დამტკიცებულია თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს

2018 წლის 16 მაისის №23/7 დადგენილებით

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში „უნივერსიტეტი“) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლა (შემდგომში „სკოლა“) არის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის (შემდგომში „ფაკულტეტი“) სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქმიანობს უმაღლესი განათლების შესახებ”, ჯანდაცვის შესახებ“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, უნივერსიტეტის წესდების, ფაკულტეტის დებულებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად;

 

2. სკოლის საქმიანობა რეგულირდება წინამდებარე დებულებით, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.

 
    მუხლი 2. სკოლის მიზანი და საქმიანობა

 

1. სკოლის მიზანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა   და ჯანდაცვის სისტემისთვის კომპეტენტური კადრების მომზადება;

2. სკოლა ახორციელებს უმაღლესი განათლების II საფეხურის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ხასიათის პროგრამებს;

3. სკოლა უზრუნველყოფს სამაგისტრო პროგრამების აკადემიური პროცესის მაღალ დონეზე მიმდინარეობას მასზე მუდმივი მონიტორინგის გზით;

4. სკოლა    უზრუნველყოფს  პედაგოგიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობას სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში;

5. სკოლა ახორციელებს პედაგოგებისა და მაგისტრანტებისთვის უცხოეთში სასწავლო ტურების ორგანიზებას;

6. სკოლაში სამაგისტრო პროგრამების შემუშავება, სტუდენტთა კონტიგენტის მიღება, სწავლის ხანგრძლივობა, სტუდენტის უფლება-მოვალეობანი, მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭება და სხვა საკითხები რეგულირდება უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესის და მაგისტრატურის დებულების შესაბამისად.

   
    მუხლი 3. სტრუქტურა და მართვის ორგანოები

 

1. სკოლას, მასზე დაკისრებული მიზნების განსახორციელებლად, აქვს შესაბამისი      მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;

2.   სკოლის   სტრუქტურა   წარმოდგენილია   სკოლის   დირექტორით   და  მთავარი                სპეციალისტით;

3. სკოლის მართვას ახორციელებს სკოლის დირექტორი;

4. სკოლის დირექტორს,  ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი;

5.   სკოლის  დირექტორი  ანგარიშვალდებულია   უნივერსიტეტის  რექტორის,     კანცლერის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოს წინაშე;

6. სკოლის მთავარ სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს  და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.

 

    მუხლი 4. სკოლის დირექტორი
     სკოლის დირექტორი:

ა) უზრუნველყოფს სკოლის სასწავლო - სამეცნიერო საქმიანობის ხელმძღვანელობას და შეუფერხებელ მიმდინარეობას;

ბ) უნივერსიტეტის მიერ სკოლის ფუნქციობისთვის გადაცემული ქონების მართვასა და დაცვას;

გ) უფლებამოსილია, პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინებით, პროგრამის განსახორციელებლად მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, მათ შორის უცხოელი სპეციალისტი;

დ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოში წარადგენს წლიურ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) სკოლის მიზნების შესაბამისად, ახორციელებს ამ დებულებით, ფაკულტეტის დებულებით, უნივერსიტეტის წესდებითა და სხვა ადმინისტრაციული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

ვ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში;ზ) ახორციელებს სხვა საქმიანობას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება სკოლის მიზნებს.

   მუხლი 5. სკოლის დაფინანსება

 

1. სკოლაში  შემავალი  სამაგისტრო საგანმანათლებლო  პროგრამების დაფინანსება ხორციელდება უნივერსიტეტში  დადგენილი წესით;

2. სკოლის სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული ხასიათის პროექტების დაფინანსება ხდება როგორც გრანტით, ასევე არასაგრანტო, საკონტრაქტო პირობებით მიღებული ფინანსური სახსრებით;

3. სკოლა სამეცნიერო პროექტებს ახორციელებს როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მკვლევარებთან თანამშრომლობით.

  მუხლი 6. რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება უნივერსიტეტის წესდებით და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.