თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების) განსაზღვრის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის # 124/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების “საქართველოს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, 2023-2024 სასწავლო წლის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების) განსაზღვრის მიზნით:

ვბრძანებ:

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდარი განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) საბაკალავრო და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 11 სექტემბერი – 25 სექტემბერი, 2023 წ.
ბ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 25 სექტემბერი – 09 ოქტომბერი, 2023 წ.
გ) საბაკალავრო, სამაგისტრო და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა შემოდგომის სემესტრული რეგისტრაცია: 11 სექტემბერი – 25 სექტემბერი, 2023 წ.
დ) შემოდგომის სემესტრის ხანგრძლივობა: 25 სექტემბერი, 2023 წ. – 01 მარტი, 2023 წ.
ე) დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების XI სემესტრის ხანგრძლივობა - 25 სექტემბერი, 2023 წ. – 23 თებერვალი, 2024 წ.
ვ)დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების, ფარმაციისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანისაბაკალავრო პროგრამების I სემესტრის ხანგრძლივობა: 09 ოქტომბერი 2023 წ. – 01 მარტი, 2024 წ.
ზ) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის I სემესტრის ხანგრძლივობა: 02 ოქტომბერი, 2023 წ. – 01 მარტი, 2024 წ.
თ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების I სემესტრის ხანგრძლივობა: 09 ოქტომბერი, 2023 წ. – 01 მარტი, 2024 წ.
ი) შემოდგომის სემესტრის საგამოცდო სესია: 15 იანვარი, 2024 წ. – 29 თებერვალი, 2024 წ.
კ) დამამთავრებელი გამოცდები: 2024 წ. 25 დეკემბრიდან.
ლ) სტუდენტთა საახალწლო-საშობაო არდადეგები: 30 დეკემბერი, 2023 წ. – 7 იანვარი, 2024 წ.
მ) გაზაფხულის სემესტრის ხანგრძლივობა: 04 მარტი, 2024 წ. – 26 ივლისი 2024 წ.
ნ) დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების XII სემესტრის ხანგრძლივობა 26 თებერვალი, 2024 წ. – 26 ივლისი, 2024 წ.
ო) სტუდენტთა გაზაფხულის სემესტრული რეგისტრაცია: 04 მარტი, 2024წ. – 15 მარტი, 2024წ.
პ)დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების, ფარმაციისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანისაბაკალავრო პროგრამების I სემესტრის ხანგრძლივობა: 18 მარტი, 2024 წ.– 26 ივლისი, 2024.
ჟ) დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების, ფარმაციისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების I სემესტრის სტუდენტთა რეგისტრაცია: 04 მარტი, 2024 წ. – 04 აპრილი, 2024.
რ) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის გაზაფხულის სემესტრის ხანგრძლივობა: 04 მარტი, 2024 წ. – 03 აგვისტო, 2024 წ.
ს) გაზაფხულის სემესტრის საგამოცდო სესია: 17 ივნისი 2024 წ. – 26 ივლისი, 2024 წ.
ტ) დამამთავრებელი გამოცდები: 2024 წ. 15 ივნისიდან.
უ) გამოცდები დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვან, ინგლისურენოვან და რუსულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის III-XII სემესტრებში, ჯანდაცვის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების IV-VII სემესტრებში, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამების V-VIII სემესტრებში, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩატარდეს მოდულის/კურაციული მეცადინეობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში დამტკიცებული საგამოცდო ცხრილის მიხედვით, განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი სემესტრის სასესიო პერიოდში.
ფ) გამოცდები სტომატოლოგიის ფაკულტეტის V, VI, VII, VIII, X სემესტრების არაპროფილურ კლინიკურ დისციპლინებში ჩატარდეს კურაციული მეცადინეობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში დამტკიცებული საგამოცდო ცხრილის მიხედვით, განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი სემესტრის სასესიო პერიოდში.
2. რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული ვადები.
3. სტუდენტთა სავალდებულო ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია განხორციელდეს წინამდებარე ბრძანებით დადგენილ ვადებში.
4. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რანჟირების დოკუმენტით უნივერსიტეტში სწავლაზე უფლებამოპოვებულ პირთა თსსუ-ში ჩარიცხვის წინაპირობაა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაცია ითვალისწინებს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სამდივნოში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენას:
ა) განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის). დ) ორი ფერადი ფოტოსურათი (3X4) და შესაბამისი ელექტრონული ვერსია;
ე) პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შენიშვნა: არასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია მშობელს (წარმომადგენელს), რომელიც წარმოადგენს შვილის დაბადების მოწმობას (ასლს), ან წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
5. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი ვალდებულია გაიაროს სემესტრული რეგისტრაცია - ადმინისტრაციული (სწავლის საფასურის გადახდა) და აკადემიური (საგნობრივი) –„სასწავლო პროცესის მართვის სისტემის“ საშუალებით.
6. სტუდენტი, რომელიც არ გაივლის რეგისტრაციას წინამდებარე ბრძანებით დადგენილ ვადაში, არ დაიშვება სასწავლო პროცესზე. სასწავლო პროცესში თვითნებურად მონაწილეობის მიღება არ წარმოშობს მის უფლებას მოითხოვოს შეფასების აღიარება.
7. სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტებმა სახელმწიფო დაფინანსებისა და სწავლის საფასურს შორის არსებული სხვაობა უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში;
8. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ვიცე-რექტორს ხ.თოდაძეს.
9. ბრძანება დაეგზავნოს ვიცე-რექტორებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრს, სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტს, ყველა ფაკულტეტის დეკანატს, ეკონომიკურ დეპარტამენტს, ყველა სასწავლო დეპარტამენტს.
10. წინამდებარე ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია
რექტორი