სსიპ–თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2024 წლის 22 იანვრის N44288 ბრძანებაში ,,2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების მობილობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის,“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის N 124/ნ ბრძანებით დამტკიცებული
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ წესდების მე-14 მუხლის საფუძველზე,
ვბრძანებ

1. შევიდეს ცვლილება სსიპ–თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2024 წლის 22 იანვრის N44288 ბრძანების ,,2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების მობილობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ" პირველი პუნქტის
,,ბ" ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ბ) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაზე (ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლება) – 10 ადგილი;"
2. დაევალოს საქმისწარმოების სამსახურს (ნ.ჩიხრაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების განთავსება უნივერსიტეტში თვალსაჩინო ადგილას.
3. დაევალოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა და პროტოკოლის სამსახურს (გ. ჭიჭინაძე) წინამდებარე ბრძანების განთავსება თსსუ-ის ვებგვერდზე.
4. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
5. ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია რექტორი