქტორო პროგრამის შესრულების გეგმა–ბარათში.
Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio