„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის #124/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“  წესდების მე-14 მუხლის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დასაქმებულთათვის 2024 წლის 3 იანვრიდან  5 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვროს უქმე დღეებად.
წინამდებარე ბრძანება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.
მიეთითოთ: თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის, თსსუ-ის  პირველი სტომატოლოგიური კლინიკის  ხელმძღვანელებს, უზრუნველყონ წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში კლინიკების მუშაობის წესის განსაზღვრა.  
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ბრძანება დაეგზავნოს: კანცლერს, ვიცე-რექტორებს, კანცლერის მოადგილეებს, რექტორის აპარატის უფროსს, კანცლერის აპარატის უფროსს, უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურულ ერთეულს.

საფუძველი: საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის #500 დადგენილება.