დამტკიცებულია
თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №24/5 დადგენილებით

დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრატურის შესახებ


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე დებულება აწესრიგებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში - თსსუ) ფაკულტეტებზე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განხორციელების წესსა და პირობებს (15.05.2017. №24/3).
2. მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევრის მომზადებას, აგრეთვე, ამზადებს პირს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისთვის (15.05.2017. №24/3).
3. მაგისტრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურისათვის – მაგისტრატურისთვის დადგენილი კრედიტების ათვისების შედეგად ენიჭება (15.05.2017. №24/3).
4. მაგისტრანტი – მაგისტრატურის სტუდენტი.
5. მაგისტრატურაში სწავლის მიზნებია:
ა. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება;
ბ. სპეციალობის შეცვლა;
გ. კვალიფიკაციის ამაღლება.
6. სამაგისტრო პროგრამა არ შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ სწავლებისაგან. ის აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს სტუდენტის/მაგისტრანტის მიერ სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის მეთვალყურეობით ისეთი კვლევების ჩატარებას, რომელთა საფუძველზეც იგი შეძლებს საკვალიფიკაციო ნაშრომის წარდგენას (15.05.2017. №24/3).
7.   თსსუ-ის მაგისტრატურის მართვა და საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონის
„უმაღლესი განათლების შესახებ“, თსსუ-ის წესდებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
მუხლი 2. სამაგისტრო პროგრამის შემუშავების წესი
1. სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელ (-ებ)ი შეიძლება იყოს დოქტორის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, დარგში მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილებით.
2. ხელმძღვანელ(-ებ)ის მოვალეობაა უზრუნველყოს სამაგისტრო პროგრამის სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განხორციელება და მათზე კონტროლი.
3. სამაგისტრო პროგრამასა და პროგრამის ხელმძღვანელ(-ებ)ს, ფაკულტეტის საბჭოსა და ვიცე–რექტორის წარდგინებით, ამტკიცებს თსსუ-ის აკადემიური საბჭო.
4. ფაკულტეტის საბჭოზე სამაგისტრო პროგრამა განიხილება მხოლოდ დადებითი საექსპერტო შეფასების შემდეგ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში, დადგენილი წესით და კრიტერიუმებით (15.05.2017. № 24/3).
5. საექსპერტო შეფასებისათვის წარსადგენი სამაგისტრო პროგრამა უნდა შეიცავდეს:
ა.      სამაგისტრო პროგრამის დასახელებას (ქართულად და ინგლისურად) (15.05.2017.№24/3);
ბ. მისანიჭებელ აკადემიურ ხარისხს (ქართულად და ინგლისურად) და სწავლების ენას (15.05.2017. №24/3);
გ. ინფორმაციას (CV) სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელ(-ებ)ის შესახებ;
დ. სამაგისტრო პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათებას (სამაგისტრო პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები, პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულის დარგობრივი კვალიფიკაცია, ცოდნა, კომპეტენცია და უნარ- ჩვევები, დასაქმების სფეროები);
ე. სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს; ვ. სამაგისტრო პროგრამის სტრუქტურას;
ზ. პროგრამაში ჩართული ყველა სასწავლო კურსის/მოდულის სილაბუსს; თ. კვლევითი (შემოქმედებითი) კომპონენტის დეტალურ აღწერას;
ი. სამეცნიერო კვლევის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღწერას (თუ სამაგისტრო ნაშრომის განხორციელებისთვის საჭიროა პარტნიორი დაწესებულება, პროგრამას თან უნდა დაერთოს შესაბამისი თანხმობა);
კ. პროგრამის ხარჯთაღრიცხვას.
6. სამაგისტრო პროგრამა შეიძლება შემუშავდეს და განხორციელდეს პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით. ამ შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტისა, პროგრამაში დამატებით უნდა მიეთითოს პარტნიორი უნივერსიტეტი და ერთობლივი საგანმანთლებლო პროგრამებისათვის დადგენილი დოკუმენტაცია (15.05.2017. №24/3).
7. სამაგისტრო პროგრამის საექსპერტო შეფასებას, სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურში მისი ტექნიკური ექსპერტიზის შემდეგ, ახორციელებს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან შეთანხმებით, დადგენილი წესით (15.05.2017.№24/3).
8. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, კურიკულუმის კომიტეტთან ერთად, არა უმეტეს ერთი თვის ვადაში ფაკულტეტის დეკანს წარუდგენს დასკვნასა და რეკომენდაციებს სამაგისტრო პროგრამის შესახებ.
9.ფაკულტეტის დეკანი სამაგისტრო პროგრამას, საექსპერტო შეფასებებთან ერთად, განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს. ფაკულტეტის საბჭოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პროგრამა დასამტკიცებლად წარედგინება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს (15.05.2017. №24/3).
10. აკადემიურ საბჭოზე დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამის ანოტაცია ქვეყნდება თსსუ- ის ბეჭდვით ორგანოში, განთავსდება ვებ-გვერდზე და დამტკიცებულ სამაგისტრო პროგრამაზე ცხადდება მისაღები კონკურსი.
11. დამტკიცებულ სამაგისტრო პროგრამაში ცვლილებ(-ებ)ის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ფაკულტეტის საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე.
 
მუხლი 3. მაგისტრატურაში ჩარიცხვა, მაგისტრანტის სტატუსი

1. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის, მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირს.
2. სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისთვის აუცილებელია საერთო სამაგისტრო გამოცდის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი გამოცდის/გამოცდების ჩაბარება (15.05.2017. №24/3).
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/ გამოცდებში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმატებით გადალახეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საერთო სამაგისტრო გამოცდაში.
4. მაგისტრატურაში ჩარიცხვა ხდება წინასწარ გამოცხადებული მისაღები კონტიგენტის ფარგლებში, კონკურსის წესით.
5. მაგისტრატურაში მისაღებ კონკურსს აცხადებს თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახური. კონკურსი მოიცავს:
ა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას; ბ. გამოცდას სპეციალობასა და უცხოურ ენაში.
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: ა. განცხადება;
ბ. ბაკალავრის, მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი, ან დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ. დახასიათება–რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან ან უმაღლესი სასწავლებლიდან;
დ. პირადობის მოწმობის ასლი.
7. მაგისტრატურაში სწავლის მსურველთა საკონკურსო რეგისტრაცია წარმოებს რეგისტრაციის თაობაზე რექტორის სამართლებრივი აქტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებიდან არანაკლებ 10 დღისა.
8. კონკურსის   შედეგად   ჩარიცხული   პრეტენდენტი   ითვლება   თსსუ-ის   სტუდენტად (მაგისტრანტად).
9. მაგისტრანტობის კანდიდატთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა მობილობის მიზნით აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებული პროგრამით სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში დასაშვებია:
ა. მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ. სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.
10. მაგისტრატურაში სწავლების დაფინანსების წყაროებია: ა. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი;
ბ. სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად;
გ. (ამოღებულია) (15.05.2017. №24/3);
დ. სხვა ქვეყნების სამეცნიერო-კვლევითი გრანტები; ე. კერძო სამართლის იურიდიული პირების სახსრები; ვ. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამები;
ზ. ფიზიკური პირების შემოწირულობები.
11. მაგისტრანტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება;
ბ) ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაციის გაუვლელობა; გ) აკადემიური შვებულება:
გ.ა) პირადი განცხადების საფუძველზე, პატივსადები საფუძვლების არსებობისას (უცხოეთში სწავლის გაგრძელების მიზნით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით, მძიმე ავადმყოფობის გამო ან ოჯახის ავადმყოფ წევრებზე მეურვეობის მიზნით, სხვა საპატიო მიზეზის გამო);
გ.ბ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო;
დ) მაგისტრანტის მიერ სემესტრის განმავლობაში სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საათობრივი დატვირთვის 35%-ზე მეტის გაცდენა;
ე) სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები (15.05.2017. № 24/3).
12. მაგისტრანტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება;
გ) მაგისტრანტის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა;
დ) მაგისტრანტის მიერ თვითნებურად სწავლის მიტოვება ხუთ წელზე მეტი ვადით; ე) ერთსა და იმავე სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის მიუღებლობა;
ვ) მაგისტრანტის გარიცხვა, დისციპლინური ქცევის მოთხოვნების უხეში ან სისტემატური დარღვევის ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის/პირობების დარღვევისათვის, ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში;
ზ) გარდაცვალება (15.05.2017. №24/3).
13. მაგისტრანტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას.
14. (ამოღებულია) (15.05.2017. №24/3).
15. სტატუსშეჩერებული მაგისტრანტი კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აღდგენის მოთხოვნით მიმართავს თსსუ-ის რექტორს. შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი რექტორს წარუდგენს დასკვნას გავლილი და მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის შესახებ. ამასთან მიეთითება, სწავლების რომელი ეტაპიდან უნდა გააგრძელოს მაგისტრანტმა სწავლა (15.05.2017. №24/3).
16. მაგისტრანტის სტატუსის შეჩერების/სტატუსის აღდგენის შესახებ სამართლებრივ აქტს გამოსცემს თსსუ-ის რექტორი.
17. მაგისტრანტის სტატუსის შეჩერებისა და აღდგენის პროცედურები რეგულირდება უნივერსიტეტის წესდებით (15.05.2017. №24/3; 26.02.2019. №24/4).
18. თსსუ უშვებს მაგისტრანტის მობილობას როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ასევე, სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტისათვის. გადაყვანის წესით ჩარიცხვის მსურველი მაგისტრანტის განცხადებები განიხილება სწავლების მეორე წლიდან.
19. მოქმედ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მაგისტრანტის მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს თსსუ-ის რექტორი, შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. გადაწყვეტილებაში მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს სტუდენტის მიერ ათვისებულ და ასათვისებელ საგანმანათლებლო პროგრამებს შორის თავსებადობა, განისაზღვროს აღიარებული კრედიტების მოცულობა და პროგრამის ეტაპი, საიდანაც დასაშვებია სწავლის გაგრძელება (15.05.2017. № 24/3).

მუხლი 4. მაგისტრატურაში სწავლა

1. მაგისტრატურაში სწავლის ვადაა 2 წელი. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს. სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს როგორც სასწავლო, ისე კვლევით კომპონენტს, რომელიც შეადგენს სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 25%–ს (15.05.2017. №24/3; 26.02.2019. №24/4 ).
2. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება ხორცილდება დასწრებული ფორმით, ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გულისხმობს სტუდენტის ინტერესებისა და აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი სასწავლო გეგმის შინაარსს, მოცულობასა და განხორციელების წესს. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება შემუშავდეს როგორც სრული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ასევე ცალკეული სასწავლო კურსისათვის (15.05.2017. №24/3).
3. სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სპეციალური დისციპლინების შესწავლას. მაგისტანტს უფლება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი დისციპლინები სამაგისტრო პროგრამის არჩევითი ნაწილიდან. მაგისტრანტის მიერ შესასრულებელი სასწავლო და კვლევითი სამუშაო იზომება კრედიტით. ერთი კრედიტი მოიცავს 30 ასტრონომიულ საათს. სასწავლო კომპონენტით გათვალისწინებული საგნებისთვის ერთი კრედიტიდან მაქსიმუმ 15 საათი შეიძლება იყოს სააუდიტორიო/საკონტაქტო (15.05.2017. №24/3).
4. სტუდენტს უფლება აქვს დასაბუთებულად მოითხოვოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და მონაწილეობა მიიღოს მის შემუშავებაში. სტუდენტის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას განიხილავს და ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემთხვევაში ერთ კრედიტში საკონტაქტო საათების რაოდენობა არ შეიძლება შეადგენდეს 3 საათზე ნაკლებს (15.05.2017. №24/3).
5. მაგისტრატურაში სასწავლო წელი ორსემესტრიანია.
6. სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კომპონენტში კრედიტის მიღება ხდება მხოლოდ მოთხოვნილი სამუშაოს წარმატებით დასრულების შემდეგ და ამ სამუშაოს დადებითი შეფასების შემთხვევაში. მაგისტრანტის მიერ გაწეული საქმიანობის შეფასება გარკვეული შეფარდებით უნდა ითვალისწინებდეს:
ა. სტუდენტის შუალედურ შეფასებას, რაც, თავის მხრივ, მოიცავს სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის შეფასებას, ყოველდღიურ აქტიურობას და მიმდინარე რეიტინგულ შეფასებას. შუალედური შეფასება შეიძლება ითვალისწინებდეს სხვა კომპონენტებსაც;
ბ. დასკვნითი გამოცდის შეფასებას (15.05.2017. №24/3).
7. თანაფარდობა შეფასების სხვადასხვა კომპონენტს შორის უნდა განისაზღვროს კონკრეტული სასწავლო კურსის სილაბუსით. საბოლოო შეფასებაში (შუალედურ და საგამოცდო შეფასებათა ჯამი) გამოცდის წილი არ აღემატება 40%–ს (15.05.2017. №24/3).
8. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა მაგისტრანტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდაზე მაქსიმალური შეფასების მიღების შემთხვევაში შეიძლება დაუგროვდეს 51 ქულა მაინც (15.05.2017. №24/3).
9. მაგისტრანტის შეფასებები კომპონენტების მიხედვით ფიქსირდება მაგისტრანტის აღრიცხვისა და შეფასების ჟურნალში და შეფასების უწყისში.
10. შეფასების სისტემა უშვებს ხუთი სახის დადებით შეფასებას: ა. (A) ფრიადი - 91-100 ქულა,
ბ. (B) ძალიან კარგი - 81-90 ქულა, გ. (C) კარგი - 71-80 ქულა,
დ. (D) დამაკმაყოფილებელი - 61-70 ქულა, ე. (E) საკმარისი - 51-60 ქულა.
შეფასების სისტემა უშვებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ა. (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50% (ანუ, 41-50 ქულა), რაც ნიშნავს, რომ მაგისტრანტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და დამატებით გამოცდაზე კიდევ ერთხელ გასვლის უფლება ეძლევა.
ბ. (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები (ანუ 41 ქულაზე ნაკლები), რაც ნიშნავს, რომ მაგისტრანტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი განმეორებით აქვს შესასწავლი (15.05.2017. №24/3).
11. მაგისტრანტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 5 დღისა (15.05.2017. №24/3).
12. მაგისტრანტს დასკვნითი გამოცდისა და შუალედური შეფასებების გაპროტესტების უფლება აქვს შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა (16.05.2019, №24/7).
13. სასწავლო კურსში/მოდულში ”(F) ჩაიჭრა” შეფასების მქონე მაგისტრანტი ვალდებულია მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე დამატებით გაიაროს სემესტრული რეგისტრაცია დავალიანებული საგნ(-ებ)ის დარეგისტრირების მიზნით.
14. მაგისტრანტს, რომლის საბოლოო შეფასება არის (FX), ან არ გამოცხადდა გამოცდაზე, უფლება აქვს გავიდეს დამატებით გამოცდაზე. თუ მაგისტრანტმა დამატებითი გამოცდებისა და შუალედური შეფასებების ჯამით მიიღო „ჩაიჭრა“, „ვერ ჩააბარა“ ან „არ გამოცხადდა“, ითვლება ჩაჭრილად და ფასდება „(F) ჩაიჭრა“ შეფასებით.
15. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმებით, 100-ქულიანი სისტემით ხდება, აგრეთვე, პრაქტიკის, სამაგისტრო ან/და სხვა სახის ნაშრომების შეფასებაც.
16. საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შესრულების მიზნით, მაგისტრანტი ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე დეკანატის მიერ დადგენილ ვადაში გადის სემესტრულ რეგისტრაციას, რაც გულისხმობს პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების/მოდულების შერჩევას და შესაბამისი კრედიტების დაგროვებაზე ვალდებულების აღებას. მაგისტრანტს უფლება აქვს ერთი სასწავლო წლისთვის დაარეგისტრიროს არაუმეტეს 75 კრედიტის მოცულობის სასწავლო კურსები.
17. (ამოღებულია) (15.05.2017. №24/3).
მუხლი 5. სამაგისტრო ნაშრომის გაფორმება, საჯარო დაცვა და შეფასება
1. კვლევითი კომპონენტი ითვალისწინებს მაგისტრანტის მიერ ჩატარებულ დამოუკიდებელ კვლევას შესაბამისი მიმართულებით, რომლის შედეგებიც აისახება სამაგისტრო ნაშრომში.
2. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს შესაბამისი პროფილის დოქტორი ან მაგისტრი, დარგში მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილებით, ხოლო თანახელმძღვანელი - მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი (15.05.2017. № 24/3; 26.02.2019. №24/4).
2.1. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის მოვალეობაა მაგისტრანტს გაუწიოს ხელმძღვანელობა სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას, თვალყური ადევნოს სამაგისტრო ნაშრომის შესრულების პროცესს, საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს კონსულტაციები, უზრუნველყოს მაგისტრანტის მიერ სამაგისტრო ნაშრომის მაღალ აკადემიურ დონეზე შესრულება და დასაცავად წარდგენა განსაზღვრულ ვადებში.
2.2. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია სამაგისტრო ნაშრომის ხარისხზე, რაც გულისხმობს: ნაშრომის თეორიულ და პრაქტიკულ ღირებულებას, კვლევის დიზაინის და მეთოდოლოგიის ადეკვატურობას, კვლევის პირველადი მასალის ობიექტურობასა და სარწმუნობას, ნაშრომის სტრუქტურას, გაფორმების ხარისხს და ენობრივ გამართულობას, ნაშრომის ძირითადი შედეგების ორიგინალობას.
3. სამაგისტრო ნაშრომის თემასა და ხელმძღვანელ(-ებ)ს ამტკიცებს ფაკულტეტის/ სკოლის საბჭო, პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინებით.
4. სამაგისტრო ნაშრომის დაცვაზე დაიშვება მაგისტრანტი, რომელსაც სრული მოცულობით აქვს შესრულებული სამაგისტრო პროგრამის სასწავლო კომპონენტი.
5. მაგისტრანტი ვალდებულია სამაგისტრო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში წარმოადგინოს სამაგისტრო ნაშრომი და წარდგეს სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვაზე (15.05.2017. №24/3).
6. სამაგისტრო ნაშრომის დაცვა ხორციელდება ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს წარდგინებით რექტორის მიერ დამტკიცებულ სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიაზე.
7. სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან ფაკულტეტის/სკოლის წარმომადგენლები, პროფილური სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელები, რეცენზენტები და შესაბამისი დარგის/სპეციალობის მეცნიერები. კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება სულ მცირე 5 წევრით. სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება კომისიის წევთა არანაკლებ 2/3 (15.05.2017. №24/3; 26.02.2019. №24/4).
8. სამაგისტრო ნაშრომში წარმოდგენილი უნდა იყოს ლიტერატურის მიმოხილვა, კვლევის აქტუალობა, მიზანი, ამოცანები, კვლევის საგანი და მეთოდები, კვლევის შედეგები, დასკვნები, გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა.
9. სამაგისტრო ნაშრომის წარმოდგენის ფორმატი: ნაბეჭდი MS WORD 2003-2007; A4, ფონტის ზომა - 12, ინტერვალი - 1,5; ტექსტის დაშორება გვერდის ზედა და ქვედა კიდიდან - 2,5 სმ, მარჯვენა კიდიდან - 1 სმ, მარცხენა კიდიდან - 3 სმ. ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 30 გვერდისა.
10. ნაშრომს უნდა დაერთოს მაგისტრანტის პუბლიკაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელ(-ებ)ის შეფასება (15.05.2017. №24/3; 26.02.2019.№24/4).
10.1. სამაგისტრო ნაშრომის წარდგენის შემდეგ ფაკულტეტის/სკოლის საბჭო გამოყოფს 2 რეცენზენტს. რეცენზენტი არ შეიძლება იყოს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და/ან სამეცნიერო კომპონენტის შესრულებაში ჩართული პირი (26.02.2019. №24/4).
10.2. რეცენზენტებმა წერილობითი დასკვნა უნდა წარმოადგინონ სამაგისტრო ნაშრომის სარეცენზიოდ მიღებიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში. რეცენზენტის მიერ უნდა შეფასდეს ჩატარებული კვლევის თეორიული და პრაქტიკული ღირებულება, კვლევის დიზაინის და მეთოდოლოგიის ადეკვატურობა, კვლევის პირველადი მასალის ობიექტურობა და სარწმუნობა, სამაგისტრო ნაშრომის სტრუქტურა, გაფორმების ხარისხი და ენობრივი გამართულობა. დასკვნაში აღნიშნული უნდა იყოს, რამდენად აკმაყოფილებს წარმოდგენილი ნაშრომი მისდამი წაყენებულ მოთხოვნებს, დადასტურებული უნდა იყოს, რომ დეკლარირებული შედეგები არ წარმოადგენს ადრე დაცული რომელიმე ნაშრომის შედეგების გამეორებას და განისაზღვროს ნაშრომის საჯარო დაცვაზე დაშვების მიზანშეწონილება (26.02.2019. №24/4).
10.3. სამაგისტრო ნაშრომის საჯარო განხილვაზე დაშვება შესაძლებელია ერთი რეცენზენტის დადებითი დასკვნის შემთხვევაში (26.02.2019. №24/4).
11. (ამოღებულია) (15.05.2017. №24/3).
12. (ამოღებულია) (15.05.2017. №24/3).
13. (ამოღებულია) (15.05.2017. №24/3).
14. (ამოღებულია) (15.05.2017. №24/3).
15. (ამოღებულია) (15.05.2017. №24/3).
16. სამაგისტრო ნაშრომების დაცვის თარიღი მტკიცდება თსსუ-ის რექტორის ბრძანებით.
17. საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე ინფორმაციას დაცვის თარიღისა და დროის შესახებ წერილობით აწვდის მაგისტრანტს დაცვამდე არაუგვიანეს 2 კვირისა.
17.1. დაცვის პროცედურა
17.1.1. სამაგისტრო ნაშრომის დაცვა არის საჯარო. დაცვის პროცედურასა და შედეგზე უნდა შედგეს ოქმი.
17.1.2. სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვაზე მაგისტრანტი თემას წარმოადგენს ელექტრონული პრეზენტაციის („Powet point“-ით) ფორმით და აქცენტს აკეთებს თემის აქტუალობაზე, მიზანსა და ამოცანებზე. დაცვაზე უნდა აღინიშნოს კვლევის საგნის თანამედროვე მდგომარეობა, კვლევის ობიექტები და მეთოდები, შედეგები და დასკვნები.
17.1.3. სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვის პროცედურა ითვალისწინებს:
სამაგისტრო ნაშრომის მოხსენებას (15-20 წთ),
დისკუსიას,
რეცენზენტების მიერ ნაშრომის შეფასებას
საბოლოო შეფასებას (26.02.2019. №24/4).
17.2. სამაგისტრო ნაშრომის შეფასება
17.2.1. ნაშრომი ფასდება სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის დახურულ სხდომაზე დაცვის დასრულებისთანავე.
17.2.2. სამაგისტრო ნაშრომის დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის წევრები სამაგისტრო ნაშრომს აფასებენ 0-100 ქულით (დანართი № 2).
17.2.3. სამაგისტრო ნაშრომის შეფასება დგინდება სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის წევრების მიერ მინიჭებულ ქულათა ჯამის საშუალო არითმეტიკულით.
17.2.4. სამაგისტრო ნაშრომის 51 და მეტი ქულით შეფასებისას ნაშრომი ითვლება დაცულად შეფასების ქულათა შემდეგი გრადაციით:
91-100 ქულა – საუკეთესო ნაშრომი,
81-90 ქულა – ძალიან კარგი ნაშრომი,
71-80 ქულა – კარგი ნაშრომი,
61-70 ქულა – საშუალო დონის ნაშრომი,
51-60 ქულა – დამაკმაყოფილებელი ნაშრომი,
0-50 ქულა – არადამაკმაყოფილებელი ნაშრომი.
17.2.5. დაცვის პროცედურის შესახებ ოქმის წარმოებაზე პასუხისმგებელია საკვალიფიკაციო კომისიის მდივანი. საკვალიფიკაციო კომისიის თითოეული წევრი სამაგისტრო ნაშრომისათვის მინიჭებულ ქულას აფიქსირებს შეფასების ფურცელში და ადასტურებს ხელმოწერით (დანართი 2). შეფასების ფურცლებიდან სპეციალურ ოქმში შეფასებები გადააქვს კომისიის მდივანს, აქვე ფიქსირდება საბოლოო შეფასებაც (დანართი 3). საკვალიფიკაციო კომისიის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ შეფასებას. შეფასების ფურცლები და საკვალიფიკაციო კომისიის სხდომის ოქმები გადაეცემა სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს და ინახება მაგისტრანტის პირად საქმეში, კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
17.2.6. სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებას სამაგისტრო ნაშრომის შეფასების შესახებ მაგისტრანტს აცნობს კომისიის თავმჯდომარე, სხდომის დამთავრებისთანავე.
17.2.7. სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებას სამაგისტრო ნაშრომის შეფასებისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო.
17.2.8. სამაგისტრო ნაშრომის დაცვაზე საპატიო მიზეზით (ავადმყოფობა, სხვ.) გამოუცხადებლობის შემთხვევაში ნაშრომი დასაცავად შეიძლება წარდგენილ იქნეს 1 თვის განმავლობაში, ან სამაგისტრო ნაშრომების მომდევნო დაცვაზე, შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს თანხმობით.
17.2.9. ორივე რეცენზენტის უარყოფითი დასკვნის ან საჯარო დაცვაზე სამაგისტრო ნაშრომის
51 ქულაზე ნაკლები შეფასების შემთხვევაში განმეორებითი დაცვა შესაძლებელია სამაგისტრო ნაშრომების მომდევნო დაცვაზე, შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს თანხმობით (26.02.2019. №24/4).
17.2.10. სამაგისტრო ნაშრომი დასაცავად შეიძლება წარდგენილ იქნეს არაუმეტეს ორჯერ, სასწავლო კომპონენტის შენახვით.
17.2.11. მაგისტრანტმა განმეორებითი დაცვის მოთხოვნის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს თსსუ-ის შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს დაცვამდე 1 თვით ადრე (15.05.2017. №24/3).

მუხლი 6. მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი

1. პირს, რომელიც დაასრულებს სამაგისტრო პროგრამას, ენიჭება მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მასზე გაიცემა დიპლომი, დანართთან ერთად.
2. (ამოღებულია) (15.05.2017. №24/3).
3. გადაწყვეტილებას კურსდამთავრებულისათვის მაგისტრის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ, ასევე, გადაწყვეტილებას მაგისტრანტისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ იღებს ფაკულტეტის/სკოლის საბჭო, რის საფუძველზეც, ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით, უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას (15.05.2017. №24/3).
4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია გამონაკლისის დაშვება წინამდებარე დებულებით დადგენილ მოთხოვნებში.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
1. ცვლილებები და დამატებები დებულებაში მაგისტრატურის შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ფაკულტეტის საბჭოს წარდგენის საფუძველზე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად.

დანართი №1 (ამოღებულია) (15.05.2017. №4/3).

დანართი # 2 (15.05.2017. # 24/3)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის წევრის მიერ სამაგისტრო ნაშრომის შეფასების ფურცელი #
   --------- ---------20 წ.

ფაკულტეტი/სკოლა - _______________________________________
სამაგისტრო პროგრამა - ____________________________________
მაგისტრანტი - _____________________________________________  
სამაგისტრო ნაშრომი -  _______________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________________


სამაგისტრო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები და ქულები

კრიტერიუმი

ქულა

კომისიის წევრის შეფასება

(ქულებში)

1

კვლევის სამეცნიერო და/ან მეთოდური

ღირებულების არგუმენტირების ხარისხი

 

0 - 10

 

2

კვლევის მიზნის, ამოცანების და კვლევის

მეთოდიკის ურთიერთშესაბამისობა

 

0 - 15

 

3

შედეგების სარწმუნობა და

დამაჯერებლობა

 

0 - 15

 

4

კვლევის შედეგების შესაბამისობა

დასახულ მიზანსა და ამოცანებთან

 

0- 15

 

5

მაგისტრანტის მიერ დარგობრივი/ თემატური აკადემიური ტერმინოლოგიის

ფლობის ხარისხი

 

 

0- 15

 

6

პრეზენტაციის ვიზუალური კომპონენტი

(თვალსაჩინოებათა ადეკვატურობა და საკმარისობა)

 

 

0-10

 

7

დისკუსიაში მაგისტრანტის მიერ საკუთარი პოზიციის არგუმენტირების ხარისხი

 

 

0-20

 

 

სულ

100

 



სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის წევრი _______________________________________________________________________  
(სახელი, გვარი, აკადემიური თანამდებობა) ___________________________________________________________________________________________

ხელმოწერა _______________________________________________


დანართი # 3 (15.05.2017. # 24/3)
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის
შემაჯამებელი სხდომის ოქმი #

“----------------”
20 ----- წ.
ფაკულტეტი/სკოლა -
სამაგისტრო პროგრამა -   
მაგისტრანტი (სახელი, გვარი) -
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - 
სამაგისტრო ნაშრომი - 

სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისია დამტკიცებულია გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე ----- პირით.
სხდომას ესწრებოდა --------------- წევრი.

სამაგისტრო ნაშრომისათვის საკვალიფიკაციო კომისიის ცალკეული წევრის მიერ მინიჭებული ქულები:

კომისიის წევრი

აკადემიური თანამდებობა/აკადემიური ხარისხი

შეფასება (0-

100 ქულა)

1.

 

 

 

2.

 

 

 

3.

 

 

 

4.

 

 

 


სამაგისტრო ნაშრომის შეფასება ------- ქულა - ................

(დგინდება საკვალიფიკაციო კომისიის წევრების მიერ მინიჭებულ ქულათა საშუალო არითმეტიკულით)

კომისიის გადაწყვეტილება: --------------------------------------------------------------------------- 
მიენიჭოს/არ მიენიჭოს მაგისტრის აკადემიური ხარისხი----------------------------------------------------------------------(სპეციალობა)

სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე ------------------------------------------------------------------------ 
წევრები:
1.
2.
3.
4.
5.
მდივანი:

შენიშვნა:

ოქმი ინომრება ცალკეული მაგისტრანტისთვის დაცვის რიგითობის შესაბამისად. დაცვის შემდეგ ოქმი გადაეცემა თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს. ოქმის მართებულ წარმოებაზე პასუხისმგებელია საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.