დამტკიცებული 
თსსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 
 2021 წლის 21 დეკემბრის №23/21 დადგენილებით 
 
სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 
 დაცვის სამსახური დებულება 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 
1.1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (შემდგომში - უნივერსიტეტი)  დაცვის სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს;
1.2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონამდებლობის, უნივერსიტეტის დებულების, წინამდებარე დებულების და უნივერსიტეტში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე;
1.3. სამსახური ექვემდებარება - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის მოადგილეს, ინფრასტრუქტურული პროექტების სტრატეგიული განვითარების დარგში - მისი კომპეტენციის ფარგლებში; 
1.4. სამსახური თავის კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია რექტორის, კანცლერის და სხვა სათანადო უფლებამოსილების მქონე პირების წინაშე;
1.5.სამსახურის თანამშრომელს აქვს სპეციალური ფორმა (სამოსი), იდენტიფიცერებისათვის საჭირო ნიშნით. 

მუხლი 2. დაცვის სამსახურის საქმიანობის სფერო და ძირითადი ფუნქციები 
2.1. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა:
2.1.1. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული შენობების შიდა და გარე პერიმეტრზე, მიწის ნაკვეთებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე; 
2.1.2. უნივერსიტეტის კუთვნილი მატერიალური მარაგების დაცვა;
2.3. სამსახურის საქმიანობა ემყარება ადამიანობის, კონსტიტუციული უფლებების დაცვის, პიროვნების ღირსების პატივისცემის, ჰუმანურობის, დემოკრატიულობის და სამართლიანობის პრინციპებს;
2.4. სამსახურის თანამშრომელი მოქალაქეებთან ურთიერთობის დროს მოქმედებს ზოგადი ეთიკის ნორმების შესაბამისად;
2.5.სამართალდამრღვევთა წინააღმდეგ ბრძოლისა და პროფილაქტიკის საკითხებში სამსახური, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან. 
2.6. სამსახურს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლება აქვს განახორციელოს შემდეგი ფუნქციები:
2.6.1. მოითხოვოს თანამშრომლების, სტუდენტების და უცხო პირების მხრიდან სამსახურისკომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის შინაგანაწესის შესრულება;
2.6.2. გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები წესრიგის დამრღვევის პირის მიმართ და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში სათანადო უფლებამოსილების მქონე პირს, დაცვის პოლიციის დაკავების ჯგუფს ან/დაპოლიციის უახლოეს განყოფილებას; 
2.7. უზრუნველყოს სსმ/შშმ პირების დახმარება უნივერსიტეტის შენობაში შეუფერხებელი და კომფორტული გადაადგილების საკითხში;
2.8. სამსახურის მიერ უნივერსიტეტის შენობების და წინამდებარე 2.1.1 პუნქტით გათვალისიწნებული ლოკაციების დაცვა ხორციელდება:
2..8.1. სპეციალური სამეთვალყურეო პუნქტებიდან; 
2.8.2. გარე და შიდა პირიმეტრის სამეთვალყურეო კამერებით;
2.8.3. საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული დაცვის სხვა ფორმებისა და მეთოდების, მათ შორის ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა 
3.1. თსსუ-ის სამსახურში გათვალისიწნებულია შემდეგი თანამდებობები: სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე და სამსახურის თანამშრომლები (სპეციალისტები);
3.2. სამსახურის უფროსს და სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა ან სხვა მიზეზთა გამო მოვალოების შესრულების შეუძლებლობა) მის მოვალეობას რექტორის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან ნებისმიერი სხვა პირი; 

მუხლი 4. დასკვნითი დებულებები
4.1.დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
4.2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
4.3. დებულება ძალაშია წარმომადეგენლობითი საბჭოს მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან;
4.4.დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების ან/და სამსახურის ლიკვიდაციის შემთვევაში.